მოსწავლეები

ჩართულია
აკაკი (14)

როგორც აკაკი გვიყვება, ძალიან უყვარს სწავლა. მისი გამორჩეულად საყვარელი საგნები ქართული, ქიმია, ბიოლოგია და ისტ-ია. ძალიან უნდა კომპიუტერული ტექნოლოგიები კარგად შეისწავლოს და პროგრამისტი გახდეს. ამაში კი ფიქრობს, რომ კომპიუტერი ძალიან დაეხმარება.

ჩართულია
ნათია (15)

ნათიას მართალია ჯერ არ აქვს არჩეული სამომავლო პროფესია, თუმცა უნივერსიტეტში ჩაბარებას აუცილებლად აპირებს. სკოლაში მისთვის გამორჩეულად საყვარელი საგნები ქართული, მათემატიკა და გეოგრაფიაა. ფიქრობს, რომ კომპიუტერი მისთვის საინტერესო ინფორმაციის მოძიებაში და ონლაინ გაკვეთილებზე დასწრებაში დაეხმარება.

ჩართულია
ანა (17)

ანა მომავალი ექიმია! როგორც გვიყვება, სკოლაში მისი საყვარელი საგანი მათემატიკაა, რაც შეეხება თავისუფალ დროს, წიგნების კითხვა იტაცებს. ფიქრობს, რომ კომპიუტერი უკეთ სწავლაში და განვითარებაში ძალიან დაეხმრება.

ჩართულია
საბა (15)

საბას მეზღვაურობა გადაუწყვიტავს! ამიტომ, სწავლის გაგრძელებას სამომავლოდ სწორედ ამ მიმართულებთ აპირებს. სკოლაში მისი საყვარელი საგნები ქართული, გეოგრაფია და სამოქალაქო განათლებაა. რაც შეეხება თავისუფალ დროს, მზარეულობით არის გატაცებული. აპირებს, კომპიუტერი სწავლის პროცესში აქტიურად გამოიყენოს.

ჩართულია
მიშიკო (15)

მიშიკოს ჯერ არ გადაუწყვიტავს სად ან რაზე გააგრძელებს სწავლას მომავალში. მაგრამ სკოლაში მისი საყვარელი საგნები ბიოლოგია, სამოქალაქო განათლება და გეოგრაფიაა. ფიქრობს, რომ კომპიუტერი სწავლაში და განსაკუთრებით ონლაინ სწავლებაში დაეხმარება.

ჩართულია
ია (17) და მარიამი (16)

იას საყვარელი საგანი სკოლაში ქართულია. თავისუფალ დროს კი კითხვით არის გატაცებული. სამომავლოდ, ფიქრობს, რომ ვიზაჟისტი გამოვიდეს. მარიამს ჯერ არ აურჩევია პროფესია. რაც შეეხება მის თავისუფალ დროს, როგორც გვიყვება, ძალიან უყვარს ცეკვა. ფიქრობენ, რომ განათლების უკეთ მიღებაში ინტერნეტი და კომპიუტერი აუცილებლად დაეხმარებათ.

ჩართულია
მარიამი (16)

მარიამს მეზღვაურობა გადაუწყვიტავს. ფეხბურთის თამაშიც ძალიან უყვარს, ფიქრობს, რომ ერთ-ერთი საუკეთესო სპორტია. მაღალმთიან სოფელში ცხოვრობს, ინტერნეტი სოფელში შემოიყვანეს, თუმცა მარიამს ეკონომიკური პირობებიდან გამომდინარე წვდომა არ აქვს. “ვარ აქტიური მოსწავლე და ვერთვები სხვადასხვა აქტივობებში, როგორც სპორტულ, ისე ინტელექტუალურ ღონისძიებებში, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ პანდემიამ ონლაინ პლათფორმას მიგვაჯაჭვა, არ მაქვს შესაძლებლობა ჩავერთო ონლაინ საგაკვეთილო პროცესში. ვფიქრობ, ჩემი ინტერნეტითა და კომპიუტერით უზრუნველყოფა, ჩემს პროფესიულ წინსვლაზე იმოქმედებს და მომცემს შესაძლებლობას, ბევრად აქტიურადა ჩავერთო როგორც სკოლის, ისე კლასგარეშე ონლაინ აქტივობებში.”- გვიყვება მარიამი.

