ქეთის ფარმაცევტობა სურს! ამიტომ აპირებს, სწავლა პროფესიულ კოლეჯში გააგრძეელოს სწორედ ამ მიმართულებით. თავისუფალ დროს ძალიან უყვარს ქსოვა და კერვა, რადგან განტვირთვაში ძალიან ეხმარება. აპირებს, ინტერნეტი და კომპიუტერი ონლაინ გაკვეთილების პროცესში აქტიურად გამოიყენოს.
ნინოს სამომავლო პროფესია ჯერ არჩეული არ აქვს. სკოლაში ყველა საგანი ძალიან უყვარს და ცდილობს კარგად ისწავლოს, თუმცა ქიმიას ვერ იგებს. ფიქრობს, რომ ინტერნეტის და კომპიუტერის მეშვეობით განათლებას მეტად მარტივად მიიღებს.
მარის გეოგრაფია და ბიოლოგია ძალიან უყვარს. ჯერ არ გადაუწყვეტია რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ, თუმცა ფიქრობს, რომ კომპიუტერი დავალებების გაკეთებაში ძალიან დაეხმარება.
იანას ხატვა ძალაინ უყვარს, რადგან თვლის, რომ ამ დროს თავს ყველაზე კარგად გამოხატავს და სწორედ ამიტომ სურს ხელოვნებას ბოლოდე გაყვეს. დიანას კი ფოტოგრაფობა გადაუწყვიტავს. როგორც გვიყვება, თავისუფალ დროს ხშირად დადის ბუნებაში და ფოტოებს იღებს. ფიქრობენ, რომ ინტერნეტი და კომპიუტერი სწავლაში ძალაინ დაეხმარებათ.
ლუიზას საყვარელი საგნები ქართული და ქიმიაა. სამომავლოდ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებას აპირებს, მაგრამ პროფესია ჯერ ვერ შეარჩია. რაც შეეხება თავისუფალ დროს, ძლიან უყვარს ხატვა, რადგან ეს მისთვის განტვირთვის ერთ-ერთი საშუალებაა.
გიორგის ჯერ არ აქვს არჩეული სამომავლო პროფესია, მაგრამ სკოლაში მისი საყვარელი საგანი მათემატიკაა. თავისუფალ დროს კი წიგნების კითხვა იტაცებს, რადგან ბევრს სწავლობს იქიდან. ფიქრობს, კომპიუტერს და ინტერნეტს ონლაინ სწავლების პროცესში აქტიურად გამოიყენებს.
ბიძინას სკოლაში განსაკუთრებით სპორტი უყვარს. ჯერ არ იცის, რა გამოვა სამომავლოდ ან სად გააგრძელებს სწავლას, თუმცა ფიქრობს, რომ კომპიუტერი და ინტერნეტი სწავლის პროცესში ძალაინ დაეხმარება.
თეიმურაზს სპეცრაზმელობა გადაუწყვიტავს! როგორც გვიყვება, თავისუფალ დროს აქტიურად ვარჯიშობს, რადგან ორგანიზმისთვის ეს სასარგებლოა. აპირებს, კომპიუტერი და ინტერნეტი დისტანციური სწავლების პერიოდში, ონლაინ გავეთილებზე დასასწრებად აქტიურად გამოიყენოს.
ნინოს სამომავლო პროფესია უკვე არჩეული აქვს - სტომატოლოგობა სურს! სკოლაში მისი საყვარელი საგანი ინგლისურია. თავისუფალ დროს კი წიგნების კითხვა იტაცებს. აპირებს, კომპიუტერი და ინტერნეტი სწავლის პროცესში აქტიურად გამოიყენოს.
ლუკას სკოლაში განსაკუთრებით ქართული უყვარს. სამომავლო პროფსია ჯერ ვერ გადაწყვიტა, თუმცა უნივერსიტეტში ჩაბარებას აუცილებლად აპირებს. თავისუფალ დროს კერძების მომზადება ძალიან უყვარს. რაც შეეხება ინტერენტს და კომპიუტერს, აპირებს, საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩასართავად და ინფორმაციის მოსაძიებლად გამოიყენოს.
რეზოს პროგრამისტობა გადაუწყვიტავს! აპირებს, სწორედ ამ მიმართულებით გააგრძელოს სწავლა სამომავლოდ, მაგრამ უნივერისტეტი ჯერ ვერ შეარჩია. თავისუფალ დროს კითხვა და ფილმების ყურება უყვარს. რაც შეეხება კომპიუტერს, ფიქრობს, რომ როგორც სკოლაში სწავლის პერიოდში დაეხმარება, ასევე დაეხმარება სამომავლოდაც კარიერულ წინსვლაში.
მარიამს სამომავლო პროფესია ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს. თუმცა სკოლაში მისი საყვარელი საგანი ქართულია. ფიქრობს, რომ ინტერნეტი და კომპიუტერი ძალიან დაეხმარება სწავლაში და სხვადასხვა მისთვის საინტერესო ინფორმაციის მოძიებაში.