მოსწავლეები

ჩართულია
ანანო (16) და გიორგი (17)

ანანოს ჯერ ვერ გადაუწყვტავს სამომავლო პროფესია. მისთვის არ არსებობს სკოლაში ისეთი საგანი რომელიც არ უყვარს. გიორგის კი გამორჩეულად მათემატიკა, სპორტი და ისტორია უყვარს. აპირებს, ფეხბურთელი გამოვიდეს, სწორედ ამიტომ ბევრს ვარჯიშობს. ფიქრობენ, რომ კომპიუტერი სწავლასა და განვითარებაში ძალიან დაეხმარებათ.

ჩართულია
ნათია (17)

ნათიას საყვარელი საგანი სკოლაში ინგლისურია. თავისუფალ დროს კი ხატვა უყვარს. ჯერ არ იცის, რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ. თუმცა უნივერსიტეტში სწავლა ნამდვილად უნდა. ფიქრობს, რომ კომპიუტერი და ინტერნეტი ცოდნის მიღებაში და განვითარებაში ძალიან დაეხმარება.

ჩართულია
გიორგი (17)

გიორგის ჯერ არ გადაუწყვიტავს, რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ. თუმცა უნივერსიტეტში სწავლა ძალიან უნდა. როგორც გვიყვება, თავისუფალ დროს ძალიან უყვარს ძველი გამოუყენებელი ნივთებისგან ახალი ნივთების შექმნა.

ჩართულია
თამარი (16)

თამარს სკოლაში განსაკუთრებით ქართული, ქიმია და ბიოლოგია უყვარს. სამომავლოდ აპირებს მზარეული გამოვიდეს. როგორც გვიყვება, თავისუფალ დროს ხშირად კითხულობს და ამზადებს სხვადასხვა კერძებს. რაც შეეხება ინტერნეტს და კომპიუტერს, მისი თქმით, ონლაინ გაკვეთილებზე დასასწრებად ძალიან დაეხმარება.

ჩართულია
კოტე (16) და ვანო (16)

კოტეს და ვანოს ჯერ არ აქვთ გადაწყვეტილი, რა პროფესიას აირჩევენ სამომავლოდ. თუმცა ორივეს ძალიან უყვართ მათემატიკა და ასევე თემების წერა. ფიქრობენ, რომ ინტერნეტის და კომპიუტერის მეშვეობით უფრო მეტს ისწავლიან და განვითარდებიან.

ჩართულია
გიორგი (16)

გიორგის სამომავლო პროფესია ჯერ არ შეურჩევია. თუმცა, მისი საყვარელი საგნები ისტორია, სპორტი და რუსულია. რაც შეეხება ჰობს, ძალიან უყვარს რაგბი და ცდილობს ხშირად ითამაშოს.

ჩართულია
მანანა (16)

მანანას სამხატვრო აკადემიაში სურს სწავლის გაგრძელება, თუმცა მიმართულება ჯერ ვერ შეარჩია. როგორც გვიყვება, ძალიან უყვარს ხატვა და კითხვა. სკოლის საგნებიდან კი განსაკუთრებით ინგლისური, ბიოლოგია და ქართული უყვარს. ფიქრობს, რომ კომპიუტერი პირველ რიგში, ონლაინ გაკვეთილებზე სრულფასოვნად დასწრებაში დაეხმარება.

ჩართულია
გიორგი (17)

გიორგის სკოლაში სამოქალაქო განათლება და ისტორია ყველაზე მეტად უყვარს. თავისუფალ დროს კი ფანდურზე უკრავს. ჯერ არ აქვს არჩეული, სად ან რაზე გააგრძელებს სწავლას სკოლის შემდეგ, თუმცა ფიქრობს, რომ ინტერენტი და კომპიუტერი სწავლასა და განვითარებაში ძალიან დაეხმარება.

ჩართულია
მარიამი (16)

„მე კომპიუტერი და ინტერნეტი მომცემს საშუალებას რომ უფრო უკეთესად ვისწავლი სასკოლო და არა მარტო სასკოლო მასალა . ასევე დამეხმარება სხვადასხვა უნარ-ჩვევების განვითარებაში.“ - გვიყვება მარიამი. სამომავლო პროფესია ჯერ არჩეული არ აქვს, მაგრამ უნივერსიტეტი უკვე შეარჩია - ქუთაისის საერთაშორისო უნივერიტეტში სურს სწავლის გაგრძელება! რაც შეეხება თავისუფალ დროს, ძალაინ უყვარს კითხვა.

ჩართულია
ნიკა (15)

ნიკას ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, სად ან რაზე გააგრძელებს სწავლას სამომავლოდ. თუმცა სკოლაში მისი საყვარელი საგნები მატემატიკა და სპორტია. რაც შეეხება თავისუფალ დროს, როგორც გვიყვება, ოჯახის წევრებს საოჯახო საქმეებში ეხმარება. აპირებს, კომპიუტერი ონლაინ გაკვეთილებზე აქტიურად დასასწრებად გამოიყენოს.

ჩართულია
გიორგი (15)

გიორგის სკოლაში ყველა საგანი თანაბრად უყვარს და სწვალობს. სამომავლო პროფესიაზე ჯერ კიდევ ფიქრობს, თუმცა უნივერსიტეტში სწავლა გადაწყვეტილი აქვს. რაც შეეხება თავისუფალ დროს, ძალიან უყვარს სხვადასხვა ლიტერატურის კითხვა.

ჩართულია
ზინიკო (15)

ზინიკოს სამომავლო პროფესია ჯერ არჩეული არ აქვს, თუმცა მისი საყვარელი საგნები სკოლაში მათემატიკა და ქართულია.ფიქრობს, რომ ინტერნეტი და კომპიუტერი გამოიყენოს, როგორც ონლაინ გაკვეთილებზე დასასწრებად ასევე, საინტერესო ინფორმაციების მოსაძიებლად.