ნიკას ჯარისკაცობა გადაუწყვიტავს! სურს სამხედრო აკადემიაში გააგრძელოს სწავლა. თავისფალ დროს ფეხბურთის თამაში უყვარს. როგორც გვითხრა, კინგბოქსინგზეც დადის და ვარჯიშობს. ინტერნეტს კი სწავლაში დასახმარებლად იყენებს.
ეთერის სამომავლო პროფესია ჯერ არ აურჩევია, თუმცა სკოლაში მისი საყვარელი საგნები ბიოლოგია, ქართული, სპორტი და ინგლისურია. თავისუფალ დროს კი მუსიკა და ცეკვა იტაცებს. აპირებს, ინტერნეტი ონლაინ სწავლებაში აქტიურად ჩართვისთვის გამოიყენოს.
მარიამს სკოლაში ძირათადად ჰუმანიტარული საგნები უყვარს. სამომავლო პროფესიად დიზაინერობა გადუწყვიტავს, ამიტომ აპირებს სამხატვრო აკადემიაში გააგრძელოს სწავლა. თავისუფალ დროსაც ძირითადად ხატვა და კითხვა იტაცებს.
ქრისტინეს სამომავლო პროფესიის არჩევა ცოტა უჭირს - დიპლომატიასა და ფსიქოლოგიას შორის უწევს არჩევანის გაკეთება. „ყველაზე მეტად კითხვა მიყვარს. ძალიან ბევრი წიგნი მაქვს, რომლებსაც ხშირად ჩემი მეგობრები და ოჯახის წევრები მჩუქნიან. მიყვარს ასევე ხელნაკეთი სამკაულების დამზადება, ეს ჩემი ახალი ჰობია და ძალიან მომწონს. ასევე ყველაზე მეტად მაინც ოჯახის წევრებთან დროის გატარება, საუბარი და სხვადასხვა თემების განხილვა მომწონს ბაბუასთან ერთად.“ -გვიყვება იგი. ფიქრობს, რომ ინტერნეტი და კომპიუტერი სწავლაში, სხვადასხვა პროექტებში თუ ტრენინგებში ჩართვასა და მონაწილეობაში, ასევე განტვირთვაშიც ძალიან დაეხმარება.
ქეთის ჯერ არ გადაუწყვეტია რა პროფესიის გამოვა მომავალში, თუმცა უნივერსიტეტში სწავლა ძალიან უნდა. უყვარს სხვადასხვა სერიალების და ფილმების ყურება და თავისუფალ დროს ძირითადად მას უთმობს. მისი თქმით, ინტერნეტი და კომპიუტერი სწავლაში და სხვადასხვა პროექტში მონაწილეობაში ძალიან დაეხმარება.
რუსუდანი საყვარელი საგნები სკოლაში მათემატიკა, ქართული და ინგლისურია. სამომავლო პროფესია ჯერ ვერ აარჩია, თუმცა უნივერსიტეტში სწავლა გადაწყვეტილი აქვს. თავისუფალ დროს კითხვა ძალიან უყვარს. აპირებს ინტერნეტი სწავლაში გამოიყენოს.
თამარს სამომავლო პროