ნათიას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარება და ექიმობა სურს, ნანას კი ტურიზმის შესწავლა ილიას უნივერსიტეტში! საინტერესეო ჰობები აქვთ - ნათია ცეკვის მოყვარულია, რადგან ფიქრობს, რომ საკუთარ თავს ასე კარგად გამოხატავს, ნანა კი კერძების მოზადებითაა გატაცებული, ახალ-ახალ ვარიანტებს ეძებს და ძალიანაც სიამოვნებს. ახალ კომპიუტერს თავიანთი ინტერესების გაღრმავებისთვის გამოიყენებენ.
ელენეს თქმით, ლეპტოპი მისი ოცნება იყო. სამომავლოდ გადაწყვეტილი აქვს დაწყებითების მასწავლებელი გახდეს, თავისუფალ დროს კი სულ მღერის. უყვარს ქართული ენის გაკვეთილები, რადგან, როგორც ქართველს, მნიშვნელოვნად მიაჩნია მშობლიური ლიტერატურის და ენის სრულყოფილად ცოდნა. რეპეტიტორებთან სიარულის საშუალება არ აქვს, თუმცა ეროვნულ გამოცდებზე გასვლას მაინც აპირებს, რათა თავი გამოსცადოს. ახალი კომპიუტერი ცოდნის მიღების გზაზე მეგზურობას გაუწევს!
“ლეპტოპის მიღება მჭირდებოდა განათლების მისაღებად და თანამედროვე ტექნოლოგიებში უკეთ გასარკვევად, ახლა კი ამას თავისუფლად შევძლებ.” - ჩაგვიწერა მარიამმა კითხვარში. მისი ჰობი წიგნების კითხვაა, რადგან ბევრ ახალს სწავლობს. უნივერსიტეტი და სამომავლო პროფესია არჩეული აქვს - თბილისის სახელმფიწო უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების სწავლა სურს!
ბაჩუკის პროგრამისტობა სურს, ლიზის კი ქართულის მასწავლებლობა! ორივე მათგანს განსხვავებული ჰობი აქვს - ძმას ვარჯიში, რადგან ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს, დას კი ლექსების წერა. სკოლის საგნებიდან ბაჩუკის ყველაზე მეტად ისტორია აინტერესებს, რუსული კი რუსეთის საქართველოსთან მტრობის გამო არ უყვარს. ლიზი კი ქართულ ფილოლოგიაზეა შეყვარებული და პროფესიული არჩევანიც ამან გადააწყვეტინა. აპირებს თავისი ლექსები ლეპტოპში შეინახოს და შემდეგ გამოსცეს კიდეც.
ვახტანგი ძალიან მშრომელი ბიჭია ხარაგაულიდან! სოფლის მეურნეობის საქმეები და საქონლის მოვლა მისი ყოველდღიურობაა - მშობლებს ეხმარება. თავისუფალ დროს კი ტყეში სეირნობს. აპირებს მანქანების შეკეთების ხელობას სრულყოფილად დაეუფლოს და ავტომექანიკოსი გახდეს. ლეპტოპი ცოდნის მიღებას გაუადვილებს.
მარიამი მათემატიკის მოყვარულია და ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩაბარებაც სურს თსუში! “ლეპტოპი სწავლაში აუცილებლად დამეხმარება და სწავლაც ბევრად უფრო მარტივი და მხიარული იქნება” - გვიყვება მარიამი. თავისუფალ დროს მხატვრულ ლიტერატურას კითხულობს.
საბა და კახა ტყუპები არიან. სამომავლო პროფესია ჯერჯერობით მხოლოდ საბას აქვს არჩეული - მსახიობობა. კახა კი ძიების პროცესშია, თავისუფალ დროს ძალიან უყვარს ხატვა და ვარჯიში. საბას ერთ-ერთი ჰობი ხატვაცაა, თუმცა ამის გარდა ხშირად ფილმებს უყურებს. სჯერათ, რომ კომპიუტერი მიზნების მიღწევაში დაეხმარება!
იურის სურს მკლავჭიდის ტრენერი გამოვიდეს! გასაკვირიც არ არის, რომ თავისუფალ დროს სულ ვარჯიშობს. ლეპტოპითა და ინტერნეტით სკოლის დავალებების უკეთ შესრულებას და სპორტული გადაცემების ყურებას შეძლებს.
ლუკა და ლევანი ტყუპები არიან, იმერეთის სოფელ ზვარედან. ორივეს საყვარელი სასკოლო საგანი ხელოვნებაა, თანაც ხატვა იტაცებთ. როდესაც ჰობიზე ვკითხეთ, ერთმა ელექტროობა დაგვისახელა, მეორემ კი მანქანების შეკეთება! როგორც გვითხრეს, ახალ ლეპტოპს სხვადასხვა საჭიროებისთვის გამოიყენებენ.
მაია პროფესიულ კოლეჯში ჩასაბარებლად ემზადება - კულინარიის შესწავლა გადაწყვიტა! მისი ჰობი წიგნების კითხვაა. გარდა ამისა, გვიყვება, რომ კომპიუტერით ულამაზეს პრეზენტაციებს აწყობს სკოლისთვის და თან ტრენინგებსაც ესწრება.
მარიამი მაღალმთიანი აჭარაში, შუახევში, ცხოვრობს და ჟურნალისტობა სურს! თავისუფალ დროს წიგნების კითხვასა და მუსიკის მოსმენას უთმობს. როგორც გვიამბობს, ახალი კომპიუტერი უკეთ სწავლაში ეხმარება.
“ლეპტოპი სწავლისთვის მჭირდება” - გვიწერს ანა კითხვარში. სკოლის საგნებიდან ქართული და ისტორია უყვარს ყველაზე მეტად, რადგან ბევრ ახალ ინფორმაციას იღებს და საინტერესოდაც მიაჩნია. თავისუფალ დროს წიგნების კითხვას უთმობს. უკვე აირჩიე რომელ ფაკულტეტზეც სურს ჩაბარება - ქართულის ფილოლოგობა სურს.