მოსწავლეები

ჩართულია
ნათია (16) და ანა (17)

ნათიას უნდა ფსიქოლოგი გამოვიდეს! თავისუფალ დროს მუსიკის მოსმენა და მეგობრებთან შეხვედრა უყვარს. სკოლის საგნებიდან ბიოლოგია იტაცებს, ფიზიკა და მათემატიკა კი ერთულება. ანას კი პროფესია ჯერ არ აურჩევია. უყვარს ისტორია და გეოგრაფია, თავისუფალ დროს ვარჯიშობს. როგორც გვიყვებიან, გოგონები კომპიუტერს სწავლისთვის, ინფორმაციის მოძიებისთვის და ონლაინგაკვეთილებისთვის გამოიყენებენ.

ჩართულია
მარიამი (15)

მარიამი მომავალი არქეოლოგია! სკოლაში მისი საყვარელი საგნები ქართული, ისტორია, ბიოლოგია და სამოქალაქო განათლებაა. მათემატიკა, ფიზიკა და ქიმია კი ერთულება. სწავლის გაგრძელება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში უნდა. თავისუფალ დროს ძალიან უყვარს ხატვა, მისთვის ეს ყველაზე სასიამოვნო პროცესია.

ჩართულია
ანა (17)

თავისუფალ დროს ანა ქართული ტრადიციული ცეკვებს ცეკვავს! სკოლაში ყველა საგანს თანაბარი ინტერესით სწავლობს. უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება უნდა, თუმცა სად და რომელი პროფესიის განხრით, ჯერ არ მოუფიქრებია. კომპიუტერსა და ინტერნეტს ონლაინ-გაკვეთილებში პრობლემების გარეშე ჩასართავად გამოიყენებს.

ჩართულია
მეგი (15)

მეგის მუსიკის მასწავლებლობა სურს! სკოლის შემდეგ სწავლის გაგრძელება კირილე ვაშაკიძის სახელობის სახელმწიფო მუსიკალურ უნივერსიტეტში სურს. მისი საყვარელი საქმე ფანდურზე დაკვრაა, ანსამბლ “გრაალში” უკრავს და მღერის კიდეც. სკოლის საგნებიდან ისტორია და ქართული უყვარს, მათემატიკა რუსული და ფიზიკა კი ეძნელება. როგორც მეგი გვიყვება ახალ კომპიუტერს და ინტერნეტს “ცოდნის გასაღრმავებლად ონლაინ გაკვეთილებზე უპრობლემოდ დასასწრებად და ინფორმაციების უკეთ მოსაძიებლად” გამოიყენებს.

ჩართულია
დიმა (14)

დიმას თავისუფალ დროს საინტერესო ამბების მოძიება უყვარს, ინტერნეტი კი ზღვა ინფორმაციაზე წვდომას მისცემს! სკოლის საგნებიდან ყველაზე მეტად ქართული მოსწონს, მათემატიკა კი რთულად ეჩვენება. კომპიუტერს ონლაინ გაკვეთილებში ჩართვისთვის გამოიყენებს. “ ვარ მე-10 კლასის მოსწავლე და დღევანდელი პანდემიის გამო ხშირად გვიწევს დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა, რის შესაძლებლობაც არ გამაჩნდა ინტერნეტისა და კომპიუტერის გამო” - გვიყვება დიმა.

ჩართულია
მარი (18)

მარის საყვარელი საგნები სკოლაში ისტორია და ქართულია. თავისუფალ დროს ყველაზე მეტად წიგნების კითხვა უყვარს. როგორც თავად გვიყვება, კარგად ესმის, რომ ინტერნეტი აბსოლუტურად ყველა საქმეში საჭიროა და ამიტომ ახალ კომპიუტერსა და ინტერნეტს სასრგებლოდ გამოიყენებს. უნივერსიტეტში ჩაბარებას აპირებს, თუმცა პროფესია ჯერ არ აურჩევია.

ჩართულია
ლაშა (16)

ლაშას სამომავლო პროფესია და უნივერსიტეტი ჯერ არ აურჩევია, თუმცა სკოლაში მისი საყვარელი საგანი ბიოლოგიაა. ინტერნეტსა და კომპიუტერს ონლაინ გაკვეთილებისთვის და გართობისთვის გამოიყენებს.

ჩართულია
თამარი (17)

თამარს ადვოკატობა გადაუწყვეტია! თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარებას აპირებს, რადგან ფიქრობს, რომ იქ არჩეულ პროფესიას საუკეთესოდ შეასწავლიან. თავისუფალ დროს წიგნების კითხვა, მეგობრებთან შეხვედრა და ახალი ამბების გაგება მოსწონს, განსაკუთრებით იტაცებს სხვადასხვა ქვეყნების ისტორიის შესწავლა. სკოლის საგნებიდანაც ისტორია, გეოგრაფია, ინგლისური და ქართული უყვარს. კომპიუტერი და ინტერნეტი საინტერესო ინფორმაციების მოძიებაში დაეხმარება.

ჩართულია
ნინო (17) და ნანა (18)

ნინოს ისტორიის პედაგოგობა გადაუწყვეტია! უნივერსიტეტში ჩაბარება უნდა მის დას, ნანასაც თუმცა პროფესია ჯერ არ აურჩევია. „ვფიქრობ რომ უნივერსიტეტში ჩაბარება დამეხმარება, უფრო განვავითარო ჩემი ცოდნა." გვიყვება ნინო. მისი აზრით, ინტერნეტიც სწორედ ცოდნის გაღრმავებასა და ინფორმაციის მოძიებაში დაეხმარება. ნინოს წიგნების კითხვა და მუსიკების მოსმენა, ნანას კი ხატვა და ხელნაკეთი ნივთების შექმნა უყვარს. როგორც გვიყვებიან, ეს საქმიანობები ამშვიდებთ.

ჩართულია
ანანო (15)

ანანოს უნდა არქეოლოგი გახდეს! ისტორია და ისტორიული ფილმების ყურება ძალიან უყვარს და აინტერესებს. “კოვიდ პანდემიის პირობებში მოგეხსენებათ, რომ სკოლაში ზოგჯერ კვირები გვიწევს ონლაინ რეჟიმში სწავლა და დიდი დროის ტელეფონთან ან კომპიუტერთან გატარება. ჩემთვის მოუხერხებელია ტელეფონით გაკვეთილებზე დასწრება, მაგრამ ჩემს მშობლებს არ ჰქონდათ კომპიუტერის ყიდვის საშუალება. გაისად უკვე აბიტურიენტი ვხდები და ვფიქრობ ძალიან გამომადგება კომპიუტერი გამოცდებისათვის კარგად მომზადებაში” - გვიყვება ის.

ჩართულია
ავთო (18) და ანა (19)

ავთო წარმატებული მოკრივეა, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი! სკოლაში ყველა საგნის სწავლა მოსწონს, განსაკუთრებით კი მათემატიკა, ისტორია, ქართული და რა თქმა უნდა სპორტი. ვარჯიში ყველაზე მეტად უყვარს, ფიქრობს, რომ შეუძლია კარგი სპორტის მასწავლებელი გამოვიდეს. სპორტი მისი ცხოვრების ნაწილია და ჩაბარებასაც სპორტულ აკადემიაში აპირებს. “ლეპტოპი მჭირდებოდა იმიტომ, რომ არ მქონდა სხვა ტექნიკა, რომლითაც მოვიძიებდი და შევიტყობდი ყველაფერ ახალს და საინტერესოს, არ ჩამოვრჩებოდი თანამედროვე დროს” - გვიყვება ავთო. მისმა დამ, ანამ კი სკოლა დაამთავრა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს, მომავალი ტანსაცმლის დიზაინერია და თავისი სამკერვალოს გახსნაც სურს!

ჩართულია
ოთარი (18)

ოთარს ფილმების ყურება უყვარს, ინტერნეტს ინფორმაციის მოსაძიებლად იყენებს! სკოლის საგნებიდან მათემატიკა, რუსული და ისტორია იტაცებს. უნივერსიტეტში ჩაბარებას არ აპირებს და სამომავლო პროფესიაც ჯერ არ აურჩევია, თუმცა იმედია ახალ კომპიუტერს განვითარებისთვის გამოიყენებს.