ანი მომავალი დიზაინერია, კერვა და ქსოვა მისი საყვარელი საქმეა და მთელს გულსა და სულს დებს! ამის გარდა კულინარიაც იტაცებს, თავისი ნამუშევრებიც აქვს. გვიყვება, რომ კომპიუტერის არ ქონის გამო პანდემიის პირობებში ონლაინ-გაკვეთილებს ვერ ესწრება. “ მე, რომ კომპიუტერი მქონდეს, გავიმყარებდი ცოდნას თითოეულ საგანში, ამ მხრივ დიდი პრობლემა მაქვს. მინდა გავიღრმავო ცოდნა, არა მარტო საგნობრივი არამედ ზოგადი ინტერესებით”. ანი მიზანდასახულია და სჯერა, რომ ინტერნეტი მის ფანტაზიასა და თვალსაწიერს წარმოუდგენლად გააფართოვებს!
“ცხოვრებაში ბევრი მიზანი მაქვს და ამ მიზნების მისაღწევად ახალი ლეპტოპი დამეხმარება” - გვიყვება ლევანი. უნივერსიტეტში ჩაბარებას აპირებს, თუმცა სამომავლო პროფესია ჯერ არ აურჩევია. სკოლაში მისი საყვარელი საგნები ქართული, ისტორია და გეოგრაფიაა. თავისუფალ დროს საინტერესო წიგნების კითხვა უყვარს.
“ცხოვრებაში ბევრი მიზანი მაქვს და ამ მიზნების მისაღწევად ახალი ლეპტოპი დამეხმარება” - გვიყვება ლევანი. უნივერსიტეტში ჩაბარებას აპირებს, თუმცა სამომავლო პროფესია ჯერ არ აურჩევია. სკოლაში მისი საყვარელი საგნები ქართული, ისტორია და გეოგრაფიაა. თავისუფალ დროს საინტერესო წიგნების კითხვა უყვარს.
ჟენიას სკოლაში ყველა საგანი თანაბრად უყვარს, მაგრამ განსაკუთრებით ქართული, მათემატიკა და ხელოვნება იტაცებს. სამომავლო პროფესიად ფსიქოლოგობა გადაუწყვიტავს. რაც შეეხება კომპიუტერს, ფიქრობს, რომ სწავლაში ძალიან დაეხმარება.
თენგოს საყვარელი საგანი სკოლაში ქართულია. თავისუფალ დროს კი ხატვა იტაცებს. სამომავლოდ სურს ფეხბურთელი გამოვიდეს. რაც შეეხება კომპიუტერს, თვლის, რომ ძალიან დახმარება სწავლაში და განვითარებაში.
ნინოს მსახიობობა გადაუწყვიტავს! სწორედ ამიტომ აპირებს, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელოს სწავლა. თავისუფალ დროს, როგორც გვიყვება, ფილმების ყურება და მუსიკების მოსმენა ძალიან უყვარს. ფიქრობს, კომპიუტერი დაეხმარება როგორც სკოლაში, ონლაინ გაკვთილებზე დასწრებაში, ასევე უნივერსიტეტში სწავლისასაც.
თამაზის თავისუფალ დროს ისტორიული ფილმების ყურება უყვარს. სკოლაში კი მის საყვარელი საგანი ქართულია, რადგან მარტივად ითვისებს. ჯერ არ იცის, რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ, თუმცა აპირებს, კომპიუტერი სწავლის პროცესში აქტიურად გამოიყენოს და მიზნები განახორციელოს.
გიორგის კულინარია ძალიან უყვარს! აპირებს, სამომავლო პროფესიაც სწორედ კულინარიას დაუკავშიროს და მზარეული გამოვიდეს. ფიქრობს, რომ კომპიუტერი და ინტერნეტი სწავლაში და საჭირო ინფორმაციის მოძიებაში დაეხმარება.
მამული მომავალი პოლკოვნიკია, სამხედრო აკადემიაში ჩაბარებას აპირებს! გვიყვება, რომ სხვადასხვა ნივთების შექმნა ძალიან უყვარს, ეს საქმიანობა ამშვიდებს და სიამოვნებას ანიჭებს. გარდა ამისა, თავისუფალ დროს სპორტითაა გატაცებული. ინტერნეტსა და კომპიუტერს მრავალფეროვანი ინფორმაციის მიღებისთვის გამოიყენებს.
ლელას ფილოლოგობა გადაუწყვეტია - აპირებს, შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში ჩააბაროს. პროექტში ჩართვამდე ინტერნეტს მობილურით ხმარობდა დისტანციური სწავლებისთვის და ახალი ამბების გასაგებად. უყვარს წიგნების კითხვა. მამულს პოლკოვნიკობა აქვს გადაწყვეტილი - აპირებს, სამხედრო აკადემიაში ჩააბაროს. თავისუფალ დროს უყვარს ნივთების შექმნა - „ასეთ დროს ყველაზე მეტად ვმშვიდდები.“
ნუკრი ტურიზმითა და კულინარიითაა გატაცებული - აპირებს, მომავალ პროფესიადაც ერთ-ერთი მათგანი აირჩიოს. თავისუფალ დროს ლიტერატურითა და მუსიკის მოსმენით ერთობა - ფიქრობს, რომ ინტერნეტი და ახალი კომპიუტერი, სასწავლო რესურსის გარდა, ბიბლიოთეკის მაგივრობასაც გაუწევს.
თავისუფალ დროს სალომე ფილმებს უყურებს და წიგნებს კითხულობს. სკოლის საგნებიდან ქართული, ისტორია, ინგლისური და სამოქალაქო განათლება ძალიან უყვარს, მათემატიკა და გეოგრაფია კი ნაკლებად. სამომავლო პროფესია და უნივერსიტეტი ჯერ არ აურჩევია. კომპიუტერსა და ინტერნეტს ონლაინ გაკვეთილებში უხარვეზოდ ჩასართავად გამოიყენებს.