მოსწავლეები

ჩართულია
ასმიკი (17)

ასმიკი ახალ ლეპტოპს ონლაინ სწავლისთვის იყენებს! როგორც გვიყვება, ეს მისთვის სწავლის მოტივაციის წყარო გახდა, რომ სხვადასხვა კონკურსში მიიღოს მონაწილეობა. თავისუფალ დროს ყველაზე მეტად ხატვა, სამკაულების კეთება და ფილმების ყურება სიამოვნებს. სკოლის საგნებიდან ყველაზე მეტად რუსული მოსწონს. მათემატიკა და ფიზიკა კი ერთულება. უნივერსიტეტი და პროფესია ჯერ არ აურჩევია. ინტერნეტი ინფორმაციის უფრო სწრაფად და ეფექტურად მიღებაში დაეხმარება.

ჩართულია
ანა (18)

ანას საყვარელი საგანი სკოლაში მათემატიკაა, ფიზიკა კი არ უყვარს. თარჯიმანობა სურს, თუმცა უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება ფინანსური მდგომარეობის გამო არ შეუძლია. სამაგიეროდ, უკვე კომპიუტერი და ინტერნეტი აქვს და მრავალი ახალი ინფორმაციის მიღება შეუძლია! მათ განათლებისთვისა და ფილმების ყურებისთვის გამოიყენებს.

ჩართულია
ვანო (15)

ვანო ნამდვილი წიგნის მეგობარია! სკოლაში ყველა საგანი თანაბრად მოსწონს და სწავლის უნივერსიტეტში გაგრძელებაც უნდა, თუნცა პროფესია და სასწავლებელი ჯერ არ შეურჩევია. კოპიუტერსა და ინტერნეტს იმისთვის გამოიყენებს, რომ ონლაინ გაკვეთილებში სრულფასოვნად ჩაერთოს.

ჩართულია
თემო (17)

თემოს სკოლაში ყველა საგანი თანაბრად უყვარს! ბავშვობიდან იტაცებს ფეხბურთის თამაში. სამომავლო პროფესია ჯერ კიდევ არ აქვს მოფიქრებული. ინტერნეტს ახალი ინფორმაციია მისაღებას გამოიყენებს!

ჩართულია
ნინი (17)

ინტერნეტის დახმარებით ნინი საგაკვეთილო პროცესში უკვე სრულფასოვნად ერთვება! მომავალში პროფესიულ კოლეჯში აპირებს სწავლის გაგრძელებას, თუმცა ჯერ კიდევ ბოლომდე არ გადაუწყვიტავს, რა უნდა რომ აკეთოს. როგორც თვითონ გვიყვება, თავისუფალ დროს წიგნების კითხვა მისთვის შვებაა - “ყველაფერი მავიწყდება და ვმშვიდდები” - ამბობს ნინი.

ჩართულია
მარიამი (17)

მარიამი ინტერნეტის საშუალებით უკვე ახალ ენას სწავლობს! სკოლაში ყველა საგანი თანაბრად უყვარს, თუმცა განსაკუთრებულად ინგლისურის სიყვარული გამოარჩია. სწავლის გაგრძელება აუცილებლად უნივერსიტეტში უნდა, ტურიზმის სფერო ძალიან მოსწონს და ალბათ პროფესიასაც ამ მიმართულებით აირჩევს. “ინტერნეტს ინფორმაციის მოძიებაში, ახალი ამბების გაგებისთვის, სოც ქსელებისთვისა და ფილმების ყურებისთვის ვიყენებ” - გვიყვება მარიამი.

ჩართულია
მარიამი (17) და ნარგიზი (18)

მარიამს ფოტოგრაფია იტაცებს! თავისუფალ დროს ახალი ადგილების აღმოჩენა და მათი კამერაზე აღბეჭვდა მოსწონს. სამომავლო პროფესიასაც ფიქრობს, რომ ამ საქმიანობას დაუკავშირებს. ნარგიზს კი პედაგოგობა გადაუწყვიტავს! სწავლის გაგრძელებას თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის უნივერსიტეტში გეგმავს. სკოლის საგნებიდან ქართული და ისტორია განსაკუთრებულად უყვარს, აი მათემათიკასთან კი ვერ მეგობრობს. ინტერნეტსა და კომპიუტერს სწავლასა და განვითარებაში გამოიყენებს.

ჩართულია
ანა (16) და გიორგი (17)

“ვარ ძალიან შრომისმოყვარე და მიზანდასახული ადამიანი” - გვიყვება ანა. ჯერ კიდევ საოცნებო პროფესიის ძიებაშია და არ უპოვია, თუმცა, მშობლიური ქალაქის, თელავის, უნივერსიტეტში ჩაბარება აუცილებლად უნდა. იურისტობასაც ფიქრობდა და კომპიუტერული პროგრამებიც აინტერესებს. ისევე, როგორც მის ძმას, გიორგის! თავისუფალ დროს მუსიკას უსმენს. ინტერნეტს ახალი ინფორმაციის მისაღებად და ფილმების საყურებლად გამოიყენებს!

ჩართულია
ნინო (18)

ნინო მომავალი თარჯიმანია! სკოლაშიც ყველაზე მეტად ინგლისურის სწავლა უყვარს, ეადვილება კიდეც. ისტორიის უამრავი ფაქტით დახუნძლული გაკვეთილები კი ნაკლებად აინტერესებს. თავისუფალ დროს წიგნების კითხვა უყვარს. ინტერნეტს მეგობრებთან ურთიერთობებისთვის და საგაკვეთილო პროცესებში ჩართვისთვის გამოიყენებს!

ჩართულია
გიორგი (16)

გიორგი უკვე პრობლემების გარეშე ესწრება ონლაინ გაკვეთილებს! მისი საყვარელი საგანი სკოლაში მათემატიკაა. თავისუფალ დროს სიმღერების მოსმენა უყვარს, ახალი კომპიუტერით კი მუსიკალურ გემოვნებას უფრო გაიმრავალფეროვანებს. სამომავლო პროფესია არჩეული არ აქვს, თუმცა იმედია ინტერნეტით მიღებული სასარგებლო ინფორმაცია არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება.

ჩართულია
ბარბარე (18)

ბარბარეს თავისუფალი დროს ხატვა იტაცებს! სამომავლო პროფესია ჯერ არ აურჩევია, მაგრამ უნივერსიტეტში ჩაბარებას აპირებს. სკოლაში განსაკუთრებულად ისტორიის სწავლა უყვარს, რუსული კი ყველაზე მეტად არ მოსწონს. როგორც გვიყვება, კომპიუტერსა და ინტერნეტს იმისთვის გამოიყენებს, რომ მეტი ისწავლოს.

ჩართულია
ნიკა (18)

ნიკამ სკოლა უკვე დაამთავრა და ახლა სამხედრო სამსახურში უნდა წარმატების მიღწევა! თავისუფალ დროს ვარჯიში უყვარს. კომპიუტერი და ინტერნეტი დაეხმარება, რომ გარესამყაროს არ მოწყდეს. ლეპტოპი მის მე-9 კლასელ დას, მირანდასაც, გამოადგება.