მარიამი მომავალი ინტერიერის დიზაინერია! სკოლა უკვე დაამთავრა, თუმცა იხსენებს, რომ მისთვის ყველა საგანი საინტერესო იყო. “ყველაზე მეტად მიყვარს და მსიამოვნებს წიგნების კითხვა წიგნი ჩემთვის არის ის რასაც ვერ ჩაანაცვლებს ვერაფერი რადგან ვფიქრობ რომ ყველაზე ინფორმაციული და ღრმაა” - გვიყვება მარიამი. კომპიუტერს და ინტერნეტს კი სოციალური ქსელებისთვის, ინფორმაციის მოძიებისთვისა და ფილმების საყურებლად გამოიყენებს.
ნიკა მომავალი ვეტექიმია და ახლაც, თავის ფერმაში, საოცრებებს აკეთებს! დიდი სიყვარულით უვლის პატარა ინდაურებს, ბაჭიებს, მტრედის ხუნდსაც კი - ეს ის საქმეა, რომელიც თავს ყველაზე კარგად აგრძნობინებს. “იმაზე დიდი ბედნიერება რა უნდს იყოს, როცა ახალი სიცოცხლე შენს თვალწინ იბადება” - გვიყვება ნიკა. სკოლაში უყვარს და ეადვილება მათემატიკის, ისტორიის, გეოგრაფიის, ქიმიის და ბიოლოგიის სწავლა. რუსული, ინგლისური და ხელოვნება კი ნაკლებად იზიდავს. ფიქრობს რომ კომპიუტერს ისეთი აპლიკაციებისთვის გამოიყებებს, როგორიცაა facebook, google, youtube. მისი ძმა რომა კი სათავგადასავლო წიგნების მოყვარულია. ახალ კომპიუტერს ონლაინ გაკვეთილებისთვის გამოიყენებს.
ნინო მომავალი კულინარია! გვიყვება, რომ ძალიან უყვარს სამზარეულოში ტრიალი. სკოლის საგნებიდან ყველაზე მეტად ქართულისა და ბიოლოგიის სწავლა მოსწონს. ინტერნეტსა და კომპიუტერს სხვადასხვა საჭირო ინფორმაციის მოძიებისთვის გამოიყენებს.
ალეკო სკოლას უკვე ამთავრებს, თუმცა უნივერსიტეტში ჩაბარებას არ აპირებს და არც პროფესია აქვს არჩეული. იმედია, მე-12 კლასში მიღებული ახალი ლეპტოპი და ინტერნეტი ცხოვრების ახალ ეტაპზე საკუთარი თავის პოვნაში დაეხმარება. სკოლის საგნებიდან ყველაზე მეტად ქართულის სიყვარული გამოარჩია.
მარიამს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ან პროფესიულ კოლეჯში სწავლა ოცნებად აქვს! თუმცა, ჯერ ის საქმე არ აღმოუჩენია, რომელსაც მომავალში პროფესიად აქცევს. სკოლის საგნებიდან ქართული და ინგლისური უყვარს; რუსულის, ისტორიისა და გეოგრაფიის სწავლა კი ერთულება. კითხვაზე, თუ რისი კეთება მოსწონს ყველაზე მეტად, პასუხად წიგნების კითხვა, ცეკვა, სპორტი და შეძლებისდაგვარად მუშაობა დაასახელა. ინტერნეტს საჭირო ინფორმაციის მოსაძიებლად, ფილმების საყურებლად და წიგნების ინტერნატში წასაკითხად გამოიყენებს.
ლაშას ფეხბურთი იტაცებს! უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებასაც აპირებს, თუმცა რომელში და რა მიმართულებით, ჯერ არ იცის. სკოლის საგნებიდან ისტორია უყვარს. ახალი კომპიუტერით ონლაინ გაკვეთილებზე ჩართვა უადვილდება და ინტერნეტს ინფორმაციის მოსაძიებლადაც აქტიურად იყენებს.
ნიკა სპორტის მოყვარულია! სკოლის საგნებიდან ყველა უყვარს, გამორჩეულად კი ფიზკულტურისა და ქართულის გაკვეთილები. პროფესია ჯერ არ გადაუწყიტავს. ამბობს, რომ ახალ კომპიუტერს და ინტერნეტს განათლებისთვის გამოიყენებს.
დაროს იურისტობა გადაუწყვიტავს! რომელ უნივერსიტეტში ჩააბარებს ჯერ არ გადაუწყვეტია, მაგრამ სწავლის გაგრძელება ძალიან უნდა. სკოლის საგნებიდან ფიზიკა უყვარს, მათემატიკა კი არა. თავისუფალი დროის საყვარელი საქმიანობა კი წიგნების კითხვა და მუსიკების მოსმენაა. ინტერნეტს სოციალური ქსელებისთვის გამოიყენებს!
სკოლაში თამარის საყვარელი საგანი ბიოლოგიაა, მაგრამ ფიზიკა და ქიმია ნაკლებად უყვარს. უნივერსიტეტში ჩაბარებას აპირებს, თუმცა ჯერ კიდევ არ აქვს მოფიქრებული, მომავალში რა საქმეს უნდა რომ მისდიოს. თავისუფალ დროს წიგნებს კითხულობს. როგორც თავად ამბობს, ინტერნეტს სიახლეების გასაგებად გამოიყენებს!
მარის გატაცება კულინარიაა! სკოლის საგნებიდან ყველაზე მეტად ინგლისური და ქართული უყვარს. უნდა, რომ მომავალში ექთანი გახდეს. თავისუფალ დროს კულინარიული ექსპერიმენტების გარდა, მუსიკების მოსმენაც ძალიან უყვარს. როგორც გვიყვება, ინტერენეტს გაკვეთილებისთვისა და სხვადასხვა ინფორმაციის მოძიებისთვის გამოიყენებს.
ნაზი მომავალი გეოგრაფიის მასწავლებელია! სკოლაშიც გეოგრაფიას განსაკუთრებული ინტერესით სწავლობდა. სწავლის გაგრძელებას უნივერსიტეტში აპირებს, თუმცა კონკრეტული ჯერ არ აურჩევია. მათემატიკა ნაკლებად უყვარს, რადგან ფიქრობს, რომ რთულად ითვისებს. კომპიუტერსა და ინტერნეტს მისთვის საინტერესო ინფორმაციის მოსაძიებლად გამოიყენებს! ყველაზე დიდ სიამოვნებას ხატვა ანიჭებს, როგორც გვიყვება, თავს ამ დროს ყველაზე მშვიდად გრძნობს.
მარიამის საყვარელი საგანი სკოლაში ქართულია! მათემატიკა ერთულება, თუმცა ახალი კომპიუტერით დამატებითი ცოდნის გაღრმავებას შეძლებს. სამომავლო პროფესია და უნივერსიტეტი ჯერ არ მოუფიქრებია. გვიყვება, რომ ინტერნეტს ახალი ინფორმაციის გასაგებად გამოიყენებს. მარიამს თავისუფალ დროს მაკიაჟის გაკეთება მოსწონს.