მოსწავლეები

ჩართულია
ეკატერინე (17)

ეკატერინეს საყვარელი საგნები სკოლაში ინგლისური და ბიოლოგიაა. სამომავლოდ აპირებს მასწავლებელი გამოვიდეს. უნივერსიტეტიც უკვე აირჩია - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სურს სწავლის გაგრძელება. მიაჩნია, რომ დღეს კომპიუტერი და ინტერნეტი მოსწავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა არ ჩამორჩეს სასწავლო პროცესს.

ჩართულია
ალექსანდრე (18)

ალექსანდრეს სწავლის გაგრძელება თბილისის სახელმწითო სამხატვრო აკადემიაში სურს, მაგრამ კონკრეტული მიმართულება ჯერ არ აურჩევია. სკოლაში მისი საყვარელი საგანი ისტორიაა. მათემატიკა კი არ უყვარს, რადგან ერთულება. აპირებს, კომპიუტერი და ინტერნეტი სასწავლო პროცესში აქტიურად ჩასართავად გამოიყენოს.

ჩართულია
ცისანა (15) და მარიამი (18)

ცისანას სწავლის გაგრძელება უნივერსიტეტში სამართლის განხრით სურს - აპირებს ადვოკატი ან პროკურორი გამოვიდეს! თუმცა უნივერსიტეტი ჯერ არ აურჩევია. მარიამს კი ფსიქოლოგობა გადაუწყვიტავს. თავისუფალ დროს ძალიან უყვარს ისტორიული ფილმების ყურება. რაც შეეხება ინტერენეტს და კომპიუტერს, თვლის, რომ ძალაინ დაეხმარება სწავლასა და განვითარებაში.

ჩართულია
თალიკო (17)

თალიკოს საყვარელი საგანი ქართული ენა და ლიტერატურაა, რადგან ლიტერატურა ძალიან უყვარს. ფიზიკა კი არ მოსწონს, რადგან მისთვის მოსაწყენი საგანია. ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, სად ან რაზე გააგრძელებს სწავლას, თუმცა უნივერსიტეტში სწავლა ნამდვილად უნდა. თავისუფალ დროს ხატვა იტაცებს, როგორც გვიყვება ხატვის პროცესში მშვიდდება და სიამოვნებას იღებს. ფიქრობს, რომ ინტერნეტი და კომპიუტერი პირველ რიგში ონლაინ გაკვეთილებზე დასწრებაში დაეხმარება, ასევე სხვადასხვა პრეზენტაციების თუ პროექტების მომზადებაშიც.

ჩართულია
ლუკა (16)

ლუკას ჯერ არ გადაუწყვიტავს, სად ან რაზე გააგრძელებს სწავლას. თუმცა მისი საყვარელი საგნები სკოლაში სპორტი და ქართულია. როგორც გვიყვება, ძალიან უყვარს სხვადასხვა ლიტერატურის კითხვა და ხეზე მუშაობა. „კომპიუტერის უქონლობის გამო ვერ ვესწრები ონლაინ გაკვეთილებს, რადგან არ მაქ პირადი რაიმე ხელშემწყობი ტექნიკა“ .

ჩართულია
მარიამი (17) და ნათია (16)

მარიამის საყვარელი საგანი სკოლაში ინგლისური და ისტორიაა. აპირებს ინგლისური ენის ფილოლოგი გახდეს. უნივერსიტეტიც უკვე შერჩეული აქვს - თბილისის ღია უნივერსიტეტში სურს სწავლის გაგრძელება. ნათიას კი ჯერ არ მოუფიქრებია, რა პროფესიის გამოვა მომავალში, თუმცა უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებას აუცილებლად აპირებს. ფიქრობს, რომ ინეტრენეტი და კომპიუტერი სასწავლო პროცესში აქტიურად ჩასართავად დაეხმარებათ.

ჩართულია
მარიამი (17)

"მარიამს სურს დიზაინერი გამოვიდეს! უნივერსიტეტშიც ამ მიმართულებით სურს სწავლის გაგრძელება, თუმცა ჯერ არ გადაუწყვიტავს რომელს აირჩევს. თავისუფალ დროს ძირითადად კითხვას და ხატვას უთმობს. რაც შეეხება ინტერენტს, აპირებს, სწავლისთვის აქტიურად გამოიყენოს. "

ჩართულია
ეკა (17)

ეკას სტილისტობა გადაუწყვიტავს! როგორც გვიყვება, თავისუფალ დროს ძალიან უყვარს სამზარეულოში ფუსფუსი. ფიქრობს, რომ ინტერნეტი სწავლასა და გართობაში ძალიან დაეხმარება.

ჩართულია
ლიდა (17)

ლიდას სკოლაში ყველა საგანი უყვარს, გარდა მათემატიკისა და ფიზიკისა. აპირებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელოს სწავლა, რადგან ძალიან მოსწონს ეს უნივერსიტეტი. თუმცა პროფესია ჯერ ვერ შეარჩია - ფსიქოლოგიასა და ჯურნალისტიკას შორის აპირებს არჩევანის გაკეთებას. ფიქრობს, რომ ინტერნეტი და კომპიუტერი სწავლაში ძალიან დაეხმარება.ვ

ჩართულია
ანი (16)

ანის სამომავლო პროფესია უკვე არჩეული აქვს - ჟურნალისტობა სურს! თუმცა უნივერისტეტი ჯერ ვერ გადაწყვიტა. სკოლაში მისი საყვარელი საგნებია ქართული და ისტორია. თავიუსფალ დროს კი ძალიან უყვარს კალათბურთის თამაში. „კომპიუტერის და ინტერნეტის არ ქონის გამო ხშირად ვერ ვახერხებ ონლაინ გაკვეთილებზე დასწრებას“ - გვიყვება ანი.

ჩართულია
თამთა (18)

თამთას საყვარელი საგანი სკოლაში ქართულია, მათემატიკა კი არ უყვარს, რადგან ერთულება. აპირებს ფარმაცევტი გამოვიდეს, რადგან ეს პროფესია ძალიან მოსწონს. ასევე უყვარს კულიანარია და თავისუფალი დროის დიდ ნაწილს სწორედ მზარეულობას უთმობს. ფიქრობს, რომ ინტერნეტი ინფორმაციის მოძიებაში ძალიან დაეხმარება.

ჩართულია
გიორგი (15) და ნინო (17)

გიორგის არქიტექტორობა სურს, სწორედ ამიტომ აპირებს სწავლის გაგრძელებას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ძალიან უყვარს წიგნის კითხვა, მისი თქმით, მისთვის განტვირთვის ერთ-ერთი საშუალებაა. ნინოს კი სურს საზოგადოებასთან ურთიერთობის განხრით გააგრძელოს სწავლა ჯიპაში, რადგან ფიქრობს, რომ ეს ფაკულტეტი ამ უნივერსიტეტში ყველაზე ძლიერია. როგორც გვიყვება, სკოლაში სხვადასხვა აქტივობების, დავალებების თუ პროექტების გაკეთებისას პრობლემა ხშირად ექმნებათ კომპიუტერის უქონლობის გამო და ფიქრობს, რომ კომპიუტერი და ინტერნეტი ძალიან დაეხმარებათ.