მოსწავლეები

ჩართულია
ვიტალი (14), თედო (14) და მარიამი (17)

ვიტალის ჯერ არ აქვს არჩეული სამომავლო პროფესია, თუმცა სკოლაში ისტორია და ქართული უყვარს. თავისუფალ დროს კი ფეხბურთის თამაშით არის გატაცებული. თედო სამომავლოდ უნივერსიტეტში სწალის გაგრძელებას აუცილებლად აპირებს, თუმცა პროფესია ჯერ ვერ შეარჩა. მარიამმა კი უკვე იცის, რა პროფესიის გამოვა - ფილოლოგობა სურს! გეგმავს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელოს სწავლა. რაც შეეხება ინტერენტს და კომპიუტერს, ფიქრობენ, რომ სწავლის პროცესში ძალიან დაეხმარებათ.

ჩართულია
თინიკო (15)

თინიკოს სურს ფარმაცევტი გამოვიდეს! უნივერსიტეტიც უკვე არჩეული აქვს - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სურს სწავლის გაგრძელება. თავისუფალ დროს კულინარიით არის დაკავებული, რადგან ძალიან მოსწონს ეს პროცესი. „დისტანციური სწავლების პერიოდში შემექმნა პრობლემები სასწავლო პროცესში ჩართვისას, მიჭირდა დავალებების გაგზავნა და საჭირო ინფორმაციის მოძებნა. ლეპტოპის საშუალებით შევძლებ უკეთესად გავართვა თავი ამ გამოწვევას.“ - გვიყვება თინიკო.

ჩართულია
მარიამი (17)

მარიამის საყვარელი საგნები სკოლაში ქართული და ბიოლოგიაა. თავისუფალ დროს კი ფილმების ყურება იტაცებს. როგორც გვიყვება, კომპიუტერის და ინტერენტის არქონის გამო ხშირად ექმნება პრობლემები სწავლასთან დაკავშირებით, რადგან ხშირად ვერ იძიებს საჭირო ინფორმაციას ინტერენტიდან, ვერ ესწრება ონლაინ გაკვეთილებს და სათანადოდ ვერ აქტიურობს საგაკვეთილო პროცესში.

ჩართულია
მარიამი (18)

მარიამს პედაგოგობა გადაუწყვიტავს! აპირებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელოს სწავლა. როგორც გვიყვება, ხატვა ძალიან უყვარს, თავისუფალ დროის დიდ ნაწილს სწორედ ხატვას უთმოს. ფიქრობს, რომ კომპიუტერი და ინტერნეტი სწავლაში ძალიან დაეხმარება.

ჩართულია
რუსუდანი (17)

რუსუდანს სკოლაში განსაკუთრებით ქართული ენა და ლიტერატურა უყვარს. ქიმია კი არა, რადგან ვერ იგებს. თავსუფალ დროს კი ხატვა იტაცებს. სამომავლოდ სწავლის გაგრძელებას უნივერსიტეტში აუცილებლად აპირებს, თუმცა პროფესია ჯერ არ გადაუწყვიტავს.

ჩართულია
ანა (17)

ანას ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი რა პროფესიის გამოვა სამომავლოდ, თუმცა უნივერსიტეტში სწავლის გაგრძლება ძალიან უნდა. მისი საყვარელი საგნები სკოლაში ქართული მათემატიკა და ქიმიაა. რუსული და ფიზიკა არ უყვარს, რადგან ერთულება. როგორც გვიყვება, ხატვა ძალიან უყვარს და ცდილობს თავისყფალი დრო სწორედ ხატვას დაუთმოს.

ჩართულია
თორნიკე (16), თინათინი (17) და ნესტანი (14)

თორნიკეს ჯერ არ გადაუწყვიტავს, რა პროფესიის გამოვა სამომავლოდ. თუმცა მისი საყვარელი საგანი სკოლაში ქართულია. თინათინს ფილოლოგობა სურს! სწორედ ამ განხრით აპირებს სწავლის გაგრძელებას უნივერსიტეტში, მაგრამ ჯერ ვერ შეარჩია უნივერსიტეტი. ნესტანის საყვარელი საგნები სკოლაში ქართული, ბიოლოგია, ისტორია და ინგლისურია. რაც შეეხება ინტერნეტს, ფიქობენ, რომ სწავლაში ძალიან დაეხმარებათ.

ჩართულია
გიორგი (16) და გოგა (14)

გიორგის კითხვა ძალიან უყვარს. როგორც გვიყვება, თავისუფალი დროის დიდ ნაწილს, სწორედ სახვადასხვა ლიტერატურის კითხვას უთმობს. გოგას მსახიობობა გადაუწყვიტავს! სწორედ ამიტომ აპირებს, სწავლა თეატრალურ უნივერსიტეტში გააგრძელოს. ფიქრობს, რომ ინტერნეტი და კომპიუტერი ონლაინ სწავლების პროცესში განსაკუთრებთ დაეხმარება.

ჩართულია
შოთიკო (17)

შოთიკოს სკოლაში ყველა საგანი თანაბრად უყვარს. მართალია, ჯერ არ გადაუწყვიტავს, რა პროფესიის გამოვა სამომავლოდ ან სად გააგრძელებს სწავლას, თუმცა უნივერსიტეტში სწავლა ძალიან უნდა. როგორც გვიყვება, თავისუფალ დროს უყვარს სხვადასხვა ძველი ნივთებისგან სათამაშოების და რობოტების აწყობა. ფიქრობს, რომ ინტერნეტს ძირითადად სამეცნიერო ვიდეოების საყურებლად გამოიყენებს.

ჩართულია
გურამი (17)

გურამისთვის არ არსებობს სკოლაში ისეთი საგანი რომელიც არ უყვარს. სამომავლოდ აპირებს, უნივერსიტეტში სწავლა ბიზნესის განხრით გააგრძელოს. თუმცა უნივერსიტეტი ჯერ ვერ აარჩია. თავისუფალ დროს, როგორც გვიყვება, კლასგარეშე ლიტერატურის კითხვა იტაცებს. რაც შეეხება ინტერნეტს, მისთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაციის მოსაძიებლად იყენებს.

ჩართულია
გვანცა (17)

გვანცას სამომავლო პროფესია უკვე არჩეული აქვს - მოსამართლე სურს გამოვიდეს! აპირებს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელოს სწავლა, რადგან თვლის, რომ კარგად ასწავლიან. თავისუფალ დროს წიგნების კითხვა იტაცბს, მისი თქმით, ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია წიგნებიდან. აპირებს, ინტერნეტი მისთვის საჭირო ინფორმაციის მოსაძიებლად გამოიყენოს.

ჩართულია
ანა (17)

ანას საყვარელი საგანი სკოლაში ქართულია. სამომავლოდ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებას აუცილებლად აპირებს, თუმცა ჯერ პროფესია ვერ შეარჩია. თავისუფალ დროს კითხვა იტაცებს. რაც შეეხება ინტერენტს, ფიქრობს, რომ ძირითადად სწავლის მინით გამოიყენებს.