ქრისტინას მართალია ჯერ არ გადაუწყვიტავს, რა პროფესიის გამოვა. თუმცა მისი საყვარელი საგანი სკოლაში ქართული ენა და ლიტერატურაა. თავისუფალ დროს კი ხატვა უყვარს. ფიქრობს, რომ ინტერნეტი და კმპიუტერი სწავლაში და მისთვის საინტერესო ინფორმაციის მოძიებაში დაეხმარება.
ტატას საგნებიდან ყველაზე მეტად ინგლისური უყვარს. სამომავლო პროფესიადაც სურს სწორედ ინგლისური ენის ფილოლოგი გამოვიდეს. მაგრამ უნივერსიტეტი ჯერ არ შეურჩევია. აპირებს, ინტერნეტი სასკოლო პროცესში აქტიურად ჩასართავდ და საკუთარი თავის განსავითარებლად გამოიყენოს.
თორნიკეს ჯერ არ გადაუწყვიტავს, სად ან რაზე გააგრძელებს სწავლას სამომავლოდ. თუმცა უნივერსიტეტში ჩაბარება ძალიან უნდა. მისი საყვარელი საგანი სკოლაში ქიმიაა. რაც შეეხება კომპიუტერს და ინტერენტს, აპირებს, სასკოლო დავალებების შესასრულებლად და სხვადასხვა პროგრამების შესასწავლად გამოიყენოს.
„ლეპტოპის ქონა ჩემთვის მნიშვნელოვანია, ჩემი პიროვნული განვითარებისათვის. მიმაჩნია, რომ 21-ე საუკუნეში კომპიუტერის და ინტერნეტის გარეშე წარმატების მიღწევა ძალიან ძნელია.“ - გვიყვება გვანცა. სკოლაში მისი საყვარელ საგნები ინგლისური და რუსულია. რაც შეეხება სამომავლო პროფესიას - სტილისტობა სურს!..
თოლისკვამს პიანისტობა გადაუწყვიტავს! სკოლაში მისი საყვარელი საგანი ქიმიაა, რადგან ძალიან საინტერესოა მისთვის. თავისუფალ დროს კი წიგნების კითხვა იტაცებს. რაც შეეხება კომპიუტერს და ინტერენტს, ფიქრობს, რომ სწავლაში ძალიან დაეხმარება.
კარლოს საყვარელი საგნები სკოლაში მათემატიკა და ინფორმატიკაა. ასევე წიგნების კითხვაც ძალიან უყვარს. სამომავლო პროფესია უკვე გადაუწყიტავს - პროგრამისტობა სურს! თვლის, რომ კომპიუტეი და ინტერნეტი სამომავლო პროფესიის უკეთ გაცნობაში ძალიან დაეხმარება.
ლიას პოლიციელობა გადაუწყვიტავს! როგორც გვიყვება, სკოლაში განსაკუთრებით ისტორია უყვარს, რადგან ძალიან აინტერესებს ეს საგანი. რაც შეეხება თავისუფალ დროს, სხვადასხვა ლიტერატურების კითხვა იტაცებს. ფიქრობს, რომ ინტერენეტი და კომპიუტერი სწავლასა და განვითარებაში ძალიან დაეხმარება.
ტატოს საყვარელი საგანი ინგლისური ენაა. თავისუფალ დროს კი ხატვით არის დაკავებული. სამომავლოდ აპირებს, ბიზნეს ადმინისტრირების მიმრთულებით გააგრძელოს სწავლა უნივერსიტეტში. მაგრამ უნივერსიტეტი ჯერ ვერ შეარჩია. მისი თქმით, ინტერნეტი და კომპიუტერი სწავლაში და სხვადასხვა მისთვის საინტერესო ინფორმაციის მოძიებაში დაეხმარება.
ირაკლის ჯერ არ გადაუწყვიტავს, რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ, თუმცა უნივერსიტეტში სწვლა ძალიან უნდა. მისი საყვარელი საგანი სკოლაში ისტორიაა. რაც შეეხება ინტერნეტს და კომპიუტერს, აპირებს, ინფორმაციის მოძიებაში და სხვადასხვა პროგრამების შესასწავლად გამოიყენოს.
სალომეს მზარეულობა ძალიან უყვარს. თავისუფალ დროს სწორედ სამზარეულოში ატარებს და სხვადასხვა კერძებს ამზადებს. ეს ყველაფერი კი ისე მოსწონს, რომ გადაწყვიტა მომავალი პროფესიაც მას დაუკავშიროს და პროფესიონალი მზარეული გახდეს. ფიქრობს, რომ ინტერნეტი და კომპიუტერი საკუთარი თავის განვითარებაში და მიზნების მიღწევაში ძალიან დაეხმარება.
ალექსანდრეს სურს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელოს სწავლა ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით. მისი საყვარელი საგნები სკოლაში ქართული, მათემატიკა და ისტორიაა. ფიზიკა კი არ უყვარს, რადგან ვერ იგებს. ფიქრობს, რომ კომპიუტერი და ინტერნეტი სწავლაში და განვითარებაში დაეხმარება.
ნინოს სურს უნივერსიტეტში სწავლა მენეჯმენტის მიმართულებით გააგრძელოს! თუმცა უნივერსიტეტი ჯერ ვერ შეარჩია. როგორც გვიყვება, თავისუფალ დროს პიანინოზე უკრავს, რადგან მისთვის ეს განტვირთვის ერთ-ერთი საშუალებაა. აპირებს, ინტერნეტი და კომპიუტერი სასწავლო პროცესში აქტიურად ჩასართავად და აკადემიური მოსწრების ასამაღლებლად გამოიყენოს.