მოსწავლეები

ჩართულია
ნუგზარი (15)

"ნუგზარს ჯარისკაცობა გადაუწყვიტავს. სკოლაში მისი საყვარელი საგანი ქართულია. როგორც გვიყვება, თავისუფალ დროს ძალიან უყვარს მეგობრებთან ერთად დროის გატარება. აპირებს, ინტერნეტი სწავლაში დასახმარებლად გამოიყენოს. "

ჩართულია
ნინი (15)

ნინის გამომძიებლობა სურს! უნივერსიტეტში ჩაბარებასაც გეგმავს, თუმცა ჯერ ვერ გადაწყვიტა რომელს აირჩევს. ძალიან უყვარს ხატვა და თავისუფალ დროს ხშირად ხატავს. ლეპტოპის და ინტერნეტის გამოყენებას ძირითადად სასწავლებლად აპირებს.

ჩართულია
ლუკა (17)

ლუკას ძალიან უყვარს კალათბურთი და თავისუფალ დროს ხშირად თამაშობს. მომავალი პროფესია ჯერ არ აურჩევია, თუმცა უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება ნამდვილად სურს. სკოლაში მისი საყვარელი საგანი ქართული ენა და ლიტერატურაა. აპირებს კომპიუტერი და ინტერნეტი სწავლაში და ინფორმაციის მოძიებაში გამოიყენოს.

ჩართულია
ნია (15)

ნიას იურისტობა სურს. სკოლაში მისი საყვარელი საგანი ისსტორიაა. რაც შეეხება თავისუფალ დროს, კითხვა იტაცებს. ფიქრობს, რომ ინტერნეტი და კომპიუტერი სწავლაში და პროექტებში მონაწილეობაში დაეხმარება.

ჩართულია
ნელი (18)

ნელისთვის არ არსებობს სკოლაში ისეთი საგანი რომელიც არ უყვარს. ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ, თუმცა უნივერსიტეტში სწავლა ძალიან უნდა. ფიქრობს, რომ ინტერნეტი და კომპიუტერი სწავლაში დაეხმარება.

ჩართულია
ნინო (17)

ნინოს ადვოკატობა გადაუწყვიტავს! სწორედ ამ მიმართულებით სურს სწავლის გაგრძელება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ფიქრობს, რომ ინტერნეტი და ლექტოპი სწავლაში და პროექტებში მონაწილეობაში დაეხმარება.

ჩართულია
ნათია (16)

ნათიას სკოლაში განსაკუთრებით მათემატიკა უყვარს, თუმცა სხვა საგნებიც არანაკლებ იტაცებს და სწავლობს. სკოლის დასრულების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აპირებს სწავლის გაგრძელებას ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით. „ ძალიან მიყვარს წიგნის კითხვა რადგან წიგნებიდან ვიღებ ძალიან ბევრ ახალ და სასარგებლო ინფორმაციას“...

ჩართულია
თენგიზი (16)

თენგიზს პროგრამისტობა გადაუწყვიტავს! უნივერსიტეტშიც ამ განხრით უნდა სწავლის გაგრძელება, თუმცა ჯერ ვერ აარჩია. თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად გართობა და კითხვა იტაცებს. ფიქრობს, რომ ინტერნეტი და კომპიუტერი სწავლაში და პროფესიულ განვითარებაში ძალიან დაეხმარება.

ჩართულია
თიკო (15)

„მიყვარს კითხვა, ახალი და საინტერესო ინფორმაციების მოძიება, მეგობრებთან ერთად დროის გატარება და გართობა რადგან ეს მანიჭებს სიამოვნებას.“ - გვიყვება თიკო. სამომავლო პროფესიაზე არჩევანის გაკეთება ფსიქოლოგიასა და ფილოლოგიას შორის უწევს. უნივერსიტეტი კი ჯერ არ აურჩევია. ფიქრობს, რომ ინტერნეტი უკეთ სწავლაში დაეხმარება.

ჩართულია
მამუკა (15)

მამუკას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სურს სწავლის გაგრძელება, საერთაშორისო ურთიერთობების განხრით. ძალიან უყვარს მხატვრული ლიტერატურის კითხვა. „ ინტერნეტი და კომპიუტერი ხელს შეუწყობს ჩემს განვითარებას. ადვილად ჩავერთობი დისტანციური სწავლების დროს გაკვეთილებზე. ასევე ხელმისაწვდომი იქნება ყველა იმ ინფორმაციის მიღება და წვდომა, რასაც პადაგოგები დაგვავალებენ. აქამდე ძალიან მიჭირდა ზედმიწევნით დავალებების შესრულება. მოგეხსენებათ, დღევანდელი ვირუსის გავრცელების გამო, ვერ ვახერხებდი ყოველთვის მეგობრების მოწყობილობით და ინტერნეტით მესარგებლა“...

ჩართულია
თამარი (18)

თამარს სკოლაში გამორჩეულად ინგლისური და ისტორია უყვარს. აპირებს ფსიქოლოგი გამოვიდეს, თუმცა უნივერსიტეტი ჯერ ვერ აარჩია. თავისუფალ დროს წიგნის კითხავ იტაცებს. ფიქრობს, რომ ინტერნეტი სწავლაში ძალიან დაეხმარება.

ჩართულია
პაატა (17)

პაატას არქიტექტორობა გადაუწყვიტავს! სწორედ ამ მიმართულებით აპირებს სწავლის გაგრძელებას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. უყვარს სპორტი და თავისუფალი დროის დიდ ნაწილს სწორედ მას უთმობს. ფიქრობს, რომ ინტერნეტი და კომპიუტერი უკეთ სწავლასა და მეტად გააქტიურობაში ძალიან დაეხმარება.