მოსწავლეები

ჩართულია
თორნიკე (17)

თორნიკემ სამომავლო პროფესია უკვე აარჩია - ისტორიკოსობა სურს! სკოლაშიც მისი საყვარელი საგნები ისტორია და ქართულია. რაც შეეხება თავისუფალ დროს, ფეხბურთის თამაში უყვარს. ფიქრობს, რომ სწავლაში კომპიუტერი და ინტერნეტი ძალიან დაეხმარება.

ჩართულია
მედეა (15)

მედეას საყვარელი საგანი სკოლაში ქართულია. რაც შეეხება თავისუფალ დროს, მზარეულობა ძალიან უყვარს. აპირებს, სამომავლო პროფესიაც სწორედ მას დაუკავშიროს და პროფესიონალი მზარეული გახდეს. ფიქრობს, რომ კომპიუტერი და ინტერნეტი პირველ რიგში ონლაინ გაკვეთილებზე სრულყოფილად დასწრებაში დაეხმარება.

ჩართულია
გიორგი (17) და ბექა (15)

გიორგის მართალია ჯერ არ გადაუწყვიტავს რა პროფესიის გამოვა სამომავლოდ, თუმცა უნივერსიტეტი უკვე აარჩაია - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სურს სწავლის გაგრძელება. სკოლაში მისი საყვარელი საგნები ქართული და მათემატიკაა. ბექას კი ისტორიკოსობა სურს! აპირებს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელოს სწავლა. ფიქრობს, რომ ინტერნეტი და კომპიუტერი სწავლაში ძალიან დაეხმარებათ.

ჩართულია
ნინი (15)

ნინის პედაგოგობა გადაუწყვიტავს! თუმცა უნივერსიტეტი ჯერ ვერ აარჩია. თავისუფალ დროს კითხვა ძალიან უყვარს. ფიქრობს, რომ სამომავლო მიზნების მიღწევაში ინტერნეტი და კომპიუტერი ძალიან დაეხმარება.

ჩართულია
გიორგი (14)

გიორგის საყვარელი საგანი სკოლაში ფიზიკაა. მართალია ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი სად ან რაზე გააგრძელებს სწავლას სამომავლოდ, თუმცა აპირებს, კომპიუტერი და ინტერენეტი პირველ რიგში ონლაინ გაკვეთილებზე ჩასართავად გამოიყენოს.

ჩართულია
ნათია (16)

ნათიას სწავლის გაგრძელება ქართული ფილოლოგიის მიმართულებით სურს, თუმცა უნვერსიტეტი ჯერ ვერ შეარჩია. თავისუფალ დროს, როგორც გვიყვება ძალიან უყვარს კლასგარეშე ლიტერატურის კითხვა. რაც შეეხება ინტერენეტს, აპირებს პირველ რიგში ონლაინ გაკვეთილებზე დასასწრებად გამოიყენოს.

ჩართულია
გიორგი (15)

გიორგის ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი სად ან რაზე გააგრძელებს სწავლას სამომავლოდ, თუმცა უნივრსიტეტში სწავლის გაგრძელებას აუცილებლად აპირებს და მიაჩნია, რომ კომპიუტერი და ინტერნეტი ამ მიზნის მიღწევაში ძალიან დაეხმარება.

ჩართულია
ნინო (16)

ნინოს სამომავლო პროფესია მართალია ჯერ არ აურჩევია, თუმცა სკოლაში მისი საყვარელი საგნები გეოგრაფია და ქართულია. როგორც გვიყვება, მოთხრობების კითხვა ძალიან უყვარს და ხშირადაც კითხულობს. აპირებს, ნტერნეტი და კომპიუტერი პირველ რიგში ონლაინ სწავლების პროცესში აქტიურად ჩასართავდ გამოიყენოს.

ჩართულია
ლიკა (17)

ლიკას საყვარელი საგნები ისტორია, ქართული და ინგლისურია. აპირებს, სამომავლოდ სწავლა უნივერსიტეტში გააგრძელოს, თუმცა ჯერ ვერ გადაწყვიტა, რა მიმართულებით. ფიქრობს, რომ ინტერნეტი სწავლაში ძალიან დაეხამრება.

ჩართულია
საბა (18)

საბას მართალია ჯერ არ აქვს არჩეული სამომავლო პროფესია, თუმცა უნივერსიტეტში სწავლა ძალიან უნდა. მისი საყვარელი საგნები სკოლაში ქართული, ისტორია და ინგლისურია. რაც შეეხება ინტერნეტს, აპირებს, პირველ რიგში ონლაინ გაკვეთილებზე დასასწრებად გამოიყენოს.

ჩართულია
ვაჟა (18)

ვაჟას საყვარელი საგნები სკოლაში ისტორია, ქართული და ინგლისურია. სამომავლო პროფესიად ჟურნალისტიკა გადაუწყვიტავს! აპირებს, სწორედ ამ მიმართულებით გააგრძელოს სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. როგორც გვიყვება, ცდილობს აქტიურად იყოს ჩართული სხვადასხვა პროექტებსა და აქტივობებში, სწორედ ამიტომ ინტერნეტი და კომპიუტერი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩართულია
მარიამი (17)

" „კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე ბოლო ორი წლის განმავლობაში მუდმივად მიწევდა ონლაინ გაკვეთილებზე დასწრება, როგორც სკოლაში, ისე რეპეტიტორებთან, ამიტომ ტელეფონით იმ ყოველივეს შესრულება რასაც კომპიუტერით შეძლებ, ცოტა რთული საქმეა. იქიდან გამომდინარე, რომ ვარ აბიტურიენტი, უფრო მეტი დატვირთვით უნდა ვიმუშაო ჩემს თავზე, რომ მიზანს მივაღწიო. ამიტომ, ჩემი აზრით, შევძლებ ლეპტოპის სრულფასოვნად ათვისებას კარიერული განვითარებასა და წინსთვლისთვის.“ - გვიყვება მარიამი. სამომავლოდ პროფესიაც უკვე აირჩია - მასწავლებლობა სურს! რაც შეეხება ჰობს, ძალიან უყვარს ცეკვა და პიანინოზე დაკვრა. როგორც აღნიშნავს, 12 წელია უკვე რაც უკრავს. "