მოსწავლეები

ჩართულია
მარი (17)

მარის საყვარელი საგანი ბიოლოგიაა. სამომავლოდ ჯერ არ იცის, რა პროფესიის გამოვა, თუმცა უნივერისტეტში სწავლა გადაწყვეტილი აქვს. ფიქრობს, რომ ინტერნეტი და კომპიუტერი სწავლასა და განვითარებაში დაეხმარება.

ჩართულია
ანამარია (15)

ანამარიამ ჯერ არ იცის, რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ. როგორც გვიყვება, თავისუფალ დროს ძალიან უყვარს კითხვა. რაც შეეხება ინტერნეტს და კომპიუტერს, ფიქრობს, რომ ახალი ინფორმაციის გაგებაში და ონლაინ სწავლების პროცესში ძალიან დაეხმარება.

ჩართულია
გიორგი (15)

გიორგის საყვარელი საგნები სკოლაში ქიმია და ინგლისურია. სამომავლოდ სწავლის გაგრძელებას უნივერსიტეტში აუცილებლად აპირებს, მაგრამ ჯერ პროფესია არ აურჩევია. მისი თქმით, ინტერნეტი და კომპიუტერი სწავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებლად დაეხმარება.

ჩართულია
გიორგი (17)

გიორგის სამომამავლო პროფესია ჯერ არ აურჩევია. როგორც გვიყვება, თავისუფალ დროს ფილმების ყურება, ფეხბურთის თამაში და თევზაობა უყვარს. ფიქრობს, რომ კომპიუტერი და ინტერნეტი სწავლაში ძალიან დაეხმარება, მითუმეტეს დისტანციური სწავლების პერიოდში.

ჩართულია
ნიკა (14)

ნიკას საყვარელი საგანი სკოლაში სპორტია. თავისუფალ დროს კი ხეზე მუშაობით არის გატაცებული. ჯერ არ გადაუწყვიტავს, სად ან რაზე გააგრძელებს სწავლას, თუმცა ფიქრობს, რომ კომპიუტერი სწავლაში ძალიან დაეხმარება.

ჩართულია
ელენე (14)

ელენეს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ. როგორც გვიყვება, თავისუფალ დროს წიგნების კითხვა ძალიან უყვარს. აპირებს, კომპიუტერი სწავლაში აქტიურად დაიხმაროს.

ჩართულია
ლიზი (15)

ლიზის საყვარელი საგანი სკოლაში სპორტია. თავისუფალ დროს კი წიგნების კითხვა უყვარს. მართალია სამომავლო პროფესია ჯერ არ აურჩევია, მაგარამ ფიქრობს, რომ ინტერნეტი და კომპიუტერი სწავლაში ძალიან დაეხმარება.

ჩართულია
სალომე (15)

სალომესთვის არ არსებობს სკოლაში ისეთი საგანი, რომელიც არ უყვარს. რაც შეეხება თავისუფალ დროს, ხატვით და სხვადასხვა ლიტერატურის კითხვით არის გატაცებული. სამომავლოდ კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტი სურს გამოვიდეს! სწორედ ამ მიმართულებით სურს სწავლის გაგრძელება უნივერსიტეტში. „ვფიქრობ, ლეპტოპის მიღება ხელს შემიწყობს უკეთ ავითვისო კომპიუტერული ტექნოლოგიები, მოვიძიო საჭირო რესურსები და მივიღო დამატებითი ინფორმაცია სხვადასხვა საგნებში.“ - გვიყვება სალომე.

ჩართულია
გიორგი (16)

გიორგის მზარეულობა სურს! როგორც გვიყვება, თავისუუფალ დროს სწორედ მზარეულობას უთმობს. ფიქრობს, ინტერნეტი და კომპიუტერი პირველ რიგში დისტანციური სწავლების პროცესში აქტიურად ჩართვაში დაეხმარება, რაც მანამდე დიდ პრობლემას წარმოადგენდა მისთვის.

ჩართულია
შალვა (14)

შალვას სამომავლო პროფესია ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, თუმცა უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებას აუცილებლად აპირებს. სკოლაში მისი განსაკუთრებით საყვარელი საგანები ისტორია და ინგლისურია. თავისუფალ დროს კი მზარეულობით არის გატაცებული. ფიქრობს, რომ კომპიუტერი როგორც დისტანციური სწავლების პროცესში დაეხმარება, ასევე მისი საშუალებით შეძლებს მრავალმხრივ განივითაროს გონება.

ჩართულია
თამარი (15)

თამარს ჯერ არ გადაუწყვიტავს, რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ. თუმცა, უნივერსიტეტში სწავლა ძალიან უნდა. როგორც გვიყვება, ონლაინ სწავლების პერიოდში ძალიან უჭირდა საგაკვეთილო პროცესზე დასწრება და აქტიურად ჩართვა აქტივობებში, რადგან არ ქონდა შესაბამისი ტექნიკა. ახლა კი ეს ყველაფერი ლეპტობის დახმარებით ძალიან გაუადვილდება.

ჩართულია
მაკა (15)

მართალია მაკას ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ, თუმცა სკოლაში მისი განსაკუთრებით საყვარელი საგნები გეოგრაფია და სპორტია. ფიქრობს, რომ კომპიუტერი სწავლაში ძალიან დაეხმარება, რადგან მანამდე ვერ ახერხებდა ონლაინ გაკვეთილებზე დასწრებას და აქტიურობას.