მოსწავლეები

ჩართულია
საბა (17)

საბა არ არის დარწმუნებული სამომავლო პროფესიად რა აირჩიოს. სამაგიეროდ ზუსტად იცის, რომ ფეხბურთის თამაში უყვარს. სკოლის საგნებიდან ყველაზე მეტად ისტორია და ქართული მოსწონს, მათემატიკას კი ალღო ვერ აუღო. “მე მჭირდება ლეპტოპი რათა ჩავერთო სხვადასხვა აქტივობებში” - გვიყვება თავად.

ჩართულია
ელენე (17)

ელენეს გადაწყვეტილი აქვს, რომ ფსიქოლოგი გახდეს! გვიყვება, რომ ინტერნეტს ინფორმაციის მოსაძიებლად და სხვადასხვა პროგრამების სასწავლად გამოიყენებს. კონსპექტების წერა ყოველთვის უყვარდა, ახლა კი კომპიუტერში უფრო კომფორტულად შეძლებს

ჩართულია
ნათია (16)

“ლეპტოპის დახმარებით შევძლებ ჩავერთო მეტ პროექტებში, მოვიძიო მეტი ინფორმაცია, გამოვიყენო ცოდნის გაღრმავებისთვის.” - გვიყვება ნათია. სკოლის საგნებიდან მათემატიკა, ქართული და ინგლისური მოსწონს. თავისუფალ დროს კი წიგნების კითხვას უთმობს.

ჩართულია
ციცო (16)

“ძალიან მინდა ლეპტოპი, რადგან დღევანდელი ცხოვრება ინტერნეტის და კომპიუტერის გარეშე წარმოუდგენელია” - გვიყვება ციცო. სკოლაში მისი ფავორიტი საგანი სპორტია. თავისუფალ დროსაც ყველაზე მეტად ფრენბურთის თამაში უყვარს.

ჩართულია
გიორგი (15) და ნათია (17)

გიორგი სპორტითაა გატაცებული, თავისუფალ დროს კი ოჯახს საქმეებში ეხმარება. ნათიას კი მუსიკის მოსმენა უყვარს ყველაზე მეტად. “ძალიან გამიხარდა ლეპტოპის მიღება, რადგან მიყვარს კომპიუტერთან მუშაობა, დამეხმარება რაიმე პროფესიის დაუფლებაში. ბევრი საინტერესო ვიდეოები დევს რის მიხედვითაც შევისწავლი ხელსაქმეს და ჩემი ხელობა მექნება” - გვიყვება ნათია.

ჩართულია
ლევანი (17)

ლევანს ჯარისკაცობა სურს და სპორტი იტაცებს. სკოლის საგნებიდან მათემატიკა უყვარს, რადგან ადვილად ითვისებს. ლევანი დარწმუნებულია, რომ კომპიუტერს ბევრ რამეში გამოიყენებს.

ჩართულია
დემური (15)

“იმის გამო, რომ ლეპტოპი არ მქონდა, მექმნებოდა პრობლემები ინფორმაციის მოძიებასა და პროექტების შესრულებაში” - გვიყვება დემური. გადაწყვეტილი აქვს, რომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბაროს ტურიზმის განხრით. მისი ჰობი ვარჯიშია, რადგან იცის, რომ ფიზიკური აქტივობა აუცილებელია ადამიანისათვის.

ჩართულია
ნიკოლოზი (16)

ნიკოლოზს პროგრამისტობა და სპორტსმენობა სურს. როგორც თავად ამბობს, სკოლაში ყველა საგანი ერთნაირად მოსწონს. თავისუფალ დროს კი ვარჯიშს უთმობს. “კომპიუტერს და ინტერნეტს გამოვიყენებ სასკოლო პროგრამებისთვის”.

ჩართულია
მარი (14)

მარის ფსიქოლოგობა გადაუწყვიტავს! ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნდა ჩაბარება. “ლეპტოპს მიღების შემდეგ უფრო კარგად შევძლებ შევასრულო სხვადასხვა კომპლექსური დავალებები ასევე დავწერო ესსე, word-ში შევასრულო დავალებები და სხვა”. - გვიყვება თავად.

ჩართულია
გია (16)

გიას ხელოსნობა კარგად გამოსდის და ოჯახსაც ხშირად ეხმარება. სკოლაში მისი საყვარელი საგანი ქართულია, რუსული კი არ მოსწონს, რადგან სწავლა უჭირს. როგორც თავად ამბობს, ლეპტოპს გართობისა და განათლებისთვის გამოიყენებს.

ჩართულია
თორნიკე (16)

თორნიკეს პროგრამისტობა აქვს გადაწყვეტილი! სკოლაშიც მათემატიკა და ინგლისურია მისი საყვარელი საგნები, რადგან კარგად გამოსდის. თავისუფალ დროს ფეხბურთს თამაშობს. ლეპტოპს თავისი მომავალი პროფესიის უკეთ შესასწავლად გამოიყენებს.

ჩართულია
ბექა (16) და დათო (17)

ბექა და დავითი ძმები არიან. იმერეთში სოფელ ბუდიანეთში ცხოვრობენ. ბექას იურისტობა სურს, დავითს კი პოლიციელობა. სასკოლო საგნებიდან ისტორია, ქართული და ინგლისური ორივეს უყვართ. ქიმია, ფიზიკა და ბიოლოგია ერთულებათ და ამიტომ ალღო ვერ აუღეს. “მე მსურს კომპიუტერის მიღება, რადგან მინდა გავიგო და ვისწავლო სხვადასხვა ახალი ინფორმაცია” - გვიყვება დათო.

4 5 6 7 8