მარის საყვარელი საგნები სკოლაში ქართული, ისტორია და გეოგრაფიაა. ტექნიკური საგნები კი ერთულება. ჯერ არ გადაუწყვიტავს სად გააგრძელებს სწავლას ან რაზე, მაგრამ უნივერსიტეტში სწვლა ძალიან უნდა. მისი თქმით ინტერნეტი და კომპიუტერი სწვლაში და სხვადასხვა საინტერესო ინფორმაციის მოძიებაში დაეხმარება.
გიორგის ჯერ არ გადაუწყვიტავს, რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ ან სად გააგრძელებს სწავლას, თუმცა მისი საყვარელი საგნები სკოლაში ქართული და ისტორიაა. აპირებს, ინტერნეტი სწავლაში აქტიურად გამოიყენოს.
მარიამს ძალიან უნდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბაროს. როგორც ამბობს, ეს მისი საოცნებო უნივერსიტეტია. აპირებს, იურიდიული მიმართულებით გააგრძელოს სწავლა. ფიქრობს, რომ ინტერნეტი სწავლაში და უფრო მეტად განვითარებაში ძალიან დაეხმარება.
გიორგის სკოლაში თითქმის ყველა გაკვეთილი უყვარს. სამომავლო პროფესია ჯერ ვერ შეარჩია, თუმცა ფიქრობს, რომ კომპიუტერი და ინტერნეტი სწავლაში ძალიან დაეხმარება.
ნათიას წიგნების კითხვა ძალიან უყვარს, როგორც ამბობს თავისუფალი დროის დიდ ნაწილს სწორედ კითხვას უთმობს. მართალია ჯერ ვერ გადაწყვიტა რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ, თუმცა უნივერსიტეტში სწავლა ძალიან უნდა. ფიქრობს, რომ ინტერნეტი და კომპიუტერი განსაკუთრებით ონლაინ სწავლების პროცესში დაეხმარება.
ნათიამ ჯერ არ იცის სად ან რაზე გააგრძელებს სწავლას სამომავლოდ, თუმცა მისი საყვარელი საგნები სკოლაში ისტორია და ქართულია. ბიოლოგია კი არ უყვარს რადგან ერთულება. თავისუფალ დროს ხატვა და ხელნაკეთი ნივთების დამზადება უყვარს. რაც შეეხება ინტერნეტს და კომპიუტერს, ფიქრობს, რომ ძალიან დაეხმარება მისთვის საინტერესო ინფორმაციების მოძიებაში და სწავლაში.
ლუკას საყვარელი საგნები სკოლაში ქართული და ისტორიაა. ჯერ არ აქვს სამომავლო პროფესია არჩეული, თუმცა ფიქრობს რომ კომპიუტერი და ინტერნეტი სწავლაში ძალიან დაეხმარება.
მარიამს სამომავლო პროფესია ჯერ არ აურჩევია, თუმცა უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება ძალიან უნდა. საყვარელი საგანი სკოლაში ქართული ენა და ლიტერატურაა. თავისუფალ დროს კი ცეკვა უყვარს. აპირებს კომპიუტერი და ინტერნეტი სწავლის პროცესში აქტიურად ჩასართავად გამოიყენოს.
ნინოს გადაწყვეტილი აქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელოს სწავლა. საბოლოო გადაწყვეტილება პროფესიასთან დაკავშირებით ჯერ არ მიუღია, მაგრამ ფილოლოგობაზე ფიქრობს. როგორც გვიყვება, ძალიან უყვარს კითხვა და თავისუფალი დროის დიდ ნაწილს სწორედ მას უთმობს. ფიქრობს, რომ კომპიუტერი სწავლაში და სასურველი მომავლის შექმნაში ძალიან დაეხმარება.
უჩასთვის არ არსებობს ისეთი სკოლის საგანი, რომელიც არ უყვარს. მართალია ჯერ არ აქვს არჩეული სამომავლო პროფესია, თუმცა უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებას აუცილებლად აპირებს. როგორც ამბობს, ინტერნეტი სწავლაში ძალიან დაეხმარება.
ონისეს სამომავლო პროფსია უკვე არჩეული აქვს - იურისტობა გადაუწყვიტავს! თუმცა უნივერსიტეტი ჯერ ვერ შეარჩია. მისი თმით, სკოლაში ყველა საგანი მნიშვნელოვანია და ამიტომ ყველას ერთნაირი მონდომებით და ინტერესით სწავლობს. ფიქრობს, რომ ინტერენტი სწავლაში და მისთვის საინტერესო სხვადასხვა ინფორმაციის მოძიებაში ძალიან დაეხმარება.
ნანას ჯერ არ გადაუწყვიტვს, რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ. აპირებს, პროფესიულ სასწავლებელში გააგრძელოს სწავლა. სკოლაში მისი საყვარელი საგნები ქართული, ინგლისური და ისტორიაა. ფიქრობს, რომ ინტერენტი ძალიან დაეხმარება მისთვის საინტერესო ინფორმაციების მოძიებაში და ონლაინ სწავლებაში.