მოსწავლეები

ჩართულია
ვანიკ (16)

ვანიკს სურს სწავლა ეკონომიკის მიმართულებით გააგრძელოს! თუმცა უნივერსიტეტი ჯერ არ შეურჩევია. სკოლაში მისი გამორჩეულად საყვარელი საგანი მათემატიკაა. თავისუფალ დროს კი წიგნის კითხვა უყვარს.

ჩართულია
მარია (17)

მარიასთვის არ არსებობს სკოლაში ისეთი საგანი რომელიც არ უყვარს. თავისუფალ დროს ხატვით არის გატაცებული. აპირებს, სტილისტი გამოვიდეს! როგორც გვიყვება, მას და მის ძმას სასწავლო პროცესში აქტიურად ჩასართავად კომპიუტერი ნამდვილად სჭირდებათ.

ჩართულია
გვანცა (17) და ნინო (16)

როგორც გვანცა გვიყვება, ძალიან უყვარს ადამიანებთან კომუნიკაცია, მათთან საუბარი და წერა. აპირებს ქართული ენის ფილოლოგი გამოვიდეს! სწორედ ამიტო სურს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება. ნინოს მართალია ჯერ არ გადაუწყვიტავს რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ, თუმცა სკოლაში მისი საყვარელი საგნები ისტორია, ქართული და ინგლისურია. თავისუფალ დროს კი წიგნის კითხვა უყვარს. გოგონების თქმით, კომპიუტერი სწავლის პროცესში აუცილებლად დაეხმარებათ.

ჩართულია
სალომე (16)

სალომეს სამომავლო პროფესია უკვე გადაუწყვიტავს - ფარმაცევტობა სურს! საყვარელი საგნები სკოლაში ქართული, ბიოლოგია და უცხო ენებია. რაც შეეხება თავისუფალ დროს, კითხვა უყვარს. ფიქრობს, სწავლის პროცესში ინტერნეტი და კომპიუტერი ძალიან დაეხმარება.

ჩართულია
ეკა (17)

ეკას დიზაინერობა გადაუწყვიტავს! აპირებს, სწავლა პროფესიულ სასწავლებელში გააგრძელოს. სკოლაში მისთვის განსაკუთრებით საყვარელი საგნები ქართული, მათემატიკა და სპორტია. ფიქრობს, რომ კომპიუტერი და ინტერნეტი სწავლაში აუცილებლად დაეხმარება.

ჩართულია
ნიკა (17)

ნიკას ჯანსაღი ცხოვრების წესი მოსწონს და მისდევს მას. ასევე უყვარს ფეხბურთის თამაში. სკოლაში მისი საყვარელი საგნები სპორტი, მათემატიკა, ქართული, ინგლისური და ფიზიკაა. სამომავლო პროფესიად ელექტრიკოსობა გადაუწყვიტავს. „გამოვიყენებ ჩემი ცნობიერების ასამაღლებლად, ინფორმაციის მოსაძიებელად და სასწავლო პროცესისთვის... აგრეთვე ყოველდღღიურ ყოფაში, რადგან ახლა ისეთი საუკუნეა, ინტერნეტის და კომპიუტერის გარეშე შეუძლებელია წარმოიდგინო მომავალი ცხოვრება.“ - ამბობს ნიკა.

ჩართულია
თეონა (15)

თეონას ხატვა ძალინ უყვარს. აპირებს, სამომავლო პროფესია საკუთარ ჰობს დაუკავშიროს და დიზაინერი გამოვიდეს! სკოლაში მისი საყვარელი საგნები ქართული, ბიოლოგია, ფიზიკა და ქიმიაა. ფიქრობს, რომ კომპიუტერი და ინტერნეტი როგორც მოტივაციას მომატებს, ასევე ძალინ დაეხმარება კიდეც სწავლის პროცესში.

ჩართულია
გიგა (17)

„ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის კომპიუტერის მიღება იმიტომ, რომ ვარ აბიტურიენტი. ვაპირებ სწავლის გაგრძელებას და დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე ყველაზე მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესისთვის, როგორც კომპიუტერი, ისე ინტერნეტი.“ - გვიყვება გიგა. სამომავლო პროფესია უკვე შეარჩია - დაწყებითი კლასების პედაგოგობა სურს. რაც შეეხება თავისუფალ დროს, ხატვა უყვარს, რადგან ამშვიდებს.

ჩართულია
ლიზი (15)

ლიზის წიგნების კითხვა ძალიან უყვარს, როგორც თავად ამბობს, წიგნებიდან ბევრ რამეს სწვალობს. სამომავლო პროფესია ჯერ არ შეურჩევია, თუმცა უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება ძალინ უნდა. ფიქრობს, რომ კომპიუტერი განათლების მიღებაში ძალიან დაეხმარება.

ჩართულია
მარიამი (16)

მარიამის საყვარელი საგნები სკოლაში ქართული, ბიოლოგია და რუსულია. ჯერ არ იცის რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ, თუმცა უნივერსიტეტში სწავლა გადაწყვეტილი აქვს. მისი თქმით, კომპიუტერი მას და მის პატარა დებს დაეხმარება აქტიურად ჩაერთონ დისტანციური სწავლების პროცესში.

ჩართულია
ფიქრია (16)

ფიქრიას თავისუფალ დროს ხატვა, კერძების მომზადება და მუსიკის მოსმენა უყვარს. ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ. თუმცა მიაჩნია, რომ კომპიუტერი დაეხმარება სწავლასა და განვითარებაში.

ჩართულია
დავითი (17)

დავითი მომავალი პროგრამისტია! სკოლაში მისი საყვარელი საგნები ისტორია და ქართულია. მისი თქმით, კომპიუტერი სწავლაში აუცილებლად დაეხმარება.