მოსწავლეები

ჩართულია
ნათია (16)

ნათიასთვს არ არსებობს სკოლაში ისეთი საგანი, რომელიც არ უყვარს. თავისუფალ დროს კითხვა ძალიან უყვარს, რადგან მის საშუალებით ბევრ რამეს სწავლობს. სამომავლოდ რა თქმა უნდა სწავლის გაგრძელებას უნივერსიტეტში აპირებს, მაგრამ ჯერ ვერ გადაწყვიტა რა პროფესიას აირჩევს.

ჩართულია
მარიამი (15)

მარიამს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ, თუმცა უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება ძალიან უნდა. როგორც გვიყვება, თავისუფალ დროს ძალიან უყვარს ხატავ, რადგან მისთვის ეს პროცესი განტვირთვის კარგი საშუალებაა. აპირებს, კომპიუტერი და ინტერნეტი სხვადასხვა მისთვის საჭირო ინფორმაციის მოსაძიებლად, ცოდნის გასაღრმავებლად და ონლაინ გაკვეთილებზე დასასწრებად გამოიყენოს.

ჩართულია
რევაზი (14)

რევაზს პოლიციელობა სურს! მისი საყვარელი საგნები სკოლაში მათემატიკა და ისტორიაა. თავისუფალ დროს კი ხელსაქმით არის დაკავებული. აპირებს, კომპიუტერი სწავლაში აქტიურად გამოიყენოს.

ჩართულია
ზურა (16)

ზურას სკოლაში განსაკუთრებით სპორტი და ქართული უყვარს. თავისუფალ დროს კი ხატვა იტაცებს. ჯერ არ იცის რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ, თუმცა იცის, რომ კომპიუტერი და ინტერენტი სწავლაში აუცილებლად დაეხმარება.

ჩართულია
მარსელო (17)

მარსელოს სპორცმენობა გადაუწყვიტავს! მისი საყვარელი საგანი სკოლაში ქართულია, რაც შეეხება თავისუფალ დროს, ფრენბურთის თამაში ძალიან უყვარს. ფიქრობს, რომ კომპიუტერი საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩასართავად ძალიან დაეხმარება.

ჩართულია
ანი (14)

„ეპიდ სიტუაციის გათვალისწინებით სკოლა რამდენჯერმე გადავიდა დისტანციურ რეჟიმზე და მე ამ პერიოდში ვერ ვახერხებდი გაკვეთილებზე დასწრებას. კომპიუტერისა და ინტერნეტის წყლობით შევძლებ ჩავერთო საგაკვეთილო პროცესში და გავიღრმავო ცოდნა. ასევე შემეძლება დამატებითი მასალების მოძიება და ახალი ინფორმაციის შემეცნება“ - გვიყვება ანი. მისთვის განსაკუთრებით საყვარელი საგანი სკოლაში ქართული ენა და ლიტერატურაა. რაც შეეხება ჰობს, ძალიან უყვარს ხატვა და ფიქრობს, კარგადაც გამოსდის.

ჩართულია
გურამი (16)

გურამის საყვარელი საგნები სკოლაში ქართული, მათემატიკა და ისტორიაა. თავისუფალ დროს კი კალათბურტის თამაში უყვარს. სამომავლო პროფესია მართალია ჯერ არჩეული არ აქვს, თუმცა უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება აუცილებლად უნდა. „ონლაინ გაკვეთილების დროს ყოველთვის ვერ ვახერხებ გაკვეთილებზე დასწრებას, სათანადო ტექნიკისა და ინტერნეტის არ ქონის გამო. ბევრ საგანში ჩამოვრჩი პროგრამას სამწუხაროდ. ვფიქრობ, რომ ონლაინ გაკვეთილებს თუ დავესწრები ჩემი სწავლის ხარისხი გამოსწორდება“ - გვიყვება გურამი.

ჩართულია
სალომე (14)

სალომეს ფარმაცევტობა გადაუწყვიტავს! თუმცა უნივერსიტეტი ჯერ ვერ შეარჩია. სკოლაში განსაკუთრებით ქართული ენა და ლიტერატურა უყვარს, ვინაიდან კითხვა და ლიტერატურა ძალიან იტაცებს. როგორც გვიყვება, კომპიუტერი დისტანციური სწავლების პროცესში განსაკუთრებით დაეხმარება, რათა აქტიურად შეძლოს დასწრება გაკვეთილებზე.

ჩართულია
რომა (16)

რომას სამომავლოდ უნივერსიტეტში ჩაბარება გადაუწყვიტავს, თუმცა ჯერ კიდევ ფიქრის პროცესშია თუ რა პროფესიას აირჩევს. როგორც გვიყვება, კითხვა ძალიან უყვარს. სკოლაშიც მისი გამორჩეულად საყვარელი საგანი ქართული ენა და ლიტერატურაა. აპირებს, კომპიუტერი აქტიურად გამოიყენოს სწავლის პროცესში.

ჩართულია
მარიამი (15)

მარიამს სკოლაში განსაკუთრებით სპორტის გაკვეთილი უყვარს. მათემატიკა და ფიზიკა კი არა, რადგან ერთულება. თავისუფალ დროს საოჯახო საქმეებეში ეხმარება ოჯახის წევრებს. რაც შეეხება კომპიუტერს, ფიქრობს, რომ ძალიან დაეხმარება ონლაინ გაკვეთილებზე დასწრებაში.

ჩართულია
მარიამი (15)

მარიამს ჯერ არ გადაუწყვიტავს, რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ ან სად გააგრძელებს სწავლას. როგორც გვიყვება, თავისუფალ დროს ცდილობს საოჯახო საქმეებში მიეხმაროს მშობლებს. ფიქრობს, კომპიუტერი და ინტერნეტი დისტანციური სწავლების პერიოდში ძალიან დაეხმარება. "

ჩართულია
ლუკა (16)

ლუკას სხვადასხვა ლიტერატურის კითხვა ძალიან უყვარს. სკოლაშიც მისი განსაკუთრებით საყვარელი საგანი ქართულია. აპირებს, ინტერნეტი და კომპიუტერი გაკვეთილების მოსამზადებლად და სხვადასხვა მისთვის საინტერესო ინფორმაციის მოსაძიებლად გამოიყენოს.