მოსწავლეები

ჩართულია
ჟანა (17)

ჟანას ფილოლოგობა გადაუწყვიტავს, თუმცა ჯერ უნივერსიტეტი არ აურჩევია. როგორც გვიყვება, ძალიან უყვარს მხატრული ლიტერატურის კითხვა, რადგან მისი თქმით, ბევრ რამეს სწავლობს. ფიქრობს, რომ ინტერენტი და კომპიუტერი როგორც ონლაინ გაკვეთილებზე აქტიურად დასწრებაში დაეხმარება, ასევე სამომავლოდ პროფესიულ განვითარებაშიც.

ჩართულია
ვალერი (15)

ვალერის ჯერ არ გადაუწუვიტავს, რა პროფესიის გამოვა სამომავლოდ. თუმცა განსაკუთრებით საყვარელი საგანი სკოლაში ინგლისურია. თავისუფალ დროს კი ხატვა და სპორტი იტაცებს. მისი თქმით, კომპიუტერი პირველ რიგში სწავლის პროცესში აქტიურად ჩართვაში დაეხმარება.

ჩართულია
ანასტასია (16) და ნინი (14)

ანასტასია აპირებს ინგლისურ ფილოლოგიაზე გააგრძელოს სწავლა სამომავლოდ. თავისუფალ დროს მზარეულობით არის გატაცებული. როგორც გვიყვება, ძალიან უყვარს როცა მის გაკეთებულ კერძს სხვები აგემოვნებენ და მოსწონთ. ნინის კი იურისტობა სურს და სწორედ ამიტომ, გეგმავს საერთაშორისო სამართლის განხრით გააგრძელოს სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ფიქრობენ, რომ ინტერნეტი და კომპიუტერი როგორც ონლაინ სწავლების პროცესში დაეხმარებათ, ასევე დაეხმარებათ სამომავლო მიზნების მიღწევაშიც.

ჩართულია
ცირა (16)

ცირას ინგლისურის ფილოლოგობა სურს! თუმცა უნივერსიტეტი ჯერ არ შეურჩეევია. თავისუფალ დროს ცეკვა და კითხვა უყვარს. მისი თქმით, კომპიუტერი საკუთარი კარიერული მიზნების მირწევაში ძალიან დაეხმარება.

ჩართულია
ვაჟა (15)

ვაჟას კომპიუტერული ტექნოლოგიების სქეციალისტი სურს გამოვიდეს! ამიტომ, აპირებს, პროფესიულ კოლეჯში გააგრძელოს სწავლა ამ მიმართულებით. ფიქრობს, რომ კომპიუტერი დაეხმარება როგორც სწავლაში, ასევე კარიერულ განვითარებაშიც.

ჩართულია
ირაკლი (14)

ირაკლის ხატვა და წიგნების კითხვა ძალიან უყვარს. ჯერ არ იცის, სად ან რაზე გააგრძელბს სწავლას სამომავოდ, თუმცა ფიქრობს, რომ სწავლაში და საკუთარი თავის განვითარებაში ინტერნეტი და კომიუტერი ძალიან დაეხმარება.

ჩართულია
რომანი (16)

რომანს სკოლაში გეოგრაფია და ბიოლოგია განსაკუთრებით უყვარს. ჯერ ვერ გადაწყვიტა, რა პროფესიის გამოვა მომავალში, თუმცა უნივერისტეტიში სწავლა ძალიან უნდა. ფიქრობს, რომ ინტერენტი და კომპიუტრი სწავლაში და განვითარებაში ძალიან დაეხმარება.

ჩართულია
ნანუკა (16)

ნანუკას ჯერ არ გადაუწყვიტავს რა პროფესიის გამოვა მომავლაში, თუმცა უნივერისტეტში სწავლა ძალიან უნდა. თავისუფალ დროს, როგორც გვიყვება, კლასგარეშე ლიტერატურის კითხვა იტაცეს. აპირებს, ლეპტოპი სწავლის პროცესში აქტიურად გამოიყენოს.

ჩართულია
ალექსი (15)

ალექსის სამომავლო პროფესია უკვე არჩეული აქვს - მსახიობობა სურს! თავისუფალ დროს ხატვით არის გატაცებული. ფიქრობს, რომ ინტერნეტი და კომპიუტერი სწავლაში და განვითარებაში დაეხმარება.

ჩართულია
გიორგი (17)

გიორგის ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, სად ან რაზე გააგრძელებს სწავლას სამომავლოდ, თუმცა უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებას აპირებს. სკოლაში მათემატიკა და ქართული უყვარს განსაკუთრებით. რაც შეეხება ინტერნეტს და კომპიუტერს, ფიქრობს, რომ სწავლაში ძალიან დაეხმარება.

ჩართულია
ნიკოლოზი (14)

ნიკოლოზის საყვარელი საგანი სკოლაში ინგლისურია. თავისუფალ დროს კი ფილმების ყურება იტაცებს. ჯერ არ გადაუწყვიტავს სამომავლო პროფესია, თუმცა ფიქრობს, რომ კომპიუტერი სწავლის პროცესში ძალიან დაეხმარება.

ჩართულია
აკაკი (17) და ნიკოლოზი (16)

აკაკის და ნიკოლოზს სამომავლო პროფესია ჯერ არჩეული არ აქვთ. თუმცა უნივერისტეტში სწავლის გაგრძელება ორივეს უნდა. ფიქრობენ, რომ ინტერნეტი სწავლაში ძალიან დაეხმარებათ.