ჩართულია
ნიკოლოზი (16)

ნიკოლოზი სპორტითა და ჯანსაღი ცხოვრების წესითაა გატაცებული. როგორც გვიყვება, ყველაზე მეტად ფეხბურთის თამაში, ბიოგრაფიული და მოგზაურობის შესახებ დოკუმენტური ფილმების ყურება უყვარს. სკოლის საგნებიდან გეოგრაფია და ქიმია გამოარჩია - რუკებთან მუშაობა და ექსპერიმენტები საინტერესოდ მიაჩნია. უნივერსიტეტში ჩაბარება უნდა, თუმცა სად და რა მიმართულებით ჯერ არ იცის. კომპიუტერსა და ინტერნეტს მისთვის საინტერესო ფილმების საყურებლად და ონლაინ გაკვეთილებისთვის გამოიყენებს. მონაწილეობა მიიღო ეროვნულ ოლიმპიადაში და კიდევ სურს სხვა ოლიმპიადებში სცადოს ბედი, ტექნიკა ამისთვისაც სჭირდება.

ჩართულია
მარი (17)

მარიამი მე-12 კლასშია, ოცნების საქმეც ნაპოვნი აქვს - ვიზაჟისტობა! როგორც გვითხრა, უნდა თავისი საქმე ადამიანის გალამაზებას დაუკავშიროს. უნივერსიტეტში ჩაბარებას არ აპირებს, როდესაც ვკითხეთ კომპიუტერს რაში გამოიყენებდა, ასე გვიპასუხა - “ ინტერნეტში უამრავი ვიდეო რგოლია მაკიაჟის შესახებ. საკუთარი ლეპტოპი დამეხმარება სისტემატიურად ვნახო და გავეცნო სხვადასხვა მიღწევებს მაკიაჟის ხელოვნებაში და მეც დავეუფლო მას”. მარის მტკიცედ სჯერა, რომ ყველა ახალგაზრდას სჭირდება ლეპტოპი თვითგანათლების, განვითარებისთვის და ახალი შესაძლებლობებისთვის.

ჩართულია
ნიკა (15)

ნიკას უკვე მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი პროგრამისტობა! უნივერსიტეტი ჯერ არ აურჩევია, თავისითაც ცდილობს ცოდნის შეძენას. როცა ვკითხეთ თავისუფალ დროს როგორ ატარებს, გვიპასუხა, რომ კომპიუტერული მოწყობილობების შესახებ მოსწონს ინფორმაციების მოძიება და მეტის გაგება. სკოლაში უცხო ენების სწავლა მოსწონს. “ნოუთბუქი მჭირდება ცოდნის მისაღებად და პროფესიული განვითარებისთვის” - გვიწერს ნიკოლოზი.

ჩართულია
დიანა (15)

დიანა გვიყვება, რომ საშინელი წარსულის მოგონება აქვს. ცოტა ხნის წინ სახლი დაეწვა და მისმა ოჯახმა ყველაფერი დაკარგა. 6 ადამიანი მხოლოდ 1 სმარტფონით სარგებლობს. ამის მიუხედავად დიანა სკოლაში მაინც კარგად სწავლობს. ისტორია, საქართველოს წარსულის გაცნობა უყვარს, ასევე მხატვრული ლიტერატურის კითხვა. უნდა დაწყებითი კლასების მასწავლებელი გახდეს, ჯერ არ იცის რომელ უნივერსიტეტში ჩააბარებს. თავისუფალ დროს ყველაზე მეტად კერძების მომზადებით ერთობა. დიანა და მისი ძმა კომპიუტერს ახალი ინფორმაციის მოსაძიებლად და ონლაინ გაკვეთილებში ჩასართავად გამოიყენებენ.

ჩართულია
მარიამ (17)

მარიამს პრეზენტაციების გაკეთება და ინტერნეტიდან ახალი ინფორმაციის მიღება უყვარს. კომპიუტერსა და ინტერნეტსაც ამისთვის გამოიყენებს. უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება უნდა, თუმცა რა მიმართულებით, ამაში არ ჩამოყალიბებულა. სკოლის საგნებიდან ინგლისური და ქართული უყვარს.