მოსწავლეები

ჩართულია
ლუკა (15)

ლუკა აპირებს სწავლა იურიდიული განხრით გააგრძელოს. უნივერსიტეტიც უკვე არჩეული აქვს - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სურს სწავლის გაგრძელება. სკოლაში მისი გამორჩეულად საყვარელი საგანი ისტორია, თუმცა როგორც თავად ამბობს, ყველა საგანი უყვარს და აინტერესებს.

ჩართულია
გოგა (18) და ანი (17)

გოგას კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტი სურს გამოვიდეს. სწორედ ამიტომ უნდა კომპიუტერის მიღება, რათა მეტად განვითარდეს. ანის კი ფსიქოლოგობა გადაუწყვიტავს. აპირებს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელოს სწავლა. ფიქრობს, რომ ინტერნეტი სწავლაში ძალიან დაეხმარება.

ჩართულია
ანი (16)

ანის სურს აღმოსავლეთმცოდენეობის ფაკულტეტზე ჩააბაროს. მისთვის არ არსებობს ისეთი საგანი სკოლაში რომელიც არ უყვარს, თუმცა განსაკუთრებით მაინც უცხო ენები იტაცებს. ძალიან უყვარს კითხვა, რადგან ცოდნის გაღრმავებაში ეხმარება.

ჩართულია
ნია (16)

ნიას ჯერ არ გადაუწყვიტავს, რა პროფესიის გამოვა. თუმცა უნივერსიტეტი უკვე არჩეული აქვს - ილიას სახელწიფო უნივერსიტეტში სურს სწავლის გაგრძელება. თავისფალ დროს გატაცებული არის კულინარიით და წიგნების კითხვით. ფიქრობს, რომ ლეპტოპი და ინტერნეტი სწვლაში და სხვადასხვა ინფორმაციის მოძიებაში ძალიან დაეხმარება.

ჩართულია
თამარი (17)

თამარის ისტორიკოსობა გადაუწყვიტავს! აპირებს, სწავლა კავაკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელოს. როგორც გვიყვება, ძალიან უყვარს თავისუფალ დროს ხელნაკეთი აქსეუარების გაკეთება, რადგან განტვირთვაში ეხმარება. ფიქრობს, რომ ინტერენტი და კომპიუტერი აბიტურიენტობის და სტუდენტობის პერიოდში ძალიან დაეხმარება.

ჩართულია
ნინი (15)

ნინის საყვარელი საგნები სკოლაში ქართული ინგლისური და ისტორიაა, რადგან საინტერესოდ თვლის. სურს უნივერსიტეტში სწავლა უცხო ენების მიმართულებით გააგრძელოს. თავისუფალ დროს კითხვა და ცეკვა უყვარს. ფიქრობს, რომ ინტერნეტი და კომპიუტერი სწავლაში ძალიან დაეხმარება.

ჩართულია
მარიამი (15) და გიორგი (17)

მარიამს არქიტექტორობა სურს! თუმცა უნივერსიტეტი ჯერ ვერ შეარჩია. როგორც გვიყვება, ძალიან უყვარს ხატვა და თავისუფალი დროის დიდ ნაწილს სწორედ ხატვას უთმობს. გიორგის კი ჯერ არ გადაუწყვიტავს სამომავლო პროფესია. მისი საყვარელი საგანი სკოლაში მათემატიკაა, რადგან მარტივად ითვისებს. ფიქრობს, რომ ინტერნეტი და კომპიუტერი სწავლასა და განვითარებაში აუცილებლად დაეხმარება.

ჩართულია
მიშიკო (16)

მიშიკოს სამომავლო პროფესია ჯერ არ გადაუწყვიტას, თუმცა უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებას აუცილებლად აპირებს. სკოლაში მისი საყვარელი საგნები ქართული და ქიმიაა. აპირებს, ინტერნეტი და კომპიუტერი სკოლაში და ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებლად გამოიყენოს.

ჩართულია
მარიამი (15)

"მარიამს სკოლაში ჰუმანიტარული საგნები უყვარს, ტექნიკური საგნები კი ერთულება. როგორც გვიყვება, ძალიან უყვარს უცხო ენები და სურს სამომავლო პროფესიაც სწორედ მას დაუკავშიროს. თავისუფალ დროს იტაცებს წიგნების კითხვა და გიტარაზე დაკვრა. "

ჩართულია
ანი (14)

"ანის სკოლაში განსაკუთრებით ისტორია და ქართული უყვარს. ასევე ძალიან უყვარს ფოტოგრაფია და აპირებს, სამომავლოდ პროფესიულ დონეზე შეისწავლოს. ფიქრობს, რომ ინტერნეტი და ლექტოპი სხვადასხვა საჭირო ინფორმაციის მოძიებაში ძალიან დაეხმარება. "

ჩართულია
მარიამი (14)

მარიამს მართალია ჯერ არ გადაუწყვიტავს სამომავლო პროფესია, თუმცა უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებას აუცილებლად აპირებს. ძალიან უყვარს ხელნაკეთი ნივთების და სამკაულების დამზადება. აპირებს ინტერნეტი და კომპიუტერი აქტიუად გამოიყენოს სწავლისთვის.

ჩართულია
ლიზი (15) და ნიაკო (16)

ლიზის მსახიობობა გადაუწყვიტავს! როგორც გვიყვება, ხშირად დადის თეატრში და უყურებს სხვადასხვა სპექტაკლებს. ნიაკოს კი ფსიქოლოგობა სურს! მისი საყვარელი საგნები ქართული, მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია და სამოქალაქო განათლებაა. თავისუფალ დროს კითხვა და მეგობრებთან ერთად გართობა უყვარს. ფიქრობს, რომ ინტერნეტი და კომპიუტერი სწავლაში და სხვადასხვა პროექტებში აქტიურად მონაწილეობში ძალიან დაეხმარებათ.