გიორგის გეოგრფია ძალიან უყვარს, განსაკუთრებით კი რუკებზე მუშაობა და მათი წაკითხვა. როგორც გვიყვება, იმდნად უყვარს რუკებზე მუშაობა, რომ ხშირად თავისუფალ დროსაც კი უთმობს მას. მართალია ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი რა პროფესიის გამოვა მომავალში, თუმცა უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება ძალიან უნდა.
ანას ცეკვა ძალიან უყვარს. აპირებს, სამომავლო პროფესიაც მას დაუკავშიროს და ქორეოგრაფი გახდეს. სკოლაში განსაკუთრებით ინგლისური უყვარს. ფიქრობს, რომ ინტერნეტი და კომპიუტერი სწავლაში და პროექტების გაკეთებაში დაეხმარება.
დავითს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, სად ან რაზე გააგრძელებს სწავლას სამომავლოდ, თუმცა უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებას აუცილებლად აპირებს. როგორც გვიყვება, სკოლაში ყველა საგანი უყვარს და ცდილობს ყველა ერთანირი მონდომებით ისწავლოს.
თემურის საყვარელი საგნები სკოლაში სპორტი, ფიზიკა, რუსული და ინგლისურია. თავისუფალ დროს კი ფეხბურთის თამაში იტაცებს. ჯერ არ იცის, რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ, თუმცა უნივერსიტეტში ჩაბარება ძალიან უნდა. თვლის, რომ ინტერნეტი და კომპიუტერი ძალიან დაეხმარება ყველაფერში, განსაკუთრებით კი სწავლაში.
ნინისთვის არ არსებობს სკოლაში ისეთი საგანი, რომელიც არ უყვარს. სამომავლოდ მსახიობობა გადაუწყვიტავს! რაც შეეხება ინტერნეტს და კომპიუტერს, ფიქრობს, რომ როგორც საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩასართავად დაეხმარება, ასევე კლასგარეშე აქტივობებში მონაწილეობის მიღებაშიც.
დავითს ჯერ არ გადაუწყვიტავს, რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ. თუმცა როგორც გვიყვება, უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება ძალიან უნდა. სკოლაში მისი საყვარელი საგნები ფიზიკა და მათემატიკაა. რაც შეეხება ინტერნეტს და კომპიუტერს, აპირებს, გაკვეთილების მოსამზადბლად და ინფორმაციების მოსაძიებლად გამოიყენოს.
„მინდა მქონდეს კომპიუტერი, რადგან უფრო კარგად შევისწავლო ესა თუ ის საგანი, გავეცნო მეტ ჩემთვის საინტერესო ინფორმაციას და ავიმაღლო ცოდნის დონე“ - გვიყვება სოსო. სკოლაში განსაკუთრებით ქართული უყვარს. რაც შეეხება სამომავლო პროფესიას, სურს დურგალი გამოვიდეს, რადგან მოსწონს და აინტერესებს ეს საქმე.
ანის გამორჩეულად სკოლაში ისტორია უყვარს. თავისუფალ დროს კი ცეკვა იტაცებს. სამომავლო პროფესია უკვე აირჩია - პოლიციელობა სურს. თვლის, რომ ინტერნეტი და კომპიუტერი სასკოლო დავალებების შესასრულებაში და სხვადასხვა მისთვის საინტერესო და საჭირო ინფორმაციის მოძიებაში დაეხმარება.
„პანდემიისას, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე,ვინაიდან სკოლები გადავიდნენ ონლაინ სწავლებაზე,საგაკვეთილო პროცესებში ჩართვა მიწევდა ტელეფონის საშუალებით, რომელიც გარკვეულ პრობლემებს მიქმნიდა. ვერ ვიყენებდი საჭირო ელექტრონულ რესურსებს,რომელიც აუცილებელი იყო ჩემი საშინაო დავალებების შესასრულებლად. ამის შემდეგ, როცა კომპიუტერით სარგებლობას შევძლებ,მას ნაყოფიერად გამოვიყენებ როგორც ახალი და საინტერესო ინფორმაციების მისაღებად,ასევე ჩემი თავის გასავითარებლად.“ - გვიყვება ლიკა. სამომავლო პროფესია უკვე შეარჩია - ინგლისურის ფილოლოგობა სურს და აპირებს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბაროს.
მიხეილს სამომავლო პროფესიად აგრონომობა ან ვეტერინარობა სურს. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, რადგან ორივე პროფესია ძალიან აინტერესებს. სკოლაში განსაკუთრებით ბიოლოგია უყვარს, რადგან მისთვის ყველაზე საინტერესო საგანია. აპირებს, ინტერნეტი და კომპიუტერი გაკვეთილების მოსამზადებლად და მისთვის საინტერესო ინფორმაციის მისაღებად გამოიყენოს.
სოფიკოს სწავლის გაგრძელება უნივერსიტეტში სოციალური მეცნიერებების განხრით სურს, განსაკუთრებით კი პოლიტიკის მეცნიერება აინტერესებს. მაგრამ უნივერსიტეტი ჯერ არ შეურჩევია. თვლის, რომ ინტერნეტი და კომპიუტერი ბევრად გაუადვილებს გაკვეთილების მომზადებას და ასევე სხვადასხვა ინფორმაციების მოძეიბაში დაეხმარება.
გიგის მათემატიკა ძალიან უყვარს. თავისუფალ დროს კი კალათბურთის თამაში იტაცებს. სამომავლოდ სურს პროგრამისტი გამოვიდეს! ფიქრობს, რომ როგორც საგაკვეთილო პროცესში დაეხმარება, ასევე სამომავლო პროფესიაშიც.