შორენას სურს პროგრამისტი გახდეს! აბიტურიენტია და სასწავლო პროცესსა თუ მომავალი პროფესიის დაუფლებაში ლეპტოპის გარეშე სირთულეებს აწყდება. თავისუფალ დროს ყველაზე მეტად ჭადრაკის თამაში მოსწონს, მისი თქმით, იმიტომ, რომ ძალიან სააზროვნოა.
ვერონიკას ჟურნალისტის პროფესია ხიბლავს! “ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაციაა კომპიუტერი, დარწმუნებული ვარ რომ წარმატების მიღწევაში აუცილებლად დამეხმარება.” - გვიყვება ვერონიკა. თავისუფალ დროს წიგნებს კითხულობს. სასკოლო საგნებიდან კი გეოფრაფიას და უცხო ენებს გამოარჩევს, ტექნიკურ საგნებს უბრალოდ ალღო ვერ აუღო და არ გამოსდის.
“წელს გავდივარ ერთიან ეროვნუოლ გამოცდებზე და ძალიან მინდა წარმატებას მივაღწიო. კომპიუტერი ინფორმაციის მოძიებაში და დასწავლაში ძალიან დამეხმარება.” - გვიყვება ანა. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში იურიდიულზე სურს ჩაბარება!
“ვფიქრობ, კომპიუტერი დამეხმარება კარგად სწავლაში, თემების დაწერაში, ახალი ინფორმაციის მოძიებაში და ჩემი ცოდნის გაღრმავებაში” - გვიყვება მარიამი. სკოლაში უფრო მეტად ჰუმანიტარული საგნები უყვარს. უნდა, რომ უნივერსიტეტში ფილოლოგიურზე ჩააბაროს, ამასთან ერთად, ფოტოგრაფობაც სურს! მის საყვარელ საქმიანობებში ცხოველების მოვლასაც დიდი ადგილი უკავია.
დათო გვიყვება, რომ ელექტრომოწყობილობების აწყობა იტაცებს თავისუფალ დროს! სკოლაში საყვარელ საგნებად მათემატიკა, ქართული და ისტორია დაასახელა. უნივერსიტეტში ჩაბარება უნდა, თუმცა პროფესია ჯერ არ აურჩევია. ლეპტოპს ძირითადად ონლაინ გაკვეთილებზე დასასწრებად გამოიყენებს.
ლიკას სურს დაწყებითი კლასების მასწავლებელი გახდეს! აბიტურიენტია და უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ემზადება. გვიყვება, რომ ლეპტოპი სასკოლო დავალებების უკეთ მოსამზადებლად, ინფორმაციის მოსაძიებლად და სხვადასხვა ტრენინგში ჩასართავად სჭირდება. .
“მე მჭირდება ლეპტოპი, რათა მოვახერხო დისტანციური სწავლის დროს გაკვეთილებზე ჩართვა” - გვიყვება მათე. სკოლაში ყველაზე დიდი ინტერესით ისტორიას სწავლობს, რადგან მისი თქმით ყველაზე შემეცნებითია. მათეს უნივერსიტეტში ჩაბარება უნდა, თუმცა პროფესია ჯერ კიდევ არ აურჩევია. თავს ყველაზე კარგად მეგობრებთან ერთად გრძნობს.
გიორგის იაპონური კულტურის გაცნობა და ანიმეების ყურება ძალიან აინტერესებს და უყვარს. მართალია ჯერ სამომავლო პროფესია არ აურჩევია, თუმცა ფიქრობს, რომ კომპიუტერი დაეხმარება მეტი ცოდინის მიღებაში და განვითარებაში.
ქართული, ისტორია და გეოგრაფია ნინის საყვარელი საგნებია სკოლაში. როგორც ამბობს, კითხვა ძალიან უყვარს, რადგან ეს მისთვის კარგი განტვირთვის საშუალებაა. სამომავლო პროფესიაც უკვე გადაწყვიტა - იურისტობა სურს. აპირებს, კომპიუტერი საჭირო ინფორმაცის მოსაძიებლად და სწავლის პროცესში აქტიურად ჩასართავად გამოიყენოს.
მაიასთვის სკოლაში არ არსებობს ისეთი საგანი, რომელიც არ უყვარს, თუმცა გამორჩეულად ქართული, ქიმია, ინგლისური და ბიოლოგია აინტერესებს. სამომავლო პროფესიად ექიმობა გადაუწყვიტავს, მაგრამ უნივერისტეტი ჯერ არ შეურჩევია. თავისუფალ დროს კი წიგნების კითხვა უყვარს, რადგან მისი თქმით, ეს პროცესი მისთვის ძალიან სასიამოვნოა. ფიქრობს, რომ ლეპტოპი აუცილებლად დაეხმარება სხვადასხვა მისთვის საინტერსო ინფორმაციის მოძიებაში.
„კალათბურთის თამაში ძალიან მიყვარს, ყველაზე მაგარი რამეა ჩემს ცხოვრებაში, ამ დროს ყველაზე კარგად ვგრძნობ თავს.“ - გვიყვება გიორგი. სამომავლოდ აპირებს ექიმი გამოვიდეს. შესაბამისად სკოლაში მისი საყვარელი საგნები ბიოლოგია, ქიმია და ისტორიაა. აპირებს, კომპიუტერი აქტიურად გამოიყენოს პროექტების გაკეთებაში და სასწავლო პროცესშიც აქტიურად ჩაერთოს მისი დახმარებით.
ნინოს საყვარელი საგნები სკოლაში ქიმია, გეოგრაფია, ბიოლოგია და ქართულია, რადგან ძალიან ემარტივება მათი გაგება და სწავლა. აპირებს, ფარმაცევტი გახდეს და ამ მიმართულებით გააგრძელოს სწავლა პროფესიულ კოლეჯში. თავისუფალ დროს კითხვით არის გატაცებული. რაც შეეხება კომპიუტერს და ინტერნეტს, მისი თქმით, ბევრი პრობლემა ექმნება მათი არ ქონის გამო. ვინაიდან, ხშირად ჭირდება მას და მის ძმას როგორც სასკოლო დავალებების შესარულებლად, ასევე ონლაინ გაკვეთილებზე დასასწრებად.