მოსწავლეები

ჩართულია
ანი (15)

ანის გამორჩეულად საყვარელი საგნები სკოლაში ქართული, ინგლისური და რუსულია. სამომავლოდ აუცილებლად აპირებს უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებას, თუმცა პროფესია ჯერ ვერ შეარჩია. თავისუფალ დროს ფილმების ყურება და სიმღერების მოსმენა უყვარს. რაც შეეხება ინტერნეტს და კომპიუტერს, აპირებს, დისტანციური სწავლების პერიოდში აქტიურად გამოიყენოს.

ჩართულია
საბა (15)

„ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ მქონდეს პირადი მოხმარებისთვის ლეპტოპი და ინტერნეტი. ვთვლი, რომ ეს ძალიან დამეხმარება სწავლის პროცესში, რადგან სასკოლო სახელმძღვანელოები მოითხოვს ინტერნეტით ინფორმაციის მოძიებას რათა სრულყოფილად გავიგო ის დეტალები რაც სახელმძვანელოში არ წერია. ეს ყოველივე დამეხმარება უფრო მეტი ცოდნა მქონდეს და გამიადვილდეს მისაღები გამოცდების ჩაბარება.“ - გვიყვება საბა. აპირებს, სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელოს, რადგან ძალიან მოსწონს ეს უნივერსიტეტი. თუმცა მიმართულება ჯერ ვერ შეარჩია.

ჩართულია
შოთა (14)

შოთას სურს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელოს სწავლა კომპიუტერული ინჟინერიის მიმართულებით. თავისუფალ დროს ძალიან უყვარს ფეხბურთის თამაში და სხვადასხვა სპორტული აქტივობები. ფიქრობს, რომ კომპიუტერი და ინტერნეტი ხელს შეუწყობს ხარისხიანი განათლების მიღებაში და კარიერულ წინსვლაში.

ჩართულია
ანა (15)

ანას ფიზიკა და მათემატიკა ძალიან უყვარს, როგორც ამბობს, ბავშვობიდან ნიჭით გამოირჩევა ამ საგნებში. სამომავლოდ, ძალიან უნდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელოს სწავლა. თავისუფალ დროს მღერის და ხატავს კიდეც. ფიქრობს, კომპიუტერი და ინტერნეტი დაეხმარება მას მიიღოს სრულყოფილი განათლება.

ჩართულია
თეა (15)

თეას საყვარელი საგანი სკოლაში ქართულია. ჯერ ვერ გადაწყვიტა სად ან რაზე გააგრძელებს სწავლას, თუმცა უნივერსიტეტში სწავლა ნამდვილად უნდა. როგორც გვიყვება, თავისუფალ დრს წერა ძალიან უყვარს. აპირებს, კომპიუტერი და ინტერნეტი სწავლაში აქტიურად დაიხმაროს და მათი მეშევეობით მიიღოს სრულფასოვანი განათლება.

ჩართულია
მარიამი (17)

მარიამს მასწავლებლობა გადაუწყვიტავს! თუმცა უნივერსიტეტი ჯერ არ შეურჩევია. თავისუფალ დროს ძალიან უყვარს კერვა და ფიქრობს, კარგადაც გამოსდის. რაც შეეხება კომპიუტერს და ინტერნეტს, მისი თქმით, ძალიან დაეხმარება ახლა როგორც ონალინ გაკვეთილებზე დასწრებაში, ასევე ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებაში.

ჩართულია
ქეთი (15)

ქეთის საყვარელი საგანი სკოლაში ინგლისურია. თავისუფალ დროს ფეხბურთის თამაში უყვარს. რაც შეეხება კომპიუტერს და ინტერნეტს, აპირებს, სწავლაში აქტიურად დაიხმაროს.

ჩართულია
მარიამი (16)

მარიამისთვის არ არსებობს სკოლაში ისეთი საგანი, რომელიც არ უყვარს. სამომავლო პროფესიაზე ჯერ კიდევ ფიქრობს, თუმცა უნივერისტეტში ჩაბარებას აუცილებლად აპირებს. როგორც ამბობს, კომპიუტერი პირველ რიგში, ონლაინ გაკვეთილების პერიოდში აქტიურად ჩართვაში დაეხმარება.

ჩართულია
მერაბი (17)

მერაბს ძალოსნობა გადაუწყვიტავს! როგორც გვიყვება, აქტიურად ვარჯიშობს და სურს ბოლომდე გაჰყვეს მას. რაც შეეხება სკოლას, მისი საყვარელი საგნები ისტორია, გეოგრაფია და ფიზიკაა. აპირებს, კომპიუტერი და ინტერენტი სწავლასა და ახალი ინფორმაციების გასაგებად აქტიურად გამოიყენოს.

ჩართულია
გიორგი (16) და პავლე (17)

გიორგის ფილოლოგობა გადაუწყვიტავს! თუმცა ჯერ უნივერსიტეტი არ შეურჩევია. როგორც გვიყვება, ძალიან უყვარს სპორტი და მისი სახეები, როგორიცაა ფეხბურთი, კალათბურთი, ხელბურთი და ჭიდაობა. პავლეს კი ჯერ არ აქვს არჩეული სამომავლო პროფესია. მისი საყვარელი საგნები სკოლაში ქართული, ინგლისური და სპორტია. ორივე ფიქრობს, რომ ინტერნეტი და კომპიუტერი დღეს სწავლისთვის და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

ჩართულია
გიორგი (15)

„ჩემთვის განათლება პრიორუტეტულად მნიშვნელოვანია, ამიტომ კომპიუტერი მომცემს საშუალებას, რომ მაქსიმალურად ჩართული ვიყო საგანმანათლებლო პროცესში და ვიაქტიურო.“ - გვიყვება გიორგი. მართალია ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ, თუმცა უნივერსიტეტში სწავლას აუცილებლად აპირებს.

ჩართულია
ნიკა (15)

ნიკას ხატვა ძალიან უყვარს. აპირებს, სამომავლო პროფესიაც ხატვას დაუკავშიროს და დიზაინერი გამოვიდეს. ფიქრობს, რომ კომპიუტერი დისტანციური სწავლების პროცესში აქტიურად ჩასართავად დაეხმარება.