მოსწავლეები

ჩართულია
ნიტა (15)

ნიტას სკოლაში ყველა საგანი უყვარს, თუმცა განსაკუთრებით მაინც ქართული იტაცებს. როგორც გვიყვება, თავისუფალ დროს კითხვა ძალიან უყვარს. რაც შეეხება კომპიუტერს, ფიქრობს, რომ ონლაინ გაკვეთილებზე ჩართვაში ძალიან დაეხმარება.

ჩართულია
ნიკოლოზი (17)

ნიკოლოზს სურს მსახობი და მუსიკოსი გამოვიდეს. ძალიან უყვარს სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა, განსაკუთრებით კი გიტარაზე. მისი თქმით, კომპიუტერი დაეხმარება მეტი საჭირო ინფორმაციის მოძიეაში და ასევე მისი საშუალებით მეტად განვითარდება.

ჩართულია
ნინო (17)

ნინო ფიქრობს, რომ კომპიუტერი სწავლაში ძალიან დაეხმარება. სამომავლო პროფესიად ფარმაცევტობა აირჩია, რადგან ძალიან მოსწონს ეს პროფესია. რაც შეეხება საყვარელ საგნებს, მათემატიკა და რუსული უყვარს.

ჩართულია
ელენე (16)

„ლეპტოპის საშუალებით შესაძლებლობა მექნება ავიმაღლო სწავლის ხარისხი და მივაღწიო სასურველ მიზანებს“ - გვიყვება ელენე. მართალია ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ, თუმცა უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება ძალიან უნდა. "

ჩართულია
ნინო (17)

ნინოს სამომავლო პროფესია უკვე არჩეული აქვს - მასწავლებლობა სურს! ამიტომ აპირებს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელოს სწავლა. თავისუფალ დროს კითხვა უყვარს, განსაკუთრებით კი დეტექტიური ჟანრის წიგნებს.

ჩართულია
გვანცა (16)

გვანცას სამოქალაქო განათლება სკოლაში განსაკუთრებით უყვარს, რადგან მოსწონს სხვადასხვა თემებზე მსჯელობა. მართალია სამომავლო პროფესია ჯერ არჩეული არ აქვს, თუმცა უნივერსიტეტში სწავლას აუცილებლად აპირებს. მისი თქმით, კომპიუტერი სწავლის პროცესში აქტიურად ჩასართავად და პრეზენტაციების გაკეთებაში დაეხმარება.

ჩართულია
ნინო (17)

ნინოს საყვარელი საგანები სკოლაში ბიოლოგია, ქართული და მათემატიკაა. სამომავლოდ აპირებს პედიატრი გამოვიდეს. თავისუფალ დროს, როგორც გვიყვება წიგნების კითხვა უყვარს. აპირებს, კომპიუტერი სწავლის პროცესში აქტიურად გამოიყენოს.

ჩართულია
ირინა (15)

ირინას პედაგოგობა გადაუწყვიტავს! თუმცა უნივერსიტეტი ჯერ ვერ შეარჩია. თავისუფალ დროს ძალიან უყვარს დეტექტიური ჟანრის წიგნების კითხვა და პროექტების კეთება. ფიქრობს, რომ კომპიუტერი საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩართვაში, საჭირო ინფორმაციის მოძიებაში და კომპიუტერული პროგრამების უკეთ შესწავლაში დაეხმარება.

ჩართულია
ეკა (18)

ეკამ ჯერ არ იცის სად ან რაზე გააგრძელებს სწავლას მომავალში. თუმცა მისთვის სკოლაში გამორჩეულად საყვარელი საგანი ინგლისურია. ფიქრობს, რომ კომპიუტერი დაეხმარება სწავლის პროცესში.

ჩართულია
ლილი (15)

ლილის საყვარელი საგანი სკოლაში მათემატიკაა. ჯერ არ იცის სად ან რაზე გააგრძელებს სწავლას სამომავლოდ. თუმცა თავისუფალ დროს კულინარიით არის გატაცებული. მისი თქმით, ინტერნეტი და კომპიუტერი პირველ რიგში ონლაინ სწავლების პროცესში აქტიურად ჩასართავად გამოადგება.

ჩართულია
მარიამი (16)

მარიამს სურს სამომავლოდ სწავლა სამართალმცოდნეობის მიმართულებით გააგრძელოს, თუმცა უნივერსიტეტი ჯერ არ შეურჩევია. როგორც გვიყვება, ძალიან უყვარს ცეკვა, რადგან ცეკვისას თავს თავისუფლად გრძნობს. რაც შეეხება ინტერნეტს და კომპიუტერს, ფიქრობს, რომ ძალიან დაეხმარება როგორც საჭირო ინფორმაციის მოძიებაში, ასევე საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩართვაში.

ჩართულია
ნინო (15)

ნინოს ჯერ არ გადაუწყვიტავს, რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ. თუმცა მისი საყვარელი საგანი სკოლაში ქართულია. თავისუფალ დროს კი წიგნების კითხვა იტაცებს. მისი თქმით, კომპიუტერი და ინტერნეტი დაეხმარება ახალი ინფორმაციების მოძიებაში და პრეზენტაციების გაკეთებაში, რაც სკოლაში ხშირად სჭირდება.