რაინდი ასპინძაში, სოფელ მირაშხანში ცხოვრობს. ფეხბურთის თამაში იტაცებს და ყველაზე მეტად სპორტს უთმობს დროს. როგორც თავად გვიმტკიცებს, კომპიუტერს სკოლაში უკეთ სწავლისთვის გამოიყენებს, ამის გარდა რაინდული მიზანიც აქვს - სურს, რომ სამშობლოს გამოადგეს!
ანას მრავალფეროვანი ინტერესები აქვს და ჯერ სამომავლო პროფესია არ აურჩევია, თუმცა აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სურს ჩაბარება. “ლეპტოპი არის საჭირო, რათა მოვიძიოთ ინფორმაცია და გავაკეთოთ სხვადასხვა პროექტები Word-სა და PowerPointში” - გვიყვება ანა. ჩვენ კი ვუსურვებთ, რომ ამ ორის გარდა კომპიუტერის გამოყენების კიდევ უამრავი შესაძლებლობა აღმოეჩინოს!
რამაზს გადაწყვეტილი აქვს, რომ ავტოინჟინერი გახდეს! “ვფიქრობ, რომ კომპიუტერი დამეხმარება განვითარებაში. უკეთ შევძლებ მოვემზადო გამოცდებისათვის, რაც მეტ იმედს და მოტივაციას მომცემს” - გვიყვება რამაზი.
ხვიჩა ძალიან ცნობისმოყვარე და მოტივირებულია - სულ უნდოდა, რომ სამყაროში აქტუალურ ახალ ამბებზე წვდომა ჰქონოდა. ახლა კი, როცა ინტერნეტი აქვს მისთვის ინფორმაციის მოძიების ბარიერები მოხსნილია!
თამუნა მაღალმთიან აჭარაში, სოფელ ფურტიოში ცხოვრობს. სამომავლო პროფესია ჯერ არ აურჩევია, თუმცა სკოლაში ყველაზე მეტად ქართულის სწავლა მოსწონს. თამუნა გვპირდება, რომ კომპიუტერს თვითგანათლებისთვის გამოიყენებს.
თაკოს სურს, რომ დაწყებითების პედაგოგი გამოვიდეს! სკოლაში მისი საყვარელი საგანი ისტორიაა, ჰობი კი ცეკვა. კომპიუტერსა და ინტერნეტს უკვე იყენებს ინფორმაციის უსწრაფესად მოსაძიებლად და მეგობრებთან საკონტაქტოდაც.
"ჩემს ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია კლასგარეშე ინფორმაციის მოძიება, რადგან ეს ჩემს განათლებაზე დიდ გავლენას ახდენს". - გვიყვება მარიამი. მისი თქმით, ყველაზე მეტად რუკაზე გეოგრაფიული ადგილების პოვნა და წიგნების კითხვა უყვარს. მისი ძმა დავითი კი მომავალი ექიმია! იგი გვიყვება: “მედიცინა ყოვლისმომცველი სფეროა და ლეპტოპი მის შესწავლაში მეხმარება”.
გიორგის ფილოლიგიურ ფაკულტეტზე სურს ჩაბარება. სკოლაშიც ჰუმანიტარული საგნები - ისტორია და ქართული - უფრო უყვარს და გამოსდის. გიორგი ყველაზე მეტ დროს წიგნების კითხვას უთმობს, რადგან სჯერა, რომ ყოველი კარგი წიგნის წაკითხვის შემდეგ ადამიანი ხდება უკეთესი, ვიდრე მანამდე იყო. ,,ლეპტოპი დამეხმარება უკეთესად სწავლასა და განვითარებაში. მისი საშუალებით მექნება კომუნიკაცია ჩემს მეგობრებთან, ასევე გავიგებ ახალ და მიმდინარე ამბებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. “ - გვიყვება თავად.
“იმისათვის, რომ სრულყოფილად განვვითარდე,ავიმაღლო ცოდნა და ასევე მივიღო სიღრმისეული ინფორმაცია ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც სკოლაში ყოველდღიურად მჭირდება,ჩემთვის აუცილებელია კომპიუტერი და ინტერნეტთან სრული წვდომა.ჩემი მომავალი პროფესიაც დაფუძნებულია კომპიუტერთან მუშაობაზე.” - გვიყვება ნატალია, არქიტექტორობა აქვს გადაწყვეტილი! ყველაზე მეტად ცხოველებთან დროის გატარება და წიგნის კითხვა უყვარს.
მარიამს პედაგოგობა გადაუწყვიტავს, უნივერსიტეტიც შეარჩია - ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. “ლეპტოპის ქონის შემთხვევაში სრულყოფილად შევძლებ მეცადინეობას, რაც საწინდარია იმისა, რომ გავხდე წარმატებული სტუდენტი და გავიუმჯობესო ჩემი ცხოვრება.” - გვიყვება მარიამი. თავისუფალ დროს ხატვა უყვარს, რადგან სიმშვიდეს ანიჭებს.
მამუკას გადაწყვეტილი აქვს, რომ ელექტრიკოსი გახდეს. სკოლის საგნებიდან ისტორია უყვარს ყველაზე მეტად, რადგან ბევრ საინტერესო ინფორმაციას იგებს, როგორც სამშობლოს, ასევე მთელი მსოფლიოს შესახებ. მისი თქმით, კომპიუტერს ამ მიმართულებით ცოფნის უფრო გასაღრმავებლად გამოიყენებს. “თავისუფალ დროს ჩემი მცირე ინტერიერით რაიმე ახლის შექმნა მომწონს” - ამბობს მამუკა.
“ლეპტოპი, საჭირო ინფორმაცისთვის გასაცნობად და სასწავლებლად მჭირდება” - გვიყვება ჯაბა. როდესაც ვკითხეთ თუ რისი კეთება უყვარდა ყველაზე მეტად, გვიპასუხა, რომ გაჭირვებული ადამიანების დახმარება, რადგან მათი ცხოვრება აღელვებს.