თამარს სკოლაში განსაკუთრებით ისტორია უყვარს. სამომავლო პროფესიად მასწავლებლობა გადაუწყვიტავს! თავისუფალ დროს წიგნების კითხვა უყვარს. რაც შეეხება ინტერნეტს და კომპიუტერს, ფიქრობს, რომ სწვლაში ძალიან დაეხმარება.
გოჩას ჯერ არ გადაუწყვიტავს, რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ, თუმცა უნივერსიტეტში სწვლა ძალიან უნდა. მისი საყვარელი საგანი სკოლაში ქართული ენა და ლიტერატურაა. აპირებს, ინტერენტი გამოიყენოს სასწავლად და ინფორმაციის მოსაძიებლად.
„ოცდამეერთე საუკუნე წარმოუდგენელია კომპიუტერის და ინტერნეტის გარეშე, იმის გამო რომ არ მაქვს წვდომა ინტერნეტთან ეს აისახება ჩემს აკადემიურ მოსწრებაზე, განსაკუთრებით ონლაინ სწავლების დროს ვერ ვახერხებდი ჩემი სმარტფონით ხარისხიან ჩართვას და ამ მიზეზით ბევრი რამ დამაკლდა რომლის აღდგენასაც ეხლა ვცდილობ.“ - გვიყვება ნინი. სკოლაში მისი საყვარელი საგანი მათემატიკაა, რუსული კი არ უყვარს, რადგან ვერ იგებს. ლეილას მზარეულობა გადაუწყვიტავს! თავისუფალ დროს სწორედ სხვადასხვა კერძების მომზადებას უთმობს და როგორც ამბობს კარგადაც გამოსდის.
ლუკას ფრენბურთი ძალიან უყვარს, თავისუფალ დროს ხშირად თამაშობს, რაც მისი თქმით სიამოვნბას ანიჭებს. ფიქრობს მომავლაში სწავლა ბიზნესის ადმინისტრირების განხრით გააგრძელოს, თამცა უნივერსიტეტი ჯერ ვერ შეარჩია. აპირებს, ინტერნეტი და კომპიუტერი სასწავლო პროცესში აქტიურად ჩასართავად გამოიყენოს.
ლიზის ჯერ ვერ გადაუწყვიტავს სად ან რაზე გააგრძელოს სწავლა, რადგან როგორც თავად ამბობს ბევრი რამ აინტერესებს. თუმცა უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება უკვე ნამდვილად გადაწყვეტილი აქვს. „პანდემიის დროს ძალიან გამიჭირდა ონლაინ გაკვეთილებში ჩართვა რადგან არც კომპიუტერი მაქვს და არც ინტერნეტი. გაკვეთილებზე ვერთვებოდი ტელეფონით, რომელზეც წვდომა ხან იყო ხან არა. თუკი მექნება საკუთარი კომპიუტერი და ინტერნეტი უფრო აქტიურად ჩავერთვები სწავლაში. მიყვარს პროექტებზე მუშაობა და ბევრ საინტერესო მასალას მოვიძიებ და ეს დამეხმარება ცოდნის გაღრმავებაში.“ - გვიყვება ლიზი.
"საბამ ჯერ ვერ გადაწყვიტა სად ან რაზე გააგრძელებს სწავლას სამომავლოდ, თუმცა სკოლაში მისი საყვარელი საგანი ქართული ენა და ლიტერატურაა. თავისუფალ დროს ცდილობს სპორტით დაკავდეს. რაც შეეხება კომპიუტერს და ინტერნეტს, ფიქრობს, რომ სწავლაში ძალიან დაეხმარება. "
ალექსანდრეს მართალია ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, რა პროფესიის გამოვა მომავალში, თუმცა უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება ძალიან უნდა. სკოლაში მისი განსაკუთრებით საყვარელი საგნები ინგლისური და გეოგრაფიაა. რაც შეეხება თავისუფალ დროს, ფეხბურთით არის გატაცებული. თვლის, რომ ინტერნეტი და კომპიუტერი ძალიან დაეხმარება პირველ რიგში ონლაინ სწავლების პროცესში აქტიურად ჩართვაში.
სოსოს საყვარელი საგანი სკოლაში ქართული ენა და ლიტერატურაა. ჯერ არ იცის, რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ, თუმცა უნივერსიტეტში სწავლა გადაწყვეტილი აქვს. „მინდა გამოვიყენო ლეპტობი ინფორმაციის მოსაძიებლად და სხვადასხვა პროექტების შესაქმნელად“ - გვიყვება სოფიკო. მისი საყვარელი საგანი ინგლისური ენაა. თავისუფალ დროს, როგორც გვიყვება, ხშირად კითხულობს სხვადასხვა ნაწარმობებს, რაც განტვირთვაში ეხმარება.
ზაალს სამომავლო პროფესია უკვე არჩეული აქვს - არქიტეტორობა სურს! თუმცა უნივერსიტეტის არჩევა ცოტა უჭირს. სკოლაში განსკუთრებით ისტორია უყვარს. თავისუფალ დროს ცდილობს ხშირად ივარჯიშოს, რათა ორგანზიზმი არ მოადუნოს. „ლეპტოპის მიღება ნამდვილად მსურს, რათა გამიადვილდეს სასკოლო დავალებების შესრულება და ინფორმაციის მოძიება, ასევე მაინტერესებს სხვადასხვა პროგრამები და მინდა ლეპტოპის საშუალებით დავეუფლო მათ.“ - გვიყვება ზაალი.
გვანცას საყვარელი საგანი სკოლაში ქიმიაა. აპირებს, სამომავლო პროფესიად ფარმაცევტობა აირჩიოს, რადგან ძალიან მოსწონს ეს პროფესია. თამთას კი ვიზაჟისტობა სურს! თავისუფალ დროს ძალიან უყვარს ფილმების ყურება და წიგნების კითხვა. რაც შეეხება ინტერნეტს და კომპიუტერს, ფიქრობს, რომ სწავლში ძალიან დეახმარებათ.
სალომეს ჯერ გადაუწყვეტია, რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ ან სად გააგრძელებს სწავლას. წიგნების კითხვა ძალიან უყვარს, როგორც გვიყვება, თავისუფალი დროის დიდ ნაწილს სწორედ სხვადასხვა ლიტერატურის კითხვას უთმობს. ასევე დაინტერესებულია მსოფლიო კულტურით და ცდილობს ხშირად გაეცნოს ხვადასხვა ინფორმაცის მის შესახება. ფიქრობს, რომ ინტერნეტი და კომპიუტერი პირველ რიგში საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩართვაში დაეხმრება.
ლუკას სურს ფეხბურთელი გამოვიდეს! თავისუფალი დროის დიდ ნაწილს, სწორედ ფეხბურთს უთმობს. მისი თქმით, კომპიუტერი სწავლაში და პროგრამების დაუფლებაში ძალიან დეახმარება.