მარიამმა ჯერ არ იცის, რა პროფესიის გამოვა მომავალში ან სად გააგრძელებს სწვლას, თუმცა მისი საყვარელი საგანი სკოლაში მათემატიკაა. თავისუფალ დროს კი მზარეულობით არის გატაცელი. აპირებს კომპიუტერი სწავლის პროცესში აქტიურად დაიხმაროს.
ლუკასთვის არ არსებობს სკოლაში ისეთი საგანი, რომელიც არ უყვარს. თუმცა გამორჩეულად მაინც მათემატიკა უყვარს. მართალია ჯერ არ გადაუწყვიტავს, რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ, მაგრამ უნივერსიტეტში სწავლა გადაწყვეტილი აქვს. თავისუფალ დროს რაც შეეხება, ფეხბურთის თამაში იტაცებს. ფიქრობს, რომ ინტერნეტი და კომპიუტრი უკეთესი განათლების მიღებაში დაეხმრება.
გიორგის მართალია ჯერ არ გადაუწყვიტავს, რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ, თუმცა ხეზე მუშაობა ძალიან უყვარს. საყვარელი საგნები სკოლაში ისტორია და სამოქალაქო განათლებაა. რაც შეეხება ინტერნეტს და კომპიუტერს, ფიქრობს, რომ სწავლაში ძალიან დაეხმარება.
ნიკას ისტორიკოსობა გადაუწყვიტავს! მისი საყვარელი საგნები სკოლაში ისტორია და ქართულია. ანას კი სამომავლო პროფესია ჯერ არ შეურჩევია. თუმცა უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება ძალიან უნდა. თავისუფალ დროს, როგორც გვიყვება, წიგნების კითხვა და ფილმების ყურება იტაცებს.
თამარის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სურს სწავლის გაგრძელება სამართლის მიმართულებით. თავისუფალ დროს ძალიან უყვარს სიმღერა, როგორც ამბობს, ეს მისი ჰობია. ფიქრობს, რომ კომპიუტერი სწავლაში და მეტი ინფორმაციის მიღებაში ძალიან დაეხმარება.
ლილის ფილოლოგობა გადაუწყვიტავს! თუმცა უნივერსიტეტი ჯერ ვერ შაეარჩია. როგორც გვიყვება, თავისუფალ დროს ბევრი რამის კეთება უყვარს, განსაკუთრებით კი ფილმების ყურება და სხვადასხვა წიგნების კითხვა, შემდეგ კი მეგობრებთან ერთად მისი გარჩევა. ფიქრობს, რომ კომპიუტერი სწავლაში და აქტიურობაში ძალიან დაეხმარება.
„დღეს კომპიუტერის გამოყენებით შესაძლებელიაა მრავალი ინფორმაციის მოპოვება,სწავლა და საკუთარი თავის განვითარება“ - გვიყვება ზურაბი. როგორც თავად ამბობს, ყველაფრის კეთება სიამოვნებას ანიჭებს რაც საკუთარი თავის განვითარებაში ეხმარება. მართალია ჯერ ვერ აირჩია სამომავლო პროფესია, თუმცა უნივერსიტეტში სწავლა უკვე გადაწყვეტილი აქვს.
გიორგის მართალია ჯერ არ გადაუწყვიტავს, სად ან რაზე გააგრძელებს სწავლას, თუმცა უნივერსიტეტში სწავლა ძალიან უნდა. „მე ძალიან მინდა მივიღო ლეპტოპი რაც დამეხმარება უკეთ სწავლაში და ცოდნის გაღრმავებაში. ლეპტოპის გარეშე ვერ ვახერხებ ონლაინ გაკვეთილებზე დასწრებას, რაც ჩემს განვითარებას ხელს უშლის.“ - გვიყვება გიორგი
გურამის სკოლაში განსაკუთრებით ქართული, რუსული, მათემატიკა, გეოგრაფია და ბიოლოგია უყვარს. ქიმია და ფიზიკა კი არა რადგან ერთულება. ჯერ არ გადაუწყვიტავს, რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ, თუმცა უნივერსიტეტში სწავლა ძალიან უნდა.
მირანდას სამომავლო პროფესია უკვე არჩეული აქვს - ფარმაცევტობა სურს! საყვარელი საგნები სკოლაში ქართული და ბიოლოგიაა. თავისუფალ დროს კი წიგნის კითხვა უყვარს. მისი თქმით, კომპიუტერი დაეხმარება როგორც სწავლის პროცესში აქტიურად ჩართვაში, ისე სამომავლო გეგმების განხორციელებაში.
თამარს ჯერ აქ აქვს გადაწყვეტილი, სად ან რაზე გააგრძელებს სწავლას სამომავლოდ. თუმცა მისი საყვარელი საგანი სკოლაში ინგლისურია. ვახტანგს კი ფერმერობა გადაუწყვიტავს! ფიქრობს, რომ ინტერნეტი და კომპიუტერი პირველ რიგში სწავლაში ძალიან დაეხმარებათ.
ემზარის პროგრამისტობა გადაუწყვიტავს! მისი საყვარელი საგნები სკოლაში ინგლისური, ფიზიკა და ქართულია. რაც შეეხება თავისუფალ დროს, ძალიან უყვარს წიგნების კითხვა. რუსუდანს კი ფარმაცევტობა სურს. აპირებს, სამმავლოდ სწორედ ამ მიმართულებით ისწავლოს. ფიქრობს, რომ ინტერნეტი და კომპიუტერი სწავლაში აუცილებლად დაეხმარება.