მაიას მასწავლებლობა გადაუწყვიტავს! სკოლაში მისი საყვარელი საგანი მათემატიკაა. თავისუფალ დროს კი მუსიკების მოსმენა უყვარს. „ლეპტოპის საშუალებით მოვიძიებ ინფორმაციას სასკოლო დავალებების შესასრულებლად და ასევე დავეუფლები სხვადასხვა პროგრამებს.“ - გვიყვება მაია.
"„ჩემი ოცნებაა გავხდე პროგრამისტი, რადგანაც, ვფიქრობ, რომ XXI საუკუნის ტექნოლოგიების საუკუნეში, სასურველი პროფესიების ჩმონათვალში პირველ ადგილს დაიკავებს პროგრამირება და კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტობა. პირადად მე დამეხმარება საკუთარი ოცნებების ასრულებაში.“ - გვიყვება სოფია. ფიქრობს, რომ ინტერნეტი და კომპიუტერი ძალიან დაეხმარება როგორც სასკოლო დავალებების მომზადებაში, ასევე სამომავლო პროფესიის გაცნობაში და ოცნებების ახდენაში. "
ლევანისთვის არ არსებობს ისეთი სკოლის საგანი, რომელიც არ უყვარს. თვლის, რომ ყველა საგანი რომელსაც სწავლობს თანაბრად მნიშვნელოვანია და ამიტომ, ყველას კარგად სწავლობს. ფიქრობს, რომ უკეთესად სწვლაში ინტერნეტი და კომპიუტერი ძალიან დაეხმარება. როგორც გვიყვება, ჯერ არ გადაუწყვეტია რა პროფესიის გამოვა მომავალში, თუმცა უნივერსიტეტში სწავლა ძალიან უნდა.
"ნინოს სკოლაში განსაკუთრებით ქართული ენა და ლიტერატურა უყვარს. თავისუფალ დროს კი კითხვა იტაცებს. ჯერ არ იცის, რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ, თუმცა უნივერსიტეტში ჩაბარება გადაწყვეტილი აქვს. ფიქრობს, რომ ინტერნეტი და კომპიუტერი საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩართვაში დაეხმარება. "
გიორგის ჯერ არ გადაუწყვიტავს, სად ან რაზე გააგრძელბს სწავლას სამომავლოდ, თუმცა უნივერსიტეტში სწავლა ძალიან უნდა. მისი საყვარელი საგნები სკოლაში ქართული და ისტორიაა. თავისუფალ დროს კი წიგნების კითხვა იტაცებს. აპირებს, ინტერნეტი სხვადასხვა მისთვის საინტერესო ინფორმაციის მოსაძიებლად გამოიყენოს.
მარიამს სამომავლო პროფესიად ფსიქოლოგობა გადაუწყვიტავს. თუმცა უნივერსიტეტი ჯერ ვერ აარჩია. დათომ კი ჯერ არ იცის, სად ან რაზე გააგრძელებს სწავლას სამომავლოდ. მისი საყვარელი საგნები სკოლაში ისტორია და ქართულია. ფიქრობს, რომ ინტერნეტი და კომპიუტერი სწავლაში დაეხმარებათ.
საბას საყვარელი საგანი სკოლაში სპორტია. თავისუფალ დროს კი მეგობრებთან ერთად გართობა უყვარს. სამომავლო პროფესია უკვე აირჩია - პროგრამისტობა სურს! რაც შეეხება ინტერნეტს, მისი თქმით, ინფორმაციის მოძიებაში ძალიან დაეხმარება.
ანას საყვარლი საგანი სკოლაში ქართულია. თავისუფალ დროს კი წიგნების კითხვა და მეგობრებთან ერთად გართობა უყვარს. აპირებს, სამომავო პროფესიად ფარმაცევტობა აირჩიოს! ფიქრობს, რომ ინტერნეტი და კომპიუტერი სასკოლო ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია და ბევრ რამეში დაეხმარება.
მარიამს ინგლისური ენის ფილოლოგობა გადაუწყვიტავს! სწორედ ამ განხრით აპირებს გაგრძელებას თბისლისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ფიქრობს, რომ ინტერნეტი სწავლაში ძალიან დეახმარება.
მარიამს დაწყებითების მასწავლებლობა გადაუწყვიტავს! თუმცა უნივერსიტეტი ჯერ არ შეურჩევია. როგორც გვიყვება, ძალიან უყვარს ქარგვა და კარგადაც გამოსდის ის. აპირებს, ინტერნეტი და კომპიუტერი გაკვეთილებზე აქტიურად დასასწრებად და სხვადასხვა პროექტებისთვის გამოიყენოს.
„დღევანდელი პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ კომპიტერი და ინტერნეტი აუცილებელი საშუალებაა რათა არ ჩამოვრჩეთ იმ სოციუმს რაც ჩვენს გარშემოა… გარდა სასკოლო გაკვეთილებისა, კომპიუტერის არსებობის შემთხვევაში საშუალება მექნება მოვიძიო ინფორმაცია, რომელიც დამატებით დამეხმარება საკუთარი თავის განვითარებასა და თვითრეალიზაციაში.“ - გვიყვება მაგდა. რაც შეეხება სამომავლო პროფესიას, ძალიან უნდა ექიმი გამოვიდეს, მაგრამ უნივერსიტეტი ჯერ არ შეურჩევია.
სუზანას სკოლაში ყველა საგანი ერთანირად უყვარს. თავისუფალ დროს ხატვა უყვარს და როგორც ამბობს, კარგადაც გამოსდის. თვლის, რომ ინტერნეტი და კომპიუტერი დაეხმარება საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩართვაში და ასევე სწავლის დონესაც გააუმჯობესებს.