დავითს სკოლაში განსაკუთრებით ისტორია და ინგლისური უყვარს. ფიზიკა და ბიოლოგია კი არ უყვარს, რადგან ერთულება. სამომავლო პროფესია ჯერ არ გადაუწყვიტავს, თუმცა უკვე იცის, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარებს. თავისუფალ დროს სპორტი იტაცებს, განსაკუთრებით კი ფრენბურთის და ფეხბურთის თამაში.
ვალერის მსახიობობა გადუწყვიტავს! სკოლაში განსაკუთრებით ისტორია უყვარს, მათემატიკა კი არა, რადგან ვერ იგებს. ასევე უყვარს სპორტი და ცდილობს ხშირად ივარჯიშოს. ძალიან უნდა გრაფიკული დიზაინის შესწავლა და ფიქრობს, რომ ინტერნეტი და კომპიუტერი დაეხმარება მის შესწავლაში.
მარიამის საყვარელი საგანი სკოლაში ინგლისურია. სამომავლო პროფესიის დაკავშირებაც სწორედ ამ საგანთან სურს და ამიტომ აპირებს ინგლისური ენის ფილოლოგი გამოვიდეს. საქართველოს უნივერსიტეტში გეგმავს ჩაბარებას, რადგან მიაჩნია, რომ იქ კარგ განათლებას მიიღებს. ძალიან უყვარს კითხვა და თავისუფალი დროის დიდ ნაწილს სწორედ სხვადასხვა ლიტერატურის კითხვას უთმოს. ფიქრობს, რომ ინტერნეტი და კომპიუტერი სწავლაში და სხვადასხვა აქტივობებში აქტიურად მონაწილეობაში აუცილებლად დაეხმარება.
ლუკას პროგრამისტობა სურს! თუმცა უნივერსიტეტი ჯერ ვერ შეარჩია. თავისუფალ დროს სხვადასხვა ლიტერატურის კითხვა უყვარს. ელდარს კი სკოლაში ყველა საგანი უყვარს. სამომავლო პროფესია ჯერ არ იცის, თუმცა უივერსიტეტში ჩაბარებას აუცილებლად აპირებს. ფიქრობს, რომ ინტერნეტი სწავლაში დაეხმარება.
ხატიას საამხატვრო აკადემიაში სურს სწავლის გაგრძელება! უნდა მხატვარი და დიზაინერი გამოვიდეს. სკოლაში მისი საყვარელი საგანი ქართულია, რადგან როგორც გვითხრა, უყვარს ესეების და თემების წერა. ასევე უყვარს ხატვა და კითხვა და ცდილობს, თავისუფალი დროის დიდი ნაწილი მათ დაუთმოს.
ირაკლის მეზღვაურობა სურს! აპირებს, ბათუმის საზღვაო აკადემიაში გააგრძელოს სწავლა. თავისუფალ დროს ისტორიული წიგნების კითხვა უყვარს. რაც შეეხება ინტერნეტს და კომპიუტერს, ფიქრობს, რომ სწავლაში ძალიან დაეხმარება.
ბექას ფეხბურთი ძალიან უყვარს, თავისუფალ დროს ხშირად თამაშობს და სურს მომავალში პროფესიონალი ფეხბურთელი გახდეს. სკოლაში მისი საყვარელი საგანი მათემატიკაა, რაც შეეხება ინტერნეტს, ფიქრობს, რომ სწავლაში დაეხმარება.
„ყველაზე მეტად მიყვარს ფიზიკა და მათემატიკა, რადგან ყველაზე კარგად გამომდის და ამაში ნიჭიც მიწყობს ხელს. საგანი რომელიც არ მიყვარს არ მახსენდება, რადგან ვცდილობ ყველა საგანს თანაბარი პასუხისმგებლობით მოვეკიდო და შევიყვარო.“ - ამბობს მერი. სამომავლოდ უნივერსიტეტში ჩაბარებას აუცილებლად აპირებს, თუმცა ჯერ კიდევ არჩევს მისთვის სასურველ უნივერსიტეტს და მიმართულებას. ფიქრობს, რომ ინტერნეტი და კომპიუტერი ძალიან დაეხმარება, როგორც საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩასართავად, ასევე სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობის მისაღებად და მეტად განსავითარებლად.
ქრისტინეს ჯერ არ გადაუწყვიტავს რა პროფესიის გამოვა მომავალში, თუმცა უნივერსიტეტში სწავლა ნამდვილად უნდა. ბიოლოგია და ფიზიკა სკოლაში ყველაზე მეტად უყვარს. ფიქრობს, რომ ინტერნეტი და კომპიუტერი ონლაინ სწავლების პროცესში და ასევე დავალებების შესრულებაში ძალიან დაეხმარება.
„ყველაზე მეტად მიყვარს ქართული და ინგლისური. იმიტომ, რომ ყველაზე კარგად ვითვისებ ამ საგნებს. ვერ ვიტყვი რომ არ მიყვარს, მაგრამ მიჭირს მათემატიკა.“ - გვიყვება მარიამი. სამომავლო პროფესიად ინგლისურის მასწავლებლობა გადაუწყვიტავს! აპირებს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელოს სწავლა. თავისუფალ დროს სხვადასხვა კლასგარეშე ლიტერატურის კითხვა უყვარს ინგლისურ ენაზე, რადგან ასე უკეთ სწავლობს ენას.
ლიკას დიზაინერობა სურს! უნივერსიტეტშიც სწავლის გაგრძელებას აუცილებლად აპირებს. “ლეპტოპს გამოვიყენებ სწავლის ხარისხის ასამაღლებლად, ინფორმაციის მოსაპოვებლად და პროგრამების შესასწავლად“ - ამბობს ლიკა. ლუკას ჯერ არ გადაუწყვეტია რა პროფესიის გამოვა ან სად გააგრძელებს სწავლას სამომავლოდ, თუმცა სკოლაში მისი საყვარელი საგანი ქიმიაა. თავისუფალ დროს კი ხატვა იტაცებს.
მარიამს სამომავლო პროფესია ჯერ აურჩევია, თუმცა უნივერსიტეტში სწავლა უკვე გადაწყვეტილი აქვს. სკოლაში მისთვის არ არსებობს ისეთი საგანი, რომელიც არ უყვარს. თავისუფალ დროს ცეკვა უყვარს და ფიქრობს, რომ კარგადაც გამოსდის.