მარიამის და ლიკას საყვარელი საგანი სკოლაში ქართულია. სამომავლო პროფესიაები ორივეს უკვე შერჩეული აქვს - მარიამს მზარეულობა სურს, ლიკას კი კონდიტერობა! ფიქრობენ, რომ ინტერნეტი და კომპიუტერი სწავლაში და პროფესიულ განვითარებაში აუციელბლად დაეხმარებათ.
უჩას ჯერ სამომავლო პროფესია არ აურჩევია, თუმცა მისი საყვარელი საგნები სკოლაში ქიმია და სპორტია. ფიქრობს, რომ ინტერნეტი და კომპიუტრი სწავლაში და გართობაში ძალიან დაეხმარება.
ნინისთვის არ არსებობს სკოლაში ისეთი საგანი რომელიც არ უყვარს. აპირებს, ინგლისური ფილოლოგიის განხრით გააგრძელოს სწავლა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. თავისუფალ დროს რაც შეეხება, როგორც გვიყვება, ძალიან უყვარს ცეკვა, სიმღერა და ფილმების ყურება. ფიქრობს, რომ ინტერენტი და კომპიუტერი დღეს პიროვნების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ლუკას მართალია ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, რა პროფესიას აირჩევს ან სად გააგრძელებს სწავლას სამომავლოდ, თუმცა უნივერსიტეტში ჩაბარება ძალიან უნდა. აპირებს, კომპიუტერი და ინტერნეტი ონლაინ სწავლისთვის გამოიყენოს.
მარიას საყვარელი საგნები სკოლაში ისტორია და გეოგრაფიაა. აპირებს, სამომავლოდ სამხატვრო აკადემიაში ჩააბაროს და დიზაინერი გამოვიდეს. თავისუფალ დროს კი ხატვა, წიგნების კითხვა და პიანინოზე დაკვრა უყვარს, რადგან როგორც ამბობს, მისთვის ეს განტვირთვის კარგი საშუალებაა. ფიქრობს, რომ ინტერენტი და კომპიუტერი სწავლაში ძალიან დაეხმარება.
დავითის პოლიტიკოსობა გადაუწყვიტავს! თუმცა ჯერ უნივერსიტეტი არ აურჩევია. მისი საყავრელი საგნები სკოლაში ისტორია, რუსული, ქართული და გეოგრაფიაა. რაც შეეხება ინტერენტს და კომპიუტერს, ფიქრობს, რომ სწავლაში ძალიან დაეხმარება.
ჯაბას მართალია ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ, თუმცა უნივერსიტეტში სწავლა ძალიან უნდა. მისი საყვარელი საგნები სკოლაში გერმანული, ისტორია და მათემატიკაა. თავისუფალ დროს კი კითხვა იტაცებს. აპირებს, კომპიუტერი და ინტერენტი სასწავლო პროცესში აქტიურად გამოიყენოს.
თამარის საყვარელი საგანი სკოლაში ისტორიაა. მათემატიკა კი არ უყვარს, რადგან ძალიან ერთულება ეს საგანი. სამომავლოდ ადვოკატობა სურს, თუმცა უნივერსიტეტი ჯერ არ აურჩევია. ლუკას კი მეზღვაურობა გადაუწყვიტავს! სწორდ ამიტომ აპირებს, საზღვაო აკადემიაში გააგრძელოს სწავლა, რადგან ძალიან მოსწონს და აინტერესებს ეს პროფესია.
გელას საყვარელი საგანი სკოლაში მათემატიკაა. როგორც გვიყვება, ძალიან უყვარს მათემატიკური ამოცანების ამოხსნა. სამომავლოდ ოცნებობს პროფესიონლი ფეხბურთელი გამოვიდეს. ქეთევანს კი ქართული ენა და ლიტერატურა უყვარს. თავისუფალ დროს კი ლექსების კითხვა იტაცებს. სამომავლოდ ჯერ არ იცის, რა პროფესიას ირჩევს, თუმცა თვლის, რომ ინტერნეტი და კომპიუტერი სწავლაში და სხვადასხვა ინფორმაციის მოძიებაში ძალიან დაეხმარება.
ლანას სურს პროფესიულ სასწავლებელში დაეუფლოს ჭრა-კერვას, რადგან ფიქრობს, რომ ეს საქმე კარგად გამოსდის. თავისუფალ დროს ხშირად კერავს სხვადასხვა ტანსაცმელს. აპირებს, ინტერნეტი და კომპიუტერი პროფესიულ განვითარებაში აქტიურად გმოიყენოს.
ანას საყვარელი საგნები სკოლაში ქართული ენა და გეოგრაფიაა. აპირებს, დაწყებითი კლასების პედაგოგი გამოვიდეს. ამიტომ, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სურს სწავლის გაგრძელება. მისი თქმით, კომპიუტერი და ინტერენტი თანამედროვე მოსწავლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვენოლოვანია, რათა ხარისხიანი განათლების მიღება შეძლოს.
მარიამს მზარეულობა სურს! აპირებს, პროფესიულ კოლეჯში გააგრძელოს სწავლა და პროფესიონალი მზარეული გახდეს. თავისუფალი დროის დიდ ნაწილს სწორედ მზარეულობას უთმობს. როგორც გვიყვება, ხშირად თვითონ იგონებს ახალ რეცეპტს და ამზადებს მას, რაც მისთვის ძალიან საინტერესო პროცესია. ფიქრობს, რომ ინტერნეტი და კომპიუტერი სწავლაში და პროფესიულ განვითარებაში ძალიან დაეხმარება