“ვფიქრობ სწავლაში ძალიან მიშლის ხელს და მაბრკოლებს ინტერნეტის და კომპიუტერის გარეშე ყოფნა. ვერ ვესწრები ონლაინ გაკვეთილებს. ვარ აბიტურიენტი, პანდემიის გამო ხშირად რეპეტიტორებიც ონლაინ ჩართვას ითხოვენ, რასაც ვერ ვახერხებ. ნამდვილად მინდა და მესაჭიროება ლეპტოპი რათა გავიღრმავო ცოდნა, კიდე უფრო მეტი ვიმუშაო და გავხდე სტუდენტი” - გვიყვება საბა. სკოლის საგნებიდან ისტორია იზიდავს, თუმცა უნივერსიტეტი და პროფესია ჯერ არ აურჩევია. თავისუფალ დროს ფეხბურთის თამაში უყვარს.
მონიკას ბიზნესის ადმინისტრირებაზე სურს სწავლა, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში. მისი ჰობი კი წერაა. სკოლაშიც ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილები ამიტომ უყვარს. ბევრ წიგნსაც კითხულობს, რადგან ეს თვითგანვითარებაში ეხმარება. მონიკას თქმით, ლეპტოპსა და ინტერნეტს შემეცნებითიი ინფორმაციის მოპოვებაში, ახალი უნარების ათვისებაში დაეხმარება. ამ ყველაფერს კი იმედი აქვს სამომავლოდ გამოიყენებს.
ლიას უნდა ფსიქოლოგი გახდეს და ადამიანებს დაეხმაროს! უმაღლესი სასწავლებელიც არჩეული აქვს - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. სკოლის საგნებიდან ისტორია და ინგლისური მოსწონს, რადგან საინტერესოდ მიაჩნია და თან ეადვილება. თავისუფალ დროს წიგნების კითხვას, დიასახლისობას, მეგობრებთან გართობას და სამკაულების კეთებას უთმობს. “ლეპტოპს გამოვიყენებ სხვადასხვა აქტივობებისათვის, აქტიურად ჩავერთვები დისტანციურ სწავლებაში, მოვიძიებ სხვადსხვა საჭირო ინფორმაციებს, მოვემზადები ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, ჩავერთვები სხვასხვა პროექტებში.” - გვიყვება ლია.
“ლეპტოპი, ვფიქრობ, ყველა ბავშვს ძალიან სჭირდება, რადგან უამრავი რესურსის გამოყენებაა მისი საშუალებით შესაძლებელი. ძალიან დიდი მოტივაცია იქნება ჩემთვის ლეპტობი, რათა ახალი ინფორმაციები უწყვეტად მივიღო” - გვიყვება გიორგი. ქართული და ისტორია მისთვის ყველა საინტერესო საგნებია, მათემატიკა კი არ უყვარს, ჰუმანიტარული საგნები ურჩევნია. ისტორიკოსობა აქვს გადაწყვეტილი, თუმცა რომელ უნივერსიტეტში ჩააბარებს ჯერ არ იცის. გიორგის გატაცება ხატვაა.
ნინი უკვე არქეოლოგიაზე სწავლობს! გვიყვება, რომ სკოლის პერიოდში მიღებული ლეპტოპი სხვადასხვა დავალების შესრულებაში ეხმარება. თავისუფალ დროს კითხვასა და ცურვას უთმობს.
გიორგის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნდა ჩაბარება, თუმცა პროფესია ჯერ არ აურჩევია. ვარჯიში ძალიან უყვარს. გვიყვება, რომ სკოლის საგნებიდან ყველა მოსწონს. ინტერნეტსა და კომპიუტერს ონლაინ გაკვეთილებში ჩასართავად და საჭირო ინფორმაციის მოსაძიებლად გამოიყენებს.
„დიდი სურვილი მაქვს, რომ ინტერნეტის და კომპიუტერის დახმარებით მივიღო განათლება, დავეხმარო ჩემს და-ძმებს საშინაო დავალებების შესრულებაში, აქტიურად ჩავერთო სხვადასხვა პროექტებში. ასევე აუცილებლად გამოვიყენებ კომპიუტერს მომავალი პროფესიის არჩევაში.“ - გვიყვება მარიამი. სკოლაში მისი განსაკუთრებით საყვარელი საგანი ქართული ენა და ლიტერატურაა. რაც შეეხება თავისუფალ დროს - გატაცებულია მზარეულობით.
სალომეს სწავლის გაგრძელება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სურს, მენეჯმენტის მიმართულებით. როგორც გვიყვება, ძალიან უყვარს წერა და სხვადასხვა აქტუალური თემების განხილვა. აპირებს, კომპიუტერი მაქსიმალურად გამოიყენოს სწავლაში. რაც დაეხმარება სამომავლოდ წარმატებების მიღწევაში.
ბადრის საყვარელი საგნები სკოლაში გეოგრაფია და მათემატიკაა. თავისუფალ დროს, როგორც გვიყვება, ხელოსნობა უყვარს. აპირებს, კომპიუტერი სწავლის პროცესში აქტიურად გამოიყენოს.
თიას ჯერ ვერ გადაუწყვიტავს, რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ. თავისუფალ დროს ძალიან უყვარს მზარეულობა, რადგან როგორც ამბობს, ეს პროცესი სიამოვნებას ანიჭებს. ფიქრობს, რომ კომპიუტერს სწავლაში აქტიურად გამოიყენებს.
მერის სურს უნივერისტეტში სწავლა ფინანსების მიმართულებით გააგრძელოს, რადგან ძალიან მოსწონს ეს სფერო. თუმცა უნივერსიტეტი ჯერ ვერ შეარჩია. როგორც გვიყვება, სკოლაში ყველა საგანი უყვარს, მაგრამ გამორჩეულად მაინც ინგლისური და მათემატიკა იტაცებს. თავისუფალ დროს კი ხატვა უყვარს. აპირებს, კომპიუტერი პირველ რიგში სწვლის პროცესში გამოიყენოს აქტიურად.
მარიამს ჯერ არ გადაუწყვიტავს, რა პროფესიის გამოვა მომავალში, თუმცა მისი საყვარელი საგნები სკოლაში ისტორია, ბიოლოგია და სამოქალაქო განათლებაა. რაც შეეხება თავისუფალ დროს, ძალიან უყვარს წიგნების კითხვა და ფილმების ყურება.