მოსწავლეები

ჩართულია
გვანცა (15) და ნინო (16)

ნინო და გვანცა დები არიან, ხარაგაულის სოფელ წიფაში ცხოვრობენ. ნინოს სტილისტობა სურს, გვანცას კი ჯერ არ მოუფიქრებია რა პროფესია აირჩიოს სამომავლოდ. ახალი ლეპტოპი მათ ინფორმაციის სწრაფად მოძიებასა და უკეთ სწავლაში დაეხმარება!

ჩართულია
ლუკა (17)

“მიყვარს საინტერესო ინფორმაციის კითხვა სხვადასხვა საკითხზე იმიტომ, რომ ეს ავითარებს ჩემს გონებას” - გვიყვება ლუკა ხარაგაულიდან. ახლა უკვე საკუთარი ზღვა მასალის წყარო - ლეპტოპი - აქვს და წვდომაც უამრავ თემაზე ექნება!

ჩართულია
ნაზიბროლა (16)

“ლეპტოპის დახმარებით შევძელი ჩემი ძმისათვის იმ სიახლეების მოძიება, რომლითაც მძიმე დაავადებისგან გამოწვეულ ტკივილებს შევუმსუბუქებდი. ექიმებმა ხანგრძლივად გარეთ ყოფნა შეუზღუდეს, რაც მას საზოგადოებისაგან იზოლირებულს ხდის. მე მინდა რომ ჩემი ძმა სამყაროსა და საზოგადოების წევრი იყოს, რასაც სოციალურ ქსელებში ჩართვა მოუტანს.” - გვიყვება ნაზიბროლა. აქამდე სიახლეებს მეგობრებისა და კეთილი ადამიანების დახმარებით იგებდა, თუმცა ახლა საკუთარი კომპიუტერი და მეტი შესაძლებლობა აქვს.

ჩართულია
ანეტა (15)

“კომპიუტერი მსურს, რადგან მინდა უფრო მეტი ინფორმაცია გავიგო ბიოლოგიის შესახებ, ასევე გავაუმჯობესო ინგლისურის დონე, წავიკითხო უფრო მეტი წიგნი ელექტრონული ვერსიით და სამომავლოდ გამოვიყენო უნივერსიტეტისთვის.” - გვიყვება ანეტა. აპირებს სამედიცინო განხრით ისწავლოს და სტომატოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბაროს. უნივერსიტეტიც არჩეული აქვს - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ ოჯახის წევრებთან ახლოს იყოს. თავისუფალ დროს ფილმების ყურება, წიგნების კითხვა და საოჯახო საქმეების კეთება მოსწონს, მაგრამ ბოლო დროს სასკოლო დავალებებზე იმდენადაა კომცენტრირებული ჰობისთვის ცოტა დრო რჩება. მეცადინეობისას ახალი ლეპტოპი მუდამ მისი მეგზური იქნება.

ჩართულია
ანა (16) და ლინდა (15)

ანას სტომატოლოგობა, ლინდას კი ადვოკატობა სურს! გასაკვირიც არ იქნება, თუ გეტყვიტ, რომ ანას სკოლაში ბიოლოგიის გაკვეთილები უყვარს, ლინდას კი სამოქალაქო განათლება და ისტორია. ანა ამბობს, რომ ლეპტოპი მედიცინის შესახებ ინფორმაციის გაღრმავებაში და ოცნების ახდენაში დაეხმარება. ლინდაც არანაკლებ მოტივირებულია. თავისუფალ დროს ოჯახის წევრებთან ერთად ატარებენ, ხანაც საინტერესო წიგნებს კითხულობენ და ფილმებს უყურებენ.

ჩართულია
მარიამი (15)

“კომპიუტერი ყველას სჭირდება კარგად სწავლაში” - ფიქრობს მარიამი მაღალმთიანი აჭარიდან და მთელი “ჩართეს” გუნდი ვეთანხმებით. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სურს ჩაბარება იურიდიულ ფაკულტეტზე. გვიყვება, რომ სკოლაში ყველა საგანი ერთნაირად უყვარს, თავისუფალ დროს კი კითხვას უთმობს.

ჩართულია
ანანო (15)

ანანო პოეტია! ლექსებს და მოთხრობებს სიხარულით წერს, რადგან მისი თქმით, გრძნობებს ხატოვნად აქსოვს და კრიტიკას, სევდას, ბრაზსა თუ ხალისს ასე გამოხატავს. მომავალ პროფესიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება თვეში რამდენჯერმე ეცვლება, ამ ეტაპზე ფსიქოლოგობას ან ფილოლოგობას გეგმავს. გვიყვება, რომ უნივერსიტეტებზე არანაირ ინფორმაციას არ ფლობს და კომპიუტერს უპირველესად ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავებაში გამოიყენებს.

ჩართულია
ლუკა (16) და ზუკა (16)

ლუკა და ზუკა ტყუპები არიან სოფელ ზვარედან. ვარჯიში და ჯანსაღი ცხოვრების წესი ორივეს ძალიან უყვარს, განსაკუთრებით კი ზუკას, რომელიც ძიუდოისტია, თანაც საკმაოდ ამბიციური - მსოფლიო ჩემპიონობაზე ოცნებობს! კომპიუტერს სხვადასხვა ინფორმაციის გასაცნობად გამოიყენებენ, რაც მათივე სიტყებით “ხელს შეუწყობს” სწავლაში.

ჩართულია
თამარი (15) და თინათინი (17)

თამარს არქეოლოგობა სურს, თინათინი კი ბუღალტერიითაა დაინტერესებული! ორივე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აპირებენ ჩაბარებას. მათი ჰობებიც განსხვავებულია - ერთს ხელსაქმე და აქსესუარების გაკეთება მოსწონს, მეორეს კი კულინარია. თინათინი აბიტურიენტია და სწავლის პროცესში მისთვის კომპიუტერის საჭიროება კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო.

ჩართულია
გიორგი (16)

გიორგისთვის არ არსებობს სკოლის საგანი, რომელიც არ უყვარს! როდესაც მიზეზი ვკითხეთ, გვიპასუხა, რომ ფიქრობს ცხოვრებაში ყველანაირი ცოდნა გამოადგება. გადაცებულია სპორტით და კომპიუტერული თამაშებით. ლეპტოპს სხვადასხვა კარგი მიზნისთვის გამოვიყენებ:” მოვიძიებ ინფორმაციას ეროვნული გამოცდების სიახლეებზე, რაც, ვფიქრობ, დამეხმარება გამოცდების უკეთ ჩაბარებაში, ამავდროულად, მჯეა სამომავლოდ, უნივერსიტეტში ლეპტოპი დიდ დახმარებას გამიწევს.”

ჩართულია
გვანცა (15)

გვანცას ჰობი სიმღერების წერაა. გვიყვება, რომ ეს მის ცხოვრებას ყველაზე მეტად ახალისებს! სკოლაში სპორტისა და ფიზიკის გაკვეთილებია მისი ფავორიტი. გვანცასვე თქმით, კომპიუტერს გართობისთვისა და განათლებისთვის გამოიყენებს.

ჩართულია
გიორგი (14)

გიორგი ხარაგაულის სოფელ ზვარედანაა. როდესაც ვკითხეთ, თუ რისი კეთება მოსწონდა ყველაზე მეტად, ძალიან კონკრეტულად გვიპასუხა “შეჩის გაპობა”. ყოველთვის მზად არის ოჯახს დაეხმაროს! საკუთარი კომპიუტერი პირველ რიგში იმიტომ უნდოდა, რომ დამოუკიდებლად ესწავლა მისი გამოყენება სწავლისთვის.

2 3 4 5 6