მოსწავლეები

ჩართულია
ნიკა (18)

ნიკას პროგრამისტობა გადაუწყვიტავს! ფიქრობს, რომ სამომავლოდ პროფესიული და კარიერული წისვლისთვის კომპიუტერი ძალიან დაეხმარება. სკოლაში გამორჩეულად საყვარელი საგანი ქართულია. თავისუფალ დროს კი ქართული ლიტერატურის კითხვა იტაცებს.

ჩართულია
მარიამი (17)

მარიამს სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე სურს ჩაბარება, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში! გვიყვება, რომ ლეპტოპის მიღებამდე მხოლოდ სამოქალაქო კლუბში აქტიური მუშაობის შედეგან მოპოვებული სტიპენდიით ნაყიდი ტელეფონით ჰქონდა განათლებაზე წვდომა. ონლაინ გაკვეთილებზე დასწრება და თიმსის პროგრამაში მუშაობა უჭირდა. მარიამი ბებიასთან და ბაბუასთან ცხოვრობს და ყველაზე მეტად ხატვა იტაცებს.

ჩართულია
ნატა (16)

ნატას ძალიან უყვარს ფსიქოლოგიური და ფილოსოფიური წიგნების კითხვა, ასევე ამავე საკითხებთან დაკავშირებული ლექციების მოსმენა. პროფესიაც აქედან გამომდინარე აირჩია - სურს ფსიქოლოგი გახდეს! სკოლის საგნებიდან ქართული და ინგლისური უყვარს. გვარწმუნებს, რომ ლეპტოპს სასარგებლოდ გამოიყენებს. ჩვენც რაღა დაგვრჩენია, გარდა იმისა, რომ წარმატებები ვუსურვოთ!

ჩართულია
ლუკა (16)

ლუკას IT სპეციალისტობა გადაუწყვიტავს! აპირებს სწავლა პროფესიულ კოლეჯში განაგრძოს. სკოლის საგნებიდან ქართული და ისტორია მოსწონს, ფიზიკას კი “ვერაფერი გაუგო”. გვიყვება, რომ პანდემიის დროს გაკვეთილებს ვერ ესწრებოდა, თუმცა ახლა უპრობლემოდ შეძლებს.

ჩართულია
თემო (14) და ლიკა (16)

“ძალიან მიყვარს კომპიუტერთან მუშაობა, ხან ბიძის, ხან ძმაკაცის კომპიუტერით ვსარგებლობ. ბევრი რამ ჩემით ვისწავლე და მიხარია, როცა დახმარებისთვის მე მომმართავენ ხოლმე მეგობრები და ზოგიერთი მასწავლებელიც კი. დისტანციური სწავლის პროცესის დროს ლეპტოპი რომ მქონოდა უფრო კარგი იქნებოდა. თან უკვე დიდი ვარ და ყოველთვის სხვის სახლში სიარულიც არ მსიამოვნებს, მითუმეტეს მათაც სჭირდებათ” - გვიყვება თემო. მისი უფროსი და ლიკა კი ამბობს, რომ კორონავირუსმა კომპიუტერის აუცილებლობაში ყველა დაარწმუნა. გაკვეთილებს სრულყოფილად ვერ ესწრებოდნენ. მომავალ პროფესიაზე ჯერ არ ჩამოყალიბებულან, თუმცა ლიკას ძალიან უყვარს ხატვა, თემოს კი ფეხბურთის თამაში.

ჩართულია
გვანცა (17)

გვანცას გადაწყვეტილი აქვს მზარეული გახდეს! გვიყვება, რომ ახალ კომპიუტერი ონლაინ გაკვეთილებში ჩართვისთვისა და კომუნიკაციისთვის გამოადგება.

ჩართულია
ანანო (16)

ანანო მომავალი მოსამართლეა! სკოლაში არ არსებობს საგანი, რომელიც არ უყვარს. გვიყვება, რომ კომპიუტერის მიღებამ მოტივაცია აუმაღლა, რაც “უკეთესი აკადემიური მოსწრების საფუძველი გახდება”. ძალიან უყვარს ცეკვა, მუსიკალურ საკრავებზე დაკვრა და სიმღერა. თავისუფალ დროს წიგნების კითხვასა და ფილმების ყურებას უთმობს. ლეპტოპით ამ ყველაფერს უფრო ადვილად შეძლებს.

ჩართულია
სალომე (14)

“კომპიუტერის მიღების შემთხვევაში მექნება კომუნიკაცია, ჩავერთვები ონლაინ გაკვეთილებს, საჭიროების შემთხვევაში მოვიძიებ ინფორმაციას დავალების შესასრულებლად”. - გვიყვებოდა სალომე ლეპტოპის გადაცემამდე. ახლა უკვე ინტერნეტის სასურველი დანიშნულებით გამოყენების საშუალება აქვს. სკოლის საგნებიდან ქართული და ისტორია უყვარს. პროფესია ჯერ არ აურჩევია, თუმცა კულინარია იტაცებს.

ჩართულია
ნინო (16)

ნინოს ფსიქოლოგობა სურს! სკოლაში ყველაზე მეტად ინგლისური და ისტორია უყვარს, თან ძალიან აინტერესებს კიდეც. “ლეპტოპის მიღების შემთხვევაში უკეთესად შევძლებ დავალებების შერულებას, ხარისხიანად ჩავერთვები დისტანციურ სწავლებაშიც” - გვიყვება ნინო.

ჩართულია
ანა (16)

ანას უნდა მზარეული გახდეს! სკოლის საგნებიდან კი მათემატიკა უყვარს. ახალი ლეპტოპი და ინტერნეტი განვითარებაში დაეხმარება.

ჩართულია
რეზიკო (18)

რეზიკოს მომავალი პროფესია ჯერ არ აურჩევია. სკოლაში მისი საყვარელი საგანი ქართული ენა და ლიტერატურაა. კომპიუტერს გაკვეთილებზე დასასწრებად და საჭირო ინფორმაციის მოსაძიებლად გამოიყენებს.

ჩართულია
ეთო (16)

ეთოს იურისტობა სურს! სკოლის საგნებიდან ყველაზე მეტად ბიოლოგია და ისტორია აინტერესებს, ფიზიკა კი არ უყვარს. თავისუფალ დროს მოსწონს ბიოლოგიასთან დაკავშირებული ჩანახატების კეთება, ასევე კულინარია იტაცებს. კომპიუტერს თავისი საყვარელი საგნის, ბიოლოგიის, შესახებ მასალების მოსაძიებლად გამოიყენებს. ეთოს თქმით, ინტერნეტით სამართლის კანონებსაც გაეცნობა.