ელენეს საყვარელი საგნები სკოლაში ბიოლოგია, ქიმია, ქართული და ფიზიკაა. ჯერ არ იცის სწავლას სად ან რაზე გააგრძელებს, თუმცა როგორც გვიყვება, მზარეულობით არის გატაცებული. აპირებს ინტერნეტი და კომპიუტერი სწავლაში აქტიურად გამოიყენოს.
ნიამ ჯერ არ იცის, რა პროფესიას აირჩევს, თუმცა უნივერსიტეტში სწავლა გადაწყვეტილი აქვს. სკოლაში განსაკუთრებით ქართული უყვარს. ქიმია კი არა, რადგან ვერ იგებს. თავისუფალ დროს კალათბურთის თამაში იტაცებს. ფიქრობს, რომ ინტერნეტი და კომპიუტერი სწავლაში ძალიან დაეხმარება.
ცოტნეს სამომავლო პროფესიად ადვოკატობა გადაუწყვიტავს! მაგრამ უნივერსიტეტი ჯერ არ აურჩევია. როგორც გვიყვება, სკოლაში ყველა საგანი უყვარს, თუმცა გამორჩეულად უცხო ენები იტაცებს. კითხვა ძალიან უყვარს, განსაკუთრებით კი დეტექტიური ჟანრის წიგნების. ოცნებობს, საკუთარი ლეპტოპი ჰქონდეს, რათა უკეთ და უფრო აქტიურად ჩაერთოს სხვადასხვა აქტივობებში.
თამთას სკოლაში ყველაზე მეტად ქართული, ინგლისური და ისტორია უყვარს. სამომავლო პროფესია ჯერ ვერ აარჩია, თუმცა სწავლის გაგრძელებას უნივერსიტეტში აუცილებლად აპირებს. „ლეპტოპს რა თქმა უნდა გამოვიყენებ, სხვადასხვა პროექტის გაკეთებაში, რასაც სკოლაში ხშირად გვაძლევენ. ასევე გამომადგება ფილმების ყურებაში და მეტად გამიადვილებს ინტერნეტთან სწრაფ და ხარისხიან წვდომას.“
"ხათუნამ ჯერ არ იცის რა პროფესიის გამოვა სამომავლოდ, თუმცა სწავლის გაგრძელებას უნივერსიტეტში აუცილებლად აპირებს. „ვთვლი რომ დღესდღეობით ყველა სკოლის მოსწავლისთვის აუცილებელი პირობაა ინტერნეტთან და კომპიუტერთან ხელმისაწვდომობა.ძალიან მსურს,რომ შევისწავლო ახალი ტექნოლოგიები.მოხარული დავრჩები თუკი,მომეცემა შანსი ინტერნეტთან კომპიუტერით მქონდეს მჭიდრო კავშირი. რადგან მიმაჩნია,რომ ეს უმნიშვნელოვანესი პირობაა სრულფასოვანი განათლების მიღებისთვის.“ "
გიგას ჯერ არ გადაუწყვიტავს, რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ, თუმცა სწავლის გაგრძელებას საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში აპირებს. გიორგიმაც ჯერ არ იცის რა პროფესიას აირჩევს, თუმცა საყვარელი საგანი სკოლაში ქართული და ბიოლოგიაა. ფიქრობს, რომ ინტერნეტი და კომპიუტერი სწავლაში და აქტიურობაში დაეხმარებათ.
ლუკას საყვარელი საგანი სკოლაში ქართული, მათემატიკა და სპორტია. ქიმია კი არ უყვარს რადგან ვერ იგებს. სამომავლოდ ფეხბურთელობას აპირებს, ამიტომ ცდილობს დიდი ყურადღება მიაქციოს ვარჯიშს. ფიქრობს, რომ ინტერნეტი და კომპიუტერი სწავლაში და პროექტებში აქტიურად მონაწილეობაში დაეხმარება.
„ყველა საგანი მომწონს, მაგრამ განსაკუთრებით მათემატიკა და ინგლისური. ეს საგნები ჩემთვის უფრო გამორჩეული და საინტერესოა.“ - გვიამბობს ლიზი. ჯერ არ იცის რა პროფესიის გამოვა, მაგრამ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება ძალიან უნდა. თავისუფალ დროს ხატვა, წიგნების კიტხვა და მეგობრებთან ერთად დროის გატარება უყვარს. რაც შეეხება ინტერენტს, როგორც გვიყვება, აქტიურდ იყენებს სწავლაში, სხვადასხვა ინფორმაციის მძიებისთვის და გარტობისთვის.
ზაურისთვის სკოლაში ყველა საგან საინტერესოა. სამომავლო პროფესიაზე ჯერ არ უფიქრია, თუმცა ფიქრობს, რომ ინტერნეტი და კომპიუტერი სწავლაში და სხვადასხვა პროექტებში აქტიურად მონაწილეობაში ძალიან დაეხმარება. ნინოს ფსიქოლოგობა გადაუწყვიტავს, მაგრამ უნვერსიტეტი ჯერ ვერ შეარჩია. „ლეპტოპი ძალიან დამეხმარება, რათა მივიღო მეტი ინფორმაცია ჩემს მომავალ პროფესიაზე და ვიყო აქტიურად ჩაბმული სხვადასხვა პროექტებში“ - ამბობს ნინო.
ამირანს სამომავლო პროფესია ჯერ არ გადაუწყვიტავს. მისი საყვარელი საგანი სკოლაში ქართულია. ფიქრობს, რომ ინეტერნეტი და კომპიუტერი სწავლაში და ასევე განტვირთვაშიც დაეხმარება
ლიკამ ჯერ არ იცის რაზე გააგრძელებს სწავლას სკოლის შემდეგ, მაგრამ უნივერსიტეტში სწავლა ძალიან უნდა. როგორც გვიყვება სკოლაში განსაკუთრებით ქართული იტაცებს, თუმცა ასევე თვლის, რომ ყველა საგანი საინტერესო და მნიშვნელოვანია. აპირებს, ინტერნეტი სასკოლო დავალებებისთვის ინფორმაციის მოსაძიებლად გამოიყენოს.
მარიამს ჯერ არ გადაუწყვიტავს, რა პროფესიის გამოვა მომავალში, თუმცა სკოლაში მისი საყვარელი საგნები ქიმია და სპორტია. თავისუფალ დროს კი მეგობრებთან ერთად გართბა უყვარს. აპირებს, ინტერნეტი ინფორმაციის მოსაძიებლად გამოიყენოს.