მოსწავლეები

ჩართულია
ზაური (16)

ზაურის სკოლაში განსაკუთრებით ქართული, ისტორია და ხელოვნება უყვარს. თავისუფალ დროს სპორტით და ხატვით არის გატაცებული. აპირებს, კომპიუტერი აქტიურად გამოიყენოს სასკოლო დავალებების შესრულებაში.

ჩართულია
მარიამი (16) და მანუჩარი (15)

მარიამს სურს პროფესიონალი სპორცმენი გახდეს. აპირებს, ფიზიკური აღზრდის და სპორტის უნივერსიტეტში გააგრძელოს სწავლა და მწვრთნელი გახდეს. მანუჩარს მართალია ჯერ არ აქვს პროფესია არჩეული, თუმცა როგორც გვიყვება, ცდილობს გულმოდგინედ იმეცადინოს და ისწავლოს. ფიქრობენ, რომ კომპიუტერი სწავლაში აუცილებლად დაეხმარებათ.

ჩართულია
ანა (17)

ანას საყვარელი საგანი სკოლაში ქართულია, გერმანული კი არ უყვარს, რადგან ერთულება. მართალია ჯერ არ იცის რა პროფესიის გამოვა, თუმცა უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებას აუცილებლად აპირებს. მისი თქმით, ლეპტოპი და ინტერნეტი ონლაინ სწავლის პროცესში აქტიურად ჩართვაში დაეხმარება.

ჩართულია
მზია (16) და ჟენია (18)

მზიას სამომავლო პროფესია ჯერ არ შეურჩევია, თუმცა უნივერისტეტში სწავლის გაგრძელება ძალიან უნდა. თავისუფალ დროს კერძების მომზადება უყვარს. ჟენია კი მომავალი იურისტია. სკოლაში მისი საყვარელი საგნები ქართული, ისტორია და ბიოლოგია. როგორც გოგონები გვიყვებიან, ფინანსური მდგომარეობის გამო არ აქვთ კომპიუტერი, რის გამოც უჭირთ დისტანციურ გაკვეთილებზე დასწრება და აქტიურობა.

ჩართულია
დავითი (16)

დავითის საყვარელი საგნები სკოლაში ისტორია და სპორტია. მომავალი პროფესია უკვე აირჩია - აგრონომობა სურს! რათა შეძლოს საკუთარ სოფელს დაეხმაროს და განავითაროს აგროკულტურები. „ძალიან მინდა მქონდეს ლეპტოპი და ინტერნეტი. მისი საშუალებით ბევრ საინტერესო ინფორმაციას გავეცნობი, რაც დამეხმარება ჩემი მიზნების მიღწევაში.“ - გვიყვება იგი.

ჩართულია
ანა (15)

ანას სწავლის გაგრძელება ეკონომიკის ან ბიზნესის მიმართულებით სურს! აპირებს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელოს სწავლა. „მე სურს ლეპტოპის მიღება, რათა შევძლო სრულფასოვნად ონლაინ რეჟიმში განათელების მიღება. ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, არ მაქვს საშუალება შევიძინო კომპიუტერი ან მობილური. ჩემთვის ძალიან კარგი საშუალება იქნება მივიღო სათანადო განათლება იმ ლეპტოპით რომელიც შეგიძლიათ გადმომცეთ.“ - გვიყვება ანა.

ჩართულია
ლიზი (16)

ლიზის ექიმობა გადაუწყვიტავს! მისი საყვარელი საგნები სკოლაში ქართული, ქიმია, ინგლისური და ბიოლოგიაა. „კომპიუტერი დამეხმარება ჩემი მომავალი განვითარებისთვის, ონლაინ სწავლებაში სრულყოფილად ჩართვაში და სასკოლო აქტივობების განხორციელებაში.“ - გვიყვება ლიზი.

ჩართულია
თემური (16)

თემურის საყვარელი საგნები სკოლაში სპორტი, ქართული და ისტორიაა. თავისუფალ დროს კი ვარჯიში და კითხვა უყვარს. აპირებს, სპორცმენი გამოვიდეს! ფიქრობს, კომპიუტერი საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩართავში დაეხმარება.

ჩართულია
საბა (15), მათე (14), როინი (17)

საბას ეკონომისტობა გადაუწყვიტავს! სკოლაში მისი საყვარელი საგნები ქართული და სპორტია. როინს კი ინჟინრობა სურს! როგორც გვიყვება, თავისუფალ დროს კითხვა და საოჯახო საქმეების კეთება უყვარს. რაც შეეხება მათეს, უყვარს თავისუფალ დროს ვარჯიში. სკოლაში კი მისი საყვარელი საგნები მათემატიკა და ფიზიკაა. ძმები ფიქრობენ, რომ კომპიუტერი სასწავლო პროცესში აქტიურად ჩასართავად დაეხმარებათ.

ჩართულია
სალომე (17)

სალომეს მათემატიკა ძალიან უყვარს. სწორედ ამიტომ სურს მათემატიკის მასწავლებელი გამოვიდეს. უნივერსიტეტიც უკვე შეარჩია - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სურს სწავლის გაგრძელება. თავისუფალ დროს კითხვა უყვარს. ფიქრობს, რომ კომპიუტერი დაეხმარება ცოდნის გაღრმავებაში და საკუთარი თავის განვითარებაში.

ჩართულია
მარიამი (17)

მარიამს სკოლაში ყველა საგანი მოსწონს, თუმცა ინგლისური განსაკუთრებით უყვარს და აინტერესებს. ჯერ არ გადაუწყვიტავს, რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ. თუმცა ფიქრობს, რომ კომპიუტერი და ინტერენტი დაეხმარება საინტერესო ინფორმაციის მოძიებაში და საკუთარი თავის განვითარებაში.

ჩართულია
საბა (17)

საბას საყვარელი საგნები სკოლაში ხელოვნება და ისტორია. სამომავლო პროფესიად დიზაინერობა გადაუწყვიტავს! როგორც გვიყვება, უყვარს ესკიზების შექმნა და ფიქრობს, რომ კომიუტერი ძალიან დაეხმარება უკეთესი ესკიზების შექმნაში.