ნათიას ჯერ არ გადაუწყვიტავს, სად ან რაზე გააგრძეებს სწავლას სამომავლოდ. ძალიან უყვარს ტკბილეულის მომზადება და ფიქრობს, რომ კარგადაც გამოსდის. აპირებს, ინტერნეტი და კომპიუტერი სწვალაში აქტიურად გამოიყენოს.
აკაკის ფსიქოლოგობა გადაუწყვიტავს! სწორედ ამიტომ აპირებს სწავლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელოს. სკოლაში განსაკუთრებით ქართული, ინგლისური და ისტორია უყვარს. რაც შეეხება ინტერნეტს, ფიქრობს, რომ სწავლაში ძალიან დაეხმარება.
ბადრის ჯერ არ აქვს არჩეული სამომავლო პროფესია, თუმცა უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებას აუცილებლად აპირებს! საყვარელი საგნები სკოლაში ისტორია, ქართული და ბიოლოგიაა. ფიზიკა კი არ უყვარს, რადგან ერთულება. თავისუფალ დროს სპორტი და ცხენზე ჯირითი იტაცებს. რაც შეეხება ინტერნეტს და კომპიუტერს, აპირებს სწავლაში აქტიურად დაიხმაროს.
მარიკასთვის არ არსებობს ისეთი სკოლის საგანი რომელიც არ უყვარს, თუმცა განსაკუთრებით მაინც ქართული იტაცებს. როგორც გვიყვება, თავისუფალ დროს განსატვირთად ხშირად ხატავს. მართალია ჯერ არ გადაუწყვიტავს სად ან რაზე გააგრძელებს სწავლას. თუმცა ფიქრობს, რომ ინტერნეტი და კომპიუტერი ბევრ რამეში დაეხმარება, პირველ რიგში კი სწავლაში და საკუთარი თავის განვითარებაში.
თამუნას სამომავლო პროფესია უკვე არჩეული აქვს - იურისტობა გადაუწყვიტავს! სწორედ ამიტომ აპირებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელოს სწავლა. თავისუფალ დროს კითხვით არის გატაცებული. ფიქრობს, რომ ინტერენტი და კომპიუტერი დღეს განათლების მისაღებად უმნიშვნელოვანესია.
„ყოველთვის ვცდილობ დრო მაქსიმალურად რაციონალურად გამოვიყენო, რადგან მოვასწრო როგორც ფორმალური ისე არაფორმალური თვალსაზრისით ცოდნის მიღება. ყველაზე მეტად მიყვარს წიგნების კითხვა, იმიტომ რომ ამ დროს ვივსები როგორც ემოციებით, ისე ინფორმაციით.“ - გვიყვება ელისო. ჯერ არ იცის, რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ, თუმცა უნივერსიტეტში სწავლას აუცილებლად აპირებს. ფიქრობ, რომ ინტერნეტი და კომპიუტერი დაეხმარება როგორც პიროვნულ, ისე კარიერულ წინსვლასა და განვითარებაში.
მარიამმა ჯერ არ იცის რა პროფესიის გამოვა სამომავლოდ, თუმცა უნივერსიტეტში სწავლა უკვე გადაწყვეტილი აქვს. მისი საყვარელი საგნები სკოლაში ქართული, ბიოლოგია, ინგლისური და ფიზიკაა. აპირებს, კომპიუტერი და ინტერნეტი აქტიურად სწავლაში გამოიყენოს.
ვიქტორიას ექიმობა გადაუწყვიტავს! როგორც გვიყვება მისთვის არ არსებობს ისეთი სკოლის საგანი რომელიც არ უყვარს, რადგან ყველას მნიშვნელოვნად მიიჩნევს. ფიქრობს, რომ ინტერნეტი სწავლაში ძალიან დაეხმარება.
ლუკას ჯერ არ გადაუწყვიტავს, რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ, თუმცა მისი საყვარელი საგნები სკოლაში ქართული და ისტორიაა. აპირებს ინტერნეტი და კომპიუტერი სწავლაში აქტიურად გამოიყენოს.
გიორგისთვის არ არსებობს ისეთი სკოლის საგანი რომელიც არ უყვარს. ჯერ არ გადაუწყვიტავს, სად ან რაზე გააგრძელებს სამომავლოდ სწავლას, თუმცა ფიქრობს, რომ ინტერნეტი და კომპიუტერი სწავლაში ძალიან დაეხმარება.
მიხეილის საყვარლი საგნები სკოლაში ქართული, ისტორია, ინგლისური და მათემატიკაა. სამომავლო პროფესი უკვე შეარჩია - ადვოკატობას აპირებს! მაგრამ ჯერ უნივერსიტეტი ვერ გადაწყვიტა. რაც შეეხება თავისუფალ დროს, წიგნების კითხვა, ფილმების ყურება და მეგობრებთან ერთად გართობა უყვარს.
„ძალიან გამიხარდება თუ მივიღებ ლეპტოპს იმტომ, რომ შემეძლება ონლაინ წავიკითო ბევრი საინტერესო წიგნი, რაც არ მაქვს სახლში. ასევე შემეძლება მოვიძიო უფრო მეტი ინფორმაცია და ავიმაღოლო ცოდნა…“ - გვიყვება ეთერი. აპირებს ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით გააგრძელოს სწავლა, თუმცა უნივერსიტეტი ჯერ ვერ აარჩია.