ნიკას უნივერსიტეტში ჩაბარება უნდა, თუმცა პროფესია ჯერ არ აურჩევია. კომპიუტერსა და ინტერნეტს მომზადებისთვის გამოიყენებს. სკოლის საგნებიდან ყველაზე მეტად ისტორია, ქართული და გეოგრაფია უყვარს. ყველაზე დიდ სიამოვნებას ფეხბურთის თამაში ანიჭებს!
ენგურმა გადაწყვიტა, რომ ჯარისკაცი გახდეს! გვიყვება, რომ სკოლაში მხოლოდ სპორტის გაკვეთილი უყვარს. კომპიუტერსა და ინტერნეტს სოციალური ქსელებისთვის გამოიყენებს. თავისუფალ დროს ყველაზე მეტად ვარჯიში მოსწონს.
ანამ გადაწყვიტა, რომ სტომატოლოგი გახდეს! სკოლის საგნებიდან მათემატიკა, ბიოლოგია, ინგლისური, ქართული და რუსული უყვარს. გვიყვება, რომ ფიზიკასა და ქიმიაში გამოტოვებული გაკვეთილის შემდეგ გაუგებარი საკითხები აღარ აუხსნეს და შესძულდა. სამაგიეროდ, ახლა კომპიუტერი და ინტერნეტი აქვს, რომელსაც განათლებისთვის გამოიყენებს. ჩაბარებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აპირებს, რადგან სჯერა, რომ სტომატოლოგიას აქ ყველაზე კარგად შეისწავლის. ძალიან უყვარს მუსიკების მოსმენა და სიმღერა, ასევე ვარჯიში, რაც დამშვიდებასა და სტრესის მოშორებაში ეხმარება.
მარიამის ოცნება მსახიობობაა! შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში ჩაბარება უნდა. სასკოლო საგნებიდან ყველაზე მეტად ქართული ენა და ლიტერატურა უყვარს. თავს ყველაზე კარგად მაშინ გრძნობს, როცა მღერის. კომპიუტერსა და ინტერნეტს სოციალურ ქსელებში აქტიურობისთვის გამოიყენებს.
ქეთის კომპიუტერი და ინტერნეტი ონლაინ-გაკვეთილებში ჩასართავად ეხმარება! ყველაზე მეტად კი სხვადასხვანაირი ვარცხნილობები კეთება მოსწონს, ფიქრობს რომ ეს ძალიან კარგად გამოსდის კიდეც.
ცოტნეს გატაცება ფეხბურთის თამაშია და ბავშვობიდან უყვარს! ინტერნეტს კი უკვე ყოველდღიურად იყენებს სიახლეებისთვის და გართობისთვის. უნივერსიტეტში ჩაბარებას არ აპირებს და ჯერ არც პროფესია აურჩევია.
მარიამი ცეკვითაა გატაცებული, ქორეოგრაფობა სურს! გვიყვება, რომ ცეკვის ახალი მოძრაობის შესასწავლა და სავარჯიშოდ იუთუბი ხშირად სჭირდება. კომპიუტერი და ინტერნეტი კი თავისი ოცნების ასრულებაში დაეხმარება. უინტერნეტობის გამო, მარიამი პანდემიის დროს სასკოლო დავალებებს სათანადოდ ვერ ასრულებდა, ახალი ლეპტოპით ინფორმაციის სწრაფად მოძიებას შეძლებს.
ნინოს სურს მეღვინე გახდეს და სწორედ ამიტომ, კავკასიის უნივერსიტეტში აპირებს ჩაბარებას, რადგან მიიჩნევს, რომ ყველაზე კარგად სწორედ აქ ასწავლიან მეღვინეობას. თავისუფალ დროს დოკუმენტური ფილმების ყურება, ხალხთან კომუნიკაცია და ვან გოგის ნამუშევრების გადახატვა უყვარს. ლუკა კი მომავალი ფერმერია, მეფრინველეობა გადაუწყვიტავს! “მომწონს შეშის ჩეხვა, თიბვა ხვნა, თესვა. იმიტომ, რომ სოფელში ცხოვრება ამას მოითხოვს და მიყვარს ოჯახს რომ გვერდში ვუდგავარ”. სკოლის საგნებიდან გეოგრაფიის სწავლა იტაცებს, დანარჩენები კი უძნელდება. კომპიუტერსა და ინტერნეტს ონლაინ გაკვეთილებში სრულად ჩასართავად გამოიყენებს!
ნინოს პედაგოგობა გადაუწყვიტავს! ყველაზე დიდი ინტერესით ისტორიას, ქართულსა და ინგლისურს სწავლობს, თანაც ეს ის საგნებია, რომლებიც უნივერსიტეტში ჩასაბარებლად და კარგ მასწავლებლად ჩამოყალიბებაში დაეხმარება! როგორც გვიყვება, კომპიუტერსა და ინტერნეტს საჭირო ინფორმაციის მოპოვებასა და ახლის გაგებაში გამოიყენებს.
სოფიკოს ინტერენტი ინფორმაციის მოსაძიებლად და სოციალური ქსელებისთვის სჭირდება. როგორც გვიყვება, სკოლაში ყველა საგანი უყვარს. თავისუფალ დროს კი წიგნების კითხვა იტაცებს. სამომავლო პროფესიასა და უნივერსიტეტზე ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულა.
დიმას ჰობი თევზაობაა! კომპიუტერსა და ინტერნეტს სკოლის დავალებების უფრო კარგად შესასრულებლად და სოციალური ქსელისთვის გამოიყენებს. უნივერსიტეტში ჩაბარებას არ აპირებს და ჯერ პროფესიაც არ აურჩევია. საგნებიდან ქართული და მათემატიკა მოსწონს, ქიმია და ბიოლოგია კი არ უყვარს.
ელიზას კომპიუტერი ონლაინ გაკვეთილებში ჩართვის საშუალებას მისცემს! სკოლის საგნებიდან ქიმია, ბიოლოგია, ინგლისური და ქართული უყვარს, რადგან ადვილად და საინტერესოდ მიაჩნია. მათემატიკა, ფიზიკა და რუსული კი არ იზიდავს. უნივერსიტეტში ჩაბარებას აპირებს, თუმცა პროფესია ჯერ არ აურჩევია. თავისუფალ დროს ხატავს, ინტერნეტს სოციალური ქსელებისთვის და ფილმებისთვის იყენებს.