მოსწავლეები

ჩართულია
ნიკა (17)

ნიკას მასწავლებლობა გადაუწყვიტავს! ამიტომ აპირებს, სწავლა ილიას სახელმწიფო უნვერსიტეტში გააგრძელოს. თავიუსფალ დროს კითხვა ძალიან უყვარს. მისი თქმით, ინტერნეტი და კომპიუტერი როგორც სწავლაში დაეხმარება, ასევე მეგობრებთან კომუნიკაციაშიც.

ჩართულია
თიკო (16) და ნიკოლოზი (16)

თიკოს და ნიკოლოზს ჯერ სამომავლო პროფესიები არ გადაუწყვეტიათ, თუმცა უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება ორივეს ძალიან უნდა. ფიქრობენ, რომ კომპიუტერი და ინტერენტი სწავლაში და განვითარებაში ძალიან დაეხმარებათ.

ჩართულია
მარი (15) და ანი (16)

მარის სამომავლო პროფესია ჯერ არ გადაუწყვიტავს. თუმცა უნივერსიტეტში სწავლა ძალიან უნდა. ანას საყვარელი საგანები კი სკოლაში ქართული, ისტორი და ინგლისურია. რაც შეეხება კომპიუტერს, ფიქრობს, რომ სწავლაში ძალიან დაეხმარება.

ჩართულია
ნონა (17)

„ოჯახში არ გვაქვს ინტერნეტი და მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს საკმარისი რესურსი ახალ სასწავლო პროგრამას ავუწყოთ ფეხი, მაინც კარგად ვსწავლობთ. მსურს ჩავაბარო ი.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში უფასო ფაკულტეტზე, ისტორიაზე ვინაიდან ოჯახს არ აქვს საშუალება გადამიხადოს სწავლის საფასური.“ - გვიყვება ნონა. აპირებს, კომპიუტერი და ინტერნეტი სწავლის პროცესში აქტიურდ დაიხმაროს.

ჩართულია
ანა (17)

ანას უცხო ენები და განსაკუთრებით ინგლისური ძალიან უყვარს. სამოამვლოდ აპირებს სტომატოლოგი გამოვიდეს! ფიქრობს, რომ ინტერნეტი და კომპიუტერი აბიტურიენტობის პერიოდში განსაკუთრებით დაეხმარება.

ჩართულია
ანა (16) და თამილა (15)

ანას სამომავლო პროფესია უკვე არჩეული აქვს - ექიმობა სურს. სკოლაში მისი საყვარელი საგანი მათემატიკაა. თავისუფალ დროს კი კითხვა უყვარს. თამისლას კი იურისტობა უნდა! მაგარამ ჯერ უნივერსიტეტი არ შეურჩევია. აპირებს, კომპიუტერი და ინტერენტი საჭირო ინფორმაციის მოსაძიებლად და სასწავლად გამოიყენოს.

ჩართულია
თამარი (17) და სალომე (16)

თამარის საყვარელი საგნები სკოლაში ქართული და მათემატიკაა. ფიზიკა კი არ უყვარს. სამომავლოდ აპირებს ბუღალტერი გამოვიდეს. თავისუფალ დროს რაც შეეხება, ძალიან უყვარს წერა, რადგან მისი თქმით, ამ დროს საკუთარ ემოციებს და გრძნობებს უკეთ გადმოცემს. სალომეს კი უცხო ენები უყვარს, განსაკუთრებით კი ინგლისური. მართალია პროფესია ჯერ ვერ შეარჩია, მაგრამ ძალიან უნდა სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელოს. ორივე ფიქრობს, რომ ინტერნეტი და კომპიუტერი უკეთ სწავლასა და განვითარებაში აუცილებლად დაეხმარებათ.

ჩართულია
ნუგზარი (15)

ნუგზარის ფერმერობა გადაუწყვიტავს! როგორც გვიყვება, ძალიან უყვარს ცხოველებთან ურთიერთობა და მათი მოვლა. სკოლაში მისი განსაკუთრებით საყვარელი საგანი მატემატიკაა, რადგან მარტივად იგებს და ამასთან, ამოცანების ამოხსნაც ძალიან მოსწონს. მისი თქმით, კომპიუტერის გარეშე ძალიან უჭირს იმ სასწავლო მასალის მოძიება, რასაც სკოლაში მასწავლებლები ავალებენ.

ჩართულია
მარიამი (17)

მარიამს მზარეულობა გადაუწყვიტავს! სკოლაში მისი საყვარელი საგნები ისტორია და ქართულია. თავისუფალ დროს კი, როგორც გვიყვება, წერა უყვარს. ფიქრობს, რომ კომპიუტერი დაეხმარება უკეთ მოიძიოს საჭირო ინფორმაცია და დაამუშაოს იგი.

ჩართულია
მარი (16)

მარის სამომავლო პროფესია ჯერ არ აურჩევია. თუმცა მისი საყვარელი საგნები სკოლაში ისტორია, ქართული და ინგლისურია. როგორც გვიყვება, ძალიან უყვარს კითხვა, რადგან წიგნებიდან ძალიან ბევრს სწავლობს. ფიქქრობს, რომ კომპიუტერი სწავლის პროცესში აქტიურად ჩასართავად დაეხმარება.

ჩართულია
ნია (16)

ნიას სკოლაში ყველა საგანი თანაბრად უყვარს. სამომავლო პროფესია ჯერ არ შეურჩევია, თუმცა უნვერსიტეტში სწავლის გაგრძელებას აუცილებლად აპირებს. თავისუფალ დროს ძალიან უყვარს კითხვა და ცეკვა. რაც შეეხება ინტერნეტს და კომპიუტერს, აპირებს ცოდნის გასაღრმავებლად გამოიყენოს.

ჩართულია
თაზო (18)

თაზოს მე-12 კლასში მიღებული ლეპტოპი უნივერსიტეტში წარმატებით სწავლაში დაეხმარა! უკვე საქართველოს უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტია. გვიყვება, რომ თავისუფალ დროს ყველაზე მეტად ფეხბურთის თამაში უყვარს, რადგან მისი საყვარელი გართობის საშუალება ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა.