მოსწავლეები

ჩართულია
დავითი (16)

დავითი სულ ხატავს - სახლშიც და სკოლაშიც (არა მხოლოდ ხელოვნების გაკვეთილებზე!). ზუსტად არ იცის გაყვება თუ არა ამ გატაცებას და ჩააბარებს თუ არა უნივესიტეტში, მაგრამ ახლა ეს საქმიანობა ყველაზე დიდ სიხარულს ანიჭებს. როგორც თავად გვითხრა, კომპიუტერს სწავლისთვის გამოიყენებს.

ჩართულია
თორნიკე (18)

თორნიკე მომავალი მორაგბეა! რაგბზე შეყვარებულია - თამაშიც და ყურებაც დიდ სიამოვნებას ანიჭებს. როდესაც სკოლის საყვარელ საგნებზე ვკითხეთ, გულმოდგინედ ჩამოგვითვალა: ქართული, ისტორია, ინგლისური და სპორტი. სამაგიეროდ, რუსული, მათემატიკა და სამოქალაქო არ მოსწონს. ლეპტოპით და ინტერნეტით ნებისმიერ მატჩს ნახავს და გაკვეთილებშიც უკეთ მოემზადება.

ჩართულია
ფატი (15)

ფატი მე-10 კლასის მოსწავლეა და ჯერჯერობით ყველა საგანი ერთნაირად უყვარს. თავისუფალ დროს ხატავს,მისივე თქმით, კარგადაც გამოსდის! ლეპტოპს სოციალური ქსელებში მეგობრებთან საკომუნიკაციოდ და სკოლის დავალებების შესასრულებლად გამოიყენებს.

ჩართულია
ლანა (15)

ლანას სკოლის საგნებიდან ისტორია და ქართული უყვარს, ბიოლოგია კი ერთულება და ამიტომ არ მოსწონს. როგორც გვიყვება, უნივერსიტეტში ჩაბარება ძალიან უნდა, თუმცა პროფესია ჯერ არ აქვს არჩეული. თავისუფალ დროს წიგნების კითხვას უთმობს, რადაგან ფიქრობს, რომ ეს დროის გატარების ყველაზე საინტერესო გზაა. ახალი ლეპტოპით ინფორმაციას მოიძიებს და პრეზენტაციებს ააწყობს ხოლმე.

ჩართულია
ლიზი (17)

ლიზი ძალიან მიზანდასახულია - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში პროგრამირების ფაკულტეტზე ჩაბარება აქვს გადაწყვეტილი! სკოლაშიც გასაკვირი არ არის, რომ მათემატიკაა მისი საყვარელი საგანი. თავისუფალ დროს უყვარს წიგნების კითხვა, რადგან, როგორც თავად ამბობს, მხოლოდ წიგნის კითხვის დროს შეუძლია მოსწყდეს რეალობას და იმოგზაუროს ავტორის მიერ გამოგონილ სამყაროში. ლიზი გვიყვება, რომ ახალი ლეპტოპი მისთვის დიდი მოტივაციაა, რადგან მისივე არჩეული პროფესიის - პროგრამირების - დაუფლება კომპიუტერის გარეშე შეუძლებელია.

ჩართულია
გიორგი (15)

გიორგის გადაწყვიტილი აქვს სწავლა ზესტაფონში, პროფესიულ კოლეჯ “კონსტრუქტ2-ში” გააგრძელოს. სკოლის საგნებიდან უყვარს მათემატიკა და ქართული. რაც შეეხება ინგლისურს და ქიმიას, ალღო ვერ აუღო, ამიტომ მოსაბეზრებლად ეჩვენება. ახლა უკვე შეუძლია გაკვეთილებზე გაუგებარ საკითხებს ლეპტოპით უკეთ გაეცნოს. თავისუფალ დროს ვარჯიშობს - სპორტული უნარებს ივითარებს, რადგან მომავალში თავისი თავი ჯარისკაცადაც წარმოუდგენია. როგორც თავად ამბობს, ახალ კომპიუტერს სასკოლო დავალებებისთვის საჭირო ინფორმაციის მოსაძიებლად გამოიყენებს.

ჩართულია
ელენე (16)

ელენე გვიამბობს, რომ სკოლაში აბსოლუტურად ყველა საგანი ერთნაირად უყვარს და ერთნაირი ინტერესით სწავლობს. ლეპტოპს კი უკეთესად მეცადინეობისთვისა და გაუგებარ საკითხებზე პასუხების პოვნისთვის გამოიყენებს. ელენეს ჰობი ცეკვაა.

ჩართულია
ოთო (15)

ოთოსთვის არ არსებობს სკოლის საგანი, რომელიც არ უყვარს! ძალიან ცნობისმოყვარეა და კითხვებზე პასუხების პოვნაში ამიერიდან ინტერნეტიც დაეხმარება. ოთო ფეხბურთზეა შეყვარებული და თამაშიც დიდ სიამოვნებას ანიჭებს.

ჩართულია
ნიკა (15)

ნიკა დაუზარელი ბიჭია - მშობლებს მეურნეობაში ყოველთვის ეხმარება! სკოლის საგნებიდან უყვარს ისტორია, ქართული და ინგლისური. მათემატიკის სწავლა კი სირთულის გამო უჭირს. ლეპტოპის გამოყენება განათლებისთვის სურს, ჩაბარებას კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში აპირებს.

ჩართულია
ნინო (16)

“ყველაზე მეტად წიგნის კითხვა და ვარჯიში მიყვარს, რადგან ამით ვითარდები და თან ჯანსაღი ცხოვრების წესით ვცხოვრობ” - გვიყვება ნინო. ფიზიკის გარდა, აბსოლუტურად ყველა საგანი აინტერესებს. ფიზიკას კი სირთულის გამო ვერ აუღო ალღო. ჩაბარება ქართულ ფილოლოგიაზე უნდა, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში, რადგან მის სოფელთან ყველაზე ახლოს ეს სასწავლებელია. როგორც თავად ამბობს, კომპიუტერს განვითარებისა და მეგობრებთან კონტაქტისთვის გამოიყენებს.

ჩართულია
თიკო (17)

თიკოს უნდა, რომ დიზაინერი გამოვიდეს. სკოლაში ქართულია მისი საყვარელი საგანი, მათემატიკა კი ცოტა უჭირს. გაუგებარ საკითხებზე პასუხების სწრაფად პოვნა ინტერნეტში უკვე შეუძლია. როგორც თავად ამბობს, კომპიუტერს დავალებების უკეთესად შესასრულებლად გამოიყენებს. თიკოს ჰობი მზარეულობაა.

ჩართულია
ლუკა (15)

ლუკა იმერეთში, მარელისის საჯარო სკოლაში, სწავლობს. მისი საყვარელი საგანი მათემატიკაა და ფიქრობს, რომ სამომავლო პროფესიასაც ამ ინტერესს დაუკავშირებს. თავისუფალ დროს წიგნებს კითხულობს. ლუკას ინტერნეტი დავუფინანსეთ და ახლა მისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიება უსწრაფესად შეუძლია!

5 6 7 8 9