ქრისტინე პროფესიულ კოლეჯში აბარებს, მისი გატაცება ბავშვობიდან ხელოვნებაა. საკუთარ თავს დიზაინერად, ფოტოგრაფად, ფოტომოდელად ანაც სტილისტად ხედავს. “თავისუფალ დროს მიყვარს მაკიაჟის კეთება, ახალი დიზაინების შექმნა, ამ სფეროში გათვითცნობიერება და მისი შესწავლა. აგრეთვე ფოტოების გადაღება და ეფექტებზე მუშაობა”. სკოლის საგნებიდან ისტორია არ მოსწონს, რადგან ძალიან ბევრი სახვადასხვა მასალაა დასამახსოვრებელი. ქრისტინას ინტერესებისა და სრულყოფილი განვითარებისთვის მხოლოდ მობილური საკმარისი არ არის.
გაგა მომავალი მზარეულია! თავისუფალ დროს ნაირნაირი კერძების მომზადება უყვარს. “კომპიუტერი დამეხმარება ინფორმაციის სწრაფად და ადვილად მოძიებაში” - გვიყვება გაგა.
გიგლას ონლაინ გაკვეთილების გაცდენა ხშირად უწევს, ბიძის ლეპტოპის გამოყენება ყოველთვის არ შეუძლია. გვიყვება, რომ სკოლის იმ დავალებებსაც ვერ ასრულებს, რომელსაც პრეზენტაციის მომზადება და პროექტისთვის ინფორმაციის მოძიება სჭირდება. სკოლის საგნებიდან ისტორია ყველაზე მეტად უყვარს, თავისუფალ დროსაც ისტორიულ წიგნებს კითხულობს. ახალ კომპიუტერს მისი 14 წლის დაც გამოიყენებს.
თამარს ფსიქოლოგობა სურს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიქრობს ჩაბარებას. უყვარს ქართული, ინგლისური და მათემატიკა, ფიზიკა კი ერთულება და არ მოსწონს. “ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში გვესაჭიროება კომპიტერი და ინტერნეტი რადგან გავეცნოთ სიახლეებს და ასევე მივიღოთ გარკვეული ცოდნა. კომპიუტერის მიღების შემთხვევაში სკოლის აქტივობებში უფრო ხშირად ვიქნები ჩართული ვიდრე აქამდე.”
გოციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტეზე ჩაბარება აქვს გადაწყვეტილი. თავისუფალ დროს წიგნის კითხვა უყვარს, ცოდნის შესაძენად საუკეთესო საშუალებად თვლის. “ლეპტოპი დამეხმარება ონლაინ გაკვეთილებიდან მივიღო მეტი ცოდნა და გავეცნო სიახლეებს”. - ამბობს გოცია.
ბარბარე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში აპირებს ჩაბარებას, ინგლისურის პედაგოგობა გადაუწყვიტავს. კომპიუტერი საგაკვეთილო პროცესსა და პროექტებში აქტიურად ჩართვის საშუალებას მისცემს…“მიყვარს კულინარია რადგან ჩემთვის განტვირთვაა და წიგნების კითხვა რადგან ვგებულობ ახალ ინფორმაციას.” - გვიყვება ბარებარე თავისუფალი დროის შესახებ.
ნათიას იურიდიულზე ჩაბარება გადაუწყვიტავს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. “მე ვცდილობ აქტიურად ჩავერთო სხვადასხვა პროექტსა თუ ღონისძიებებში რისთვისაც მესაჭიროება ინტერნეტი და ტექნიკა. კომპიუტერი დამეხმარება ჩემი სამომავლო გეგმების განხორციელებაში და ასევე იგი გამიადვილებს ინტერნეტში სხვადასხვა კლასგარეშე წიგნის კითხვას. ტელეფონით კი ეს ყველაფერი ძალიან მოუხერხებელია” - გვიყვება მარიამი.
ლიზის უნდა რომ სტომატოლოგი გახდეს! სკოლის საგნებიდან უყვარს ქიმია, ინგლისური და ქართული. მათემატიკა კი ერთულება და არ მოსწონს. “მსურს კომპიუტერი,რადგან საჭიროების შემთხვევაში შევძლებ მოვიძიო სასარგებლო ინფორმაცია ინტერნეტში და ჩავერთო ონლაინ გაკვეთილებს.”- გვიყვება ლიზი.
“რადგანაც არ მაქვს ინტერნეტი და არც რაიმე საკონტაქტო საშუალება, მიჭირს რაიმეს მოძიება და უფრო ფართო მაშტაბით განვითარება” . - გვიყვება მარიამი. ის მომავალი პოლიციელია. სკოლის საგნებიდან სამოქალაქო განათლება გამოარჩია, ყველასთვის საჭიროდ მიაჩნია. უყვარს ისტორია და ინგლისურიც. მარიამი თავის ემოციებზე საუბრითაა გატაცებული, განცდები ფურცელზე გადააქვს. თავისუფალ დროს აგრეთვე ცეკვავს.
სკოლის საგნებიდან ლიკას ინგლისური უყვარს, რადგან უცხო ენები იზიდავს. ასევე ისტორია, რადგან ძველი დროის ისტორიული ამბები და ბრძოლები აინტერესებს. თავისუფალ დროსაც ინგლისურს სწავლობს, მუსიკას უსმენს, ამბობს რომ ამას დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. “ძალიან მინდა რომ მივიღო ლეპტოპი რადგან მე მისი დახმარებით შევძლებ მივიღო დამატებითი განათლება, შევისწავლო უცხო ენები ონლაინ და ლეპტოპს ასევე გამოვიყენებ მაშინაც როცა სტუდენტი გავხდები.” - გვიყვება ლიკა. სამომავლო პროფესია ჯერ არ აურჩევია.
ქეთევანი მომავალი ექიმია! სკოლის საგნებიდანაც ყველაზე მეტად ბიოლოგია უყვარს. ასევე, საინტერესო ჰობიც აქვს - თავისუფალ დროს დიზაინით არის გატაცებული. როგორც გვიყვება, მრავალშვილიან ოჯახში ცხოვრობს და ის და მისი და-ძმები ლეპტოპსა და ინტერნეტს განათლებისთვის გამოიყენებენ!
მარიკას მასწავლებლობა გადაუწყვიტავს! აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში აპირებს სწავლის გაგრძელებას. სასკოლო საგნებიდან ქართული და ისტორია უყვარს, ტექნიკური საგნები კი არ მოსწონს, რადგან რთულად ეჩვენება. ინტერნეტს საჭირო ინფორმაციის მოსაძიებლად, ონლაინ გაკვეთილებზე დასასწრებად და ონლაინ წიგნების წასაკითხად გამოიყენებს. კითხვა მისი საყვარელი საქმეა, გვიყვება, რომ ბევრ სასარგებლო ინფორმაციას სწორედ აქედან იღებს.