მოსწავლეები

ჩართულია
ლიკა (15)

ლიკას ინგლისური ძალიან უყვარს. აპირებს, სამომავლოდ სწორედ ინგლისურის მიმართულებით გააგრძელოს სწავლა უნივერსიტეტში, თუმცა ჯერ უნივერისიტეტი არ აურჩევია. თავისუფალ დროს კითხვა ძალიან უყვარს. მისი თქმით, ეს ცნობიერების გამდიდრებაში ძალიან ეხმარება.

ჩართულია
ჯაბა (15)

ჯაბას ცხოველები ძალიან უყვარს და ცდილობს, როგორც შეუძლია დაეხმაროს და უპატრონოს მათ. სამომავლო პროფესია ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, თუმცა ფიქრობს, რომ კომპიუტერი დაეხმარება ბევრი საჭირო ინფორმაციის მოძიებაში და სწავლაში.

ჩართულია
მარიამი (15)

მარიამს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, სად ან რაზე გაააგრძელებს სამომავლოდ სწავლას, თუმცა სკოლაში მისი საყვარელი საგნები მათემატიკა და ქიმია. როგორც გვიყვება, თავისუფალ დროს კერძების მომზადება და კითხვა უყვარს. ფიქრობს, რომ კომპიუტერი და იტერნეტი სწავლაში და ახალი ინფორმაციების მოძიებაში ძალიან დაეხმარება.

ჩართულია
სარა (15)

სარას საყვარელი საგნები სკოლაში ბიოლოგია, ქართული, ინგლისური და სამოქალაქო განათლებაა. ჯერ არ იცის დაზუსტებით, სად ან რაზე გააგრძელებს სწავლას სამომავლოდ, თუმცა მზარეულობით და მოდელობით არის დაინტერესებული. ძალიან უყვარს წერა და ოცნებობს საკუთარი წიგნის დაწერაზე. ფირობს, რომ ინტერენტი და კომპიტერი სწავლაში ძალიან დაეხმარება.

ჩართულია
ლუკა (15)

ლუკას კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტი სურს გამოვიდეს! თუმცა უნივერსიტეტი ჯერ არ შეურჩევია. „მიყვარს ფეხბურთის თამაში და მხატვრული ლიტერატურის კითხვა, რადგან ორივე მათგანი მანიჭებს სიამოვნებას.“ - გვიყვება ლუკა. მისთვის მნიშვნელოვანია კომპიუტერის და ინტერნეტის ქონა, რადგან როგორც გაკვეთილებზე აქტიურად დასასწრებად სჭირდება, ასევე კარიერული განვითარების მხრივაც.

ჩართულია
ფოთოლა (16)

ფოთოლას ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ. როგორც გვიყვება, სკოლაში ყველა საგანი თანაბრად უყვარს და სწავლობს. თავისუფალ დროს კითხვა უყვარს. რაც შეეხება კომპიუტერს, აპირებს სწავლაში აქტიურად დაიხმაროს.

ჩართულია
ვალერი (16)

ვალერისთვის არ არსებობს ისეთი სკოლის საგანი რომელიც არ უყვრას. ჯერ არ აქვს არჩეული სამომავლო პროფესია, თუმცა უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება ძალიან უნდა. ფიქრობს, რომ ინტერნეტი და კომპიუტერი სწავლისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩართულია
მიხეილი (15)

„ლეპტოპი აუცილებლად საჭიროა განათელბის მისაღებად, ონლაინ გაკვეთილებზე დასასწრებად, მე კი მინდა მედალი ავიღო, ძალიან კარგად ვისწავლო, კარგი სპეციალისტი გამოვიდე იმ დარგში, რასაც ავირჩევ და გამოვადგე ჩემს ქვეყანასა და ჩემს ხალხს.“ - გვიყვება მიხეილი. მართალია ჯერ არ აქვს არჩეული სამომავლო პროფესია, მაგრამ უნივერისტეტში სწავლის გაგრძელებას აუცილებლად აპირებს.

ჩართულია
მონიკა (16)

მონიკას ჯერ არ გადაუწყვიტავს, რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ. თუმცა სკოლაში განსაკუთრებით უცხო ენები იტაცებს. თავისუფალ დროს კი კითხვა უყვარს. მისი თქმით, ინტერნეტის და კმპიუტერის დახმარებით დაესწრება ონლაინ გაკვეთილებს, რასაც აქამდე ვერ ახერხებდა.

ჩართულია
ვაჟა (16)

ვაჟას საყვარელი საგანი სკოლაში ინგლსურია. ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, სად ან რაზე გააგრძელებს სწვლას სამომავლოდ. თვისუფალ დროს, როგორც გვიყვება, ხატავს. აპირებს კომპიუტერი სწავლაში აქტიურად გამოიყენოს.

ჩართულია
ჯამბული (17)

ჯამბულიმ ჯერ არ იცის, სად ან რაზე გაგრძელებს სწავლას სამომავლოდ, თუმცა მისი საყვარელი საგანი მათემატიკაა. როგორც გვიყვება, ძალიან უყვარს ხელობა, რადგან კარგად გამოსდის. ფიქრობს, რომ კომპიუტერი სწავლაში ძალიან დაეხმარება.

ჩართულია
სალომე (18) და მარი (16)

სალომეს სამომავლო პროფესია უკვე არჩეული აქვს - ფსიქოლოგობა სურს! როგორც გვიყვება, წიგნების კითხვა ძალიან უყვარს, განსაკუთრებით კი დეტექტიური ჟანრის. მარის კი კომპქსების კითხვა უყვარს. რაც შეეხება მის საყვარელ საგნებს, ისტორია, გეოგრაფია და სამოქალაქო განათლება განსაკუთრებით უყვარს. „ რადგან ონლაინ სწავლისთვის შესაბამისი პირობები არ გამაჩნია, ამის გამო ვერ ვახერხებ სათანადოდ საწავლას ეს კი მომავალში ხელს შემიშლის მოვხვდე სასურველ სასწავლებელში და გავხდე საკუთარი საქმის პროფესიონალი.“ - გვიყვება მარი.