ქეთევანის საყვარელი საგანი სკოლაში ინგლისურია. რუსული კი არ უყვარს. თავისუფალ დროს კითხვა იტაცებს. ნინოს კი ჭადრაკის თამაში უყვარს. დებს ჯერ არ გადაუწყვითავთ, რა პროფესიებს აირჩევენ სამომავლოდ, თუმცა უნივერსიტეტში ჩაბარება ორივეს უნდა. ფიქრობენ, რომ კომპიუტერი დაინტერნეტი სწავლის პროცესში აქტიურად ჩასართავად და ინფორმაციის მოსაძიებლა გამოადგებათ.
ნინოსთვის არ არსებობს ისეთი სასკოლო საგანი რომელიც არ უყვარს. მართალია ჯერ არ იცის რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ, თუმცა უნივერსიტეტში ჩაბარება ძალიან უნდა. თავისუფალ დროს კითხვა იტაცებს. რაც შეეხება კომპიუტერს და ინტერნეტს, ფიქრობს, რომ სასწავლო პროცესში აქტიურად ჩასართავად გამოიყენოს.
ეთერის სამომავლო პროფესია ჯერ არ აურჩევია, თუმცა სურს საქართველოს უნივერსიტეტში ჩააბაროს. „ინგლისური და ქართული მიყვარს ძალიან. არ მიყვარს ფიზიკა და მათემატიკა, რადგან კომპიუტერის არქონის გამო ვერ ვახერეხებ რეგულარულად ამ საგნებზე დასწრებას, რაც იწვევს ჩემს ჩამორჩენას“ - გვიყვება ის. ფიქრობს, რომ კომპიუტერი და ინტერნეტი დაეხმარება მეტად აქტიურად ჩაერთოს სწავლის პროცესში და ასევე პროექტებში.
გიორგის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადაუწყვიტავს სწავლის გაგარძელება, თუმცა პროფესია ჯერ არ აურჩევია. თავისუფალ დროს ხის მასალისგან სხვადასხვა ნივთების დამზადება უყვარს. როგორც თავად ამბობს, კომპიუტერი და ინტერნეტი სწავლის დონის გაუმჯობესებაში ძალიან დაეხმარება.
გიორგის არქიტექტორობა გადაუწყვიტავს! მისთვის საყვარელი სასკოლო საგნები ქართული და გეოგრაფიაა. თავისუფალ დროს ნადირობა მოსწონს. გვიყვება, რომ კომპიუტერს პირველ რიგში ონლაინგაკვეთილებზე დასასწრებად გამოიყენებს.
მარიამს სკოლაში განსაკუთრებით სამოქალაქო განათლება უყვარს. სამომავლოდ აპირებს მსახიობი გამოვიდეს! ბაჩუკის კი კერძების მომზადება იტაცებს და სურს მზარეული გამოვიდეს. ფიქრობენ, რომ კომპიუტერი მათვის საჭირო ინფორმაციის მოძიებაში და საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩართვაში აუცილებლად დაეხმარებათ.
ანა მომავალი ფილოლოგია! გასაკვირიც არ არის რომ სკოლაში ყველაზე მეტად ქართულის სწავლა მოსწონს. სიამოვნებით სწავლობს ინგლისურს, რუსულს, ბიოლოგიასა და ქიმიასაც, თუმცა მათემატიკას და ფიზიკას ალღო ვერ აუღო და ფორმულები მისთვის რთული დასამახსოვრებელია. ახალ ლეპტოპს ონლაინ-გაკვეთილებისთვის გამოიყენებს.
ნიკა ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით აპირებს სწავლას. უმაღლესი სასწავლებელიც შერჩეული აქვს - აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სკოლის საგნებიდან ყველაზე დიდი ინტერესით მათემატიკას სწავლობს. თავისუფალ დროს წიგნების კითხვა უყვარს. გვიყვება, რომ ლეპტოპი ინფორმაციის მოძიებაში დაეხმარება, განსაკუთრებით ბიზნესისა და ეკონომიკის საკითხებზე.
საბა სპორტითაა დაკავებული. ჯერ კიდევ სასურველი პროფესიის ძიებაშია. სკოლის საგნებიდან ყველაზე მეტად სამოქალაქო განათლება მოსწონს. როდესაც საბას ვკითხეთ რატომ უნდოდა ლეპტოპის მიღება გვიპასუხა: “რადგან მსურს გამოვიყენო სწავლის პროცესში, დავალებების შესასრულებლად. ხშირად გვაძლევენ ინტერნეტში მოსაძიებელ დავალებებს, პრეზენტაციების გაკეთებას, რომელსაც შესაბამისად ესაჭიროება სხვადასხვა პროგრამებში მუშაობა, რის გაკეთებასაც ტელეფონით ვერ ვახერხებ.
გიორგის პოლიციელობა სურს! თავისუფალ დროს ყველაზე მეტად ფეხბურთის თამაშით ერთობა სკოლის საგნებიდან კი ქართული იტაცებს, როგორც გვიყვება ამ გაკვეთილებზე საინტერესო ნაწარმოებებს შეისწავლის. “მსურს მივიღო კომპიუტერი, რათა ჩავერთო ონლაინ გაკვეთილებს და მივიღო ახალი ინფორმაცია, ასევე შვასრულო მასწავლებლის მიერ მოცეული დავალებები.” - ამბობს გიორგი.
გიორგის გატაცება სამზარეულოში სხვადასხვა კერძის მომზადებაა! სამომავლო პროფესია და უნივერსიტეტი ჯერ კიდევ არ აურჩევია. ინტერნეტსა და კომპიუტერს როგორც გართობისთვის, ისე განათლებისთვის გამოიყენებს.
ლიზიკოს საყვარელი საგანი სკოლაში მეწარმეობაა. როგორც გვიყვება, ყველაზე მეტად კერძების მომზადება და სწავლის პროცესი იტაცებს. უნდა რომ მომავალში კულინარი გახდეს! გვიამბობს, რომ კომპიუტერი სხვადასხვა პროექტების გასაკეთებლად სჭირდება.