სალომეს სამომავლო პროფესია ჯერ არ მოუფიქრებია, თუმცა სკოლაში ყველაზე მეტად ქართულის გაკვეთილები უყვარს. თავისუფალ დროს წერას უთმობს. ახალ კომპიუტერსა და ინტერნეტს განათლებისთვის გამოიყენებს.
ლიკას საყვარელი საგნები სკოლაში ქართული და ინგლისურია. სამომავლო პროფესია უკვე გადაუწყვიტავს - ქართული ენის მასწავლებელი სურს გამოვიდეს. თუმცა უნივერისტეტი ჯერ არ შეურჩევია. თავისუფალ დროს, როგორც გვიყვება, მზარეულობა უყვარს. აპირებს კომპიუტერი საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩასართავდ და პრეზენტციების მოსამზადებლად გამოიყენოს.
ირაკლის ფეხბურთელობა უნდა! თავისუფალ დროსაც ყველაზე მეტად ფეხბურთის თამაში მოსწონს. სკოლის საგნებიდან კი მხოლოდ მათემატიკა უყვარს. გვიყვება, რომ კომპიუტერს ფეხბურთის მატჩების, ვარჯიშების საყურებლად და მეგობრებთან კომუნიკაციისთვის გამოიყენებს.
ნიკა ისტორიის სიყვარულითაა შეპყრობილი. უნდა ისტორიკოსი გახდეს და თავისი ცხოვრება საქართველოს ისტორიის შესწავლას დაუკავშიროს. ამ ეტაპზე, ყველაზე მეტად რომის ცივილიზაციასთან დაკავშირებული საკითხები აინტერესებს. თავისუფალ დროს სახლის საქმეების გარდ, წიგნებსაც კითხულობს, მეტწილად ისტორიულ თემებზე. კომპიუტერსა და ინტერნეტსაც ამ მიმართულებით ფაქტებისა და ინფორმაციის მოძიებაში გამოიყენებს.
“ჩემთვის ლეპტოპის მიღება იქნება დიდი დახმარება განათლების მისაღებად, მე შევძლებ ვიმუშაო ინტერნეტით, მოვიძიო ინფორმაცია, ჩავერთო საგანმანათლებლო პროექტებში, ჯგუფებში, დავესწრო თიმსის გაკვეთილებს სრულყოფილად სახლიდან.” - გვიყვება ნონა. აპირებს უნივერსიტეტში ჩააბაროს - უცხო ენის სპეციალისტი და მასწავლებელი გახდეს. წიგნების კითხვა უყვარს თუმცა საკმარის ლიტერატურასთან არ მიუწვდება ხელი. კომპიუტერს ამისთვისაც გამოიყენებს. მალხაზს კი ხელოვნება, ხატვა იტაცებს. უნდა რომ სამხატვრო აკადემიაში ჩააბაროს. მას სპეციალური საჭიროებები აქვს, თუმცა ეს კომპიუტერის სასარგებლოდ გამოყენებაში ხელს არ უშლის. ელექტრონულად ხატვის ტექნიკასაც დახვეწს და ონლაინ გაკვეთილებსაც დაესწრება.
სალომეს სურს პროგრამისტი გახდეს! წელს აბიტურიენტია და როგორც მომავალ სტუდენტსა და მითუმეტეს პროგრამისტს, ახალი კომპიუტერი ძალიან გამოადგება. გასაკვირი არაა, რომ სკოლის საგნებიდან მათემატიკა ყველაზე მეტად მოსწონს. სწავლის გაგრძელება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გადაწყვიტა. როდესაც სალომეს საყვარელ საქმიანობაზე ვკითხეთ, გვიპასუხა, რომ მისთვის ეს სწავლა, ახლის შეცნობა და საინტერესო ინფორმაციით ცოდნის გაღრმავებაა.
ნინიმ გადაწყვიტა სტილისტი გახდეს! თავისუფალ დროს ხატვა უყვარს და საოჯახო საქმეების კეთებაც არ ეზარება. სკოლის საგნებიდან ქართული, რუსული და ბიოლოგია მოსწონს. მათემატიკა, ფიზიკა და ისტორია კი ერთულება, გული ვერ დაუდო. ინტერნეტს მისთვის საინტერესო ინფორმაციის მოსაძიებლად გამოიყენებს.
გიორგის მართალია ჯერ არ გადაუწყვიტავს, სად ან რაზე გააგრძელებს სწავლას სამომავლოდ. თუმცა სკოლაში ქართული ენა და ლიტერატურა ძალიან უყვარს. თავისუფალ დროს კი ფეხბურთის თამაშს უთმობს. მისი თქმით, კომპიუტერი დისტანციური სწავლების პროცესში ძალიან დაეხმარება.
ლიკას საყვარელი საგანი სკოლაში მათემატიკაა. თავისუფალ დროს კი კითხვა უყვარს. რაც შეეხება სამომავლო პროფესიას, ჯერ არ გადაუწყვიტავს. თუმცა ფიქრობს, რომ კომპიუტერი და ინტერნეტი სწავლის პროცესში ძალიან დაეხმარება.
ლენას ვეტერიბარობა სურს, რადგან ძალიან უყვარს ცხოველები და პროცესი, როცა მათ უვლის და ეხმარება. ნონას კი მზარეულობა გადაუწყვიტავს! რაც შეეხება მის საყვარელ საგანს, ძალიან უყვარს ქიმია. ფიქრობენ, რომ კომპიუტერი სწავლაში დაეხმარებათ.
„მინდა ვისწავლო და სამომავლოდ მივიღო შესაბამისი განათლება, რადგან ვიყო შემდგარი ადამიანი საზოგადოებაში.“ - გვიყვება ალექსანდა. სამომავლოდ აპირებს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელოს სწავლა ინგლისური ენის მიმართულებით. ფიქრობს, რომ კომპიუტერი სწავლაში ძალიან დაეხმარება.
თორნიკეს ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით გადაუწყვიტავს სწავლა. თავისუფალ დროს ხატვით არის გატაცებული. რაც შეეხება სკოლის საგნებს, განსაკუთრებით ისტორია და ბიოლოგია უყვარს. აპირებს, კომპიუტერი სწავლში აქტიურად დაიხმაროს.