მოსწავლეები

ჩართულია
გიორგი (16)

გიორგი აპირებს ისტორიკოსი გამოვიდეს! სკოლაშიც განსაკუთრებით ისტორიის გაკვეთილი უყვარს. თავიუსფალ დროს კი ფეხბურთს თამაშობს ან ოჯახის წევრებს ეხმარება სხვადასხვა საქმეებში. მისი თქმით, კომპიუტერი სწავლაში და უკეთესი განათლების მიღებაში დაეხმარება.

ჩართულია
სალომე (15)

„ძალიან მინდა კომპიუტერის მიღება, ეს დამეხმარება სასკოლო დავალებების კარგად შესრულებაში, მომავალი საქმიანობისათვის, საგამოცდო საკითხების მოსამზადებლად. მოვიძიებ ინფორმაციას, ასევე დავეხმარები ჩემი ოჯახის წევრ მოსწავლეებს დავალებების შესრულებაში.“ - გვიყვება სალომე. სამომავლო პროფესიად ადვოკატობა გადაუწყვიტავს! თუმცა უნივერსიტეტი ჯერ არ შეურჩევია. როგორც გვიყვება, თავისუფალ დროს მზარეულობა ძალიან უყვარს.

ჩართულია
ფიქრია (16)

ფიქრიას ჯერ არ გადაუწყვეტია, რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ. თუმცა უნივერსიტეტში სწავლა ძალიან უნდა. თავისუფალ დროს ხატვა უყვარს. რაც შეეხება კომპიუტერს, აპირებს, სწავლაში აქტიურად გამოიყენოს.

ჩართულია
საბა (18)

საბას საყვარელი საგანები სკოლაში გეოგრაფია, ისტორია და ქართულია. სამომავლოდ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებას აუცილებად აპირებს, თუმცა პროფესია ჯერ ვერ შეარჩია. ფიქრობს, კომპიუტერი და ინტერენტი ონლაინ სწავლების პროცესში აქტიურად ჩასართავად და საჭირო ინფორმაციის მოსაძიებლად გამოადგებ

ჩართულია
ლუკა (16)

ლუკასთვის არ არსებობს სკოლაში ისეთი საგანი რომელიც არ უყვარს. თავისუფალ დროს ძალიან უყვარს შემეცნებითი გადაცემების და ვიდეოების ყურება. ფიქრობს, რომ კომპიუტერი სწავლაში და სამომავლო პროფესიის გაცნობაში ძალიან დაეხმარება.

ჩართულია
თინათინი (14) და ლიკა (15)

თინათინის საყვარელი საგნები სკოლაში ბიოლოგიაა. თავისუფალ დროს კი სიმღერა უყვარს. ლიკას კი ხატვა იტაცებს და ფიქრობს, კარგადაც გამოსდის. სამომავლოდ სურს ქართულის მასწავლებელი გამოვიდეს, თუმცა უნივერსიტეტი ჯერ არ აურჩევია. ფიქრობს, რომ ინტერნეტი და კომპიუტერი სწავლაში აუცილებლად დაეხმარებათ.

ჩართულია
ტარიელი (15)

ტარიელს სამომავლო პროფესია ჯერ არ აურჩვია. თუმცა სწავლის გაგრძელებას უნივრსიტეტში აუცილებლად აპირებს. საყვარელი საგნები სკოლაში მათემატიკა, ინგლისური, ქართული და ისტორიაა. აპირებს, კომპიუტერი და ინტერნეტი ცოდნის გასაღრმავებლად გამოიყენოს.

ჩართულია
თათია (19)

თათიას საყვარელი საგნები სკოლაში ქართული, ბიოლოგია და ფიზიკაა. სამომავლო პროფესიაც უკვე შეარჩია - ფილოლოგობა სურს! სწორედ ამიტომ აპირებს სწავლა თელავის სახელმწიფო უნივრსიტეტში გააგრძელოს. ფიქრობს, კომპიუტერი და ინტერნეტი დაეხმარება როგორც სწავლის პროცესში, ასევე სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობაშიც.

ჩართულია
საბა (16)

საბას აიტმენეჯერი სურს გამოვიდეს. თავისუფალ დროს საინტერესო წიგნების კითხვა უყვარს. რაც შეეხება კომპიუტერს, ფიქრობს, რომ დაეხმარება როგორც სკოლაში სწავლის პერიოდში, ასევე სამომავლო პროფესიის შესახებ მეტის გაგებაშიც.

ჩართულია
გაგა (16)

გაგას ავტო მექანიკოსობა სურს! სკოლაში მისი საყვარელი საგანი სპორტია, რაც შეეხება თავისუფალ დროს, ძირითადად საოჯახო საქმეებში ეხმარება ოჯახის წევრებს. ფიქრობს, რომ კომპიუტერი დაეხმარება სწავლაში და განვითარებაში.

ჩართულია
გიორგი (16)

გიორგის საყვარელი საგანი სკოლაში ბიოლოგიაა. როგროც გვიყვება, თავისუფალ დროს ცდილობს საოჯახო საქმეებში დაეხმაროს ოჯახის წევრებს. რაც შეეხება სამომავლო პროფესიას, ჯერ არ შეურჩევია.

ჩართულია
გიორგი (17)

გიორგის არქიტექტორობა გადაუწყვიტავს. როგორც გვიყვება, ხატვა ძალიან უყვარს და კარგადაც გამოსდის. აპირებს, კომპიუტერი აქტიურად გამოიყენოს სწავლის პროცესში და არა მარტო.