ანის ფარმაცევტობა გადაუწყვიტავს! სკოლაში მისი საყვარელი საგანი ბიოლოგიაა, რუსული კი არ უყვარს. თავისუფალ დროს რაც შეეხება, წიგნბის კითხვით არის გატაცებული. ფიქრობს, რომ კომპიტერი ონლაინ გაკვეთილებზე სრულყოფილად დასწრებაში დაეხმარება.
სალომეს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, რა პროფესიის გამოვა მომავალში თუმცა მისი საყვარელი საგნები სკოლაში ბიოლოგია და გეოგრაფიაა. რაც შეეხება თავისუფალ დროს, ძალიან უყვარს წიგნების კითხვა. მარიამს კი ქორეოგრააფობა სურს, რადგან ცეკვა ძალიან უყვარს. ფიქრობს, რომ ინტერნეტი და კომპიუტერი სწავლაში ძალიან დაეხმარებათ.
ლევანს უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება ტურიზმის მიმართულებით სურს. მაგრამ კონკრეტული უნივერსიტეტი ჯერ ვერ აარჩია. როგორც გვიყვება, ძალიან უყვარს თავისუფალ დროს ფეხბურთის თამაში და საინტერესო ფილმების ყურება. ფიქრობს, რომ ინტერნეტი და კომპიუტერი სწავლაში ძალაინ დაეხმარება.
ნინოს სამომავლო პროფესიად ექთნობა გადაუწყვიტავს. როგორც გვიყვება სკოლაში ყველა საგანი თანაბრად უყვარს. აპირებს, ინტერნეტი სწავლაში აქტიურად გამოიყეონოს.
მარიამისთვის არ არსებობს ისეთი სკოლის საგანი, რომელიც არ უყვარს. მიაჩნია, რომ ყველა საგანი ერთანაირად მნიშვნელოვანია მისთვის, თუმცა განსაკუთრებით მაინც ქიმია და ბოლოგია უყვარს და ყველაზე მეტადაც ეადვილება. რაც შეეხება სამომავლო პროფესიას, ჯერ ვერ გადაწყვიტა. ფიქრობს, რომ კომპიუტერი როგორც სწავლაში, ისე სხვადასხვა პროექტებში აქტიურად მონაწილეობაში ძალიან დაეხმარება.
სალომეს ჯერ არ გადაუწყვიტავს, სად ან რაზე გააგრძელებს სწავლას სამომავლოდ, თუმცა მისი საყვარელი საგნები სკოლაში ქართული, ინგლისური და ისტორიაა. აპირებს, ინტერნეტი სწავლაში აქტიურად გამოიყენოს.
ავთანდილს ექიმობა სურს! მისი საყვარელი საგნები სკოლაში ქიმია და ბიოლოგიაა. აპირებს, კომპიუტერი და ინტერნეტი სწავლაში აქტიურად გამოიყენოს.
ლუკას საყვარელი საგნები სკოლაში ქართული, ისტორია და რუსულია. ჯერ არ იცის ზუსტად სად ან რაზე გააგრძელებს სწავლას. თუმცა თავისუფალ დროს რაგბის თამაში ძალიან უყვარს. აპირებს ინტერნეტი და კომპიუტერი ინფორმაციის მოსაძიებლად გამოიყენოს.
ანის და სალომეს ორივეს ინგლისურის ფილოლოგობა გადაუწყვიტავთ. ანის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სურს სწავლის გაგრძელება, სალომეს კი ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს. ფიქრობენ, რომ კომპიუტერი სწავლაში ძალიან დაეხმარებათ.
ანის საერთააშორისო ურთიეთობებზე ჩაბარება გადაუწყვიტავს. უნივერსიტეტიც უკვე აირჩია - საქართველოს ეროვნულ უნივერისტეტში სურს სწავლის გაგრძელება. თავისუფალ დროს დოკუმენტური ფილმების ყურება იტაცებს. რაც შეეხება ინტერნეტს და კომპიუტერს, ფიქრობს, რომ სწავლაში და სამომავლო მიზნების მიღწევაში აუცილებლად დაეხმარება.
ლაშას საყვარელი საგნები სკოლაში ფიზიკა, ისტორია, მატემატიკა და გეოგრაფიაა. ჯერ არ იცის, რა პროფესიის გამოვა სამომავლოდ, თუმცა უნივერსიტეტში სწავლა ძალიან უნდა. რაც შეეხება თავისუფალ დროს, ძალიან უყვარს ცეკვა, რადგან განტვირთვაში ეხმარება.
ანას ჯერ არ გადაუწყვიტავს, რა პროფესიის გამოვა სამამვლოდ ან სად გააგრძელებს სწავლას, თუმცა მისი საყვარელი საგნები სკოლაში ფიზიკა, ბიოლოგია და ქართულია. რაც შეეხება ჰობს, ძალიან მრავალფეროვანი აქვს. უყვარს პიანინოზე დაკვრა, ცეკვა, ხატვა და კითხვა. ფიქრობს, რომ კომპიუტერი და ინტერენტი სწავლაში და ცოდნის მრავალმხრივ განვითარებაში ძალიან დაეხმარება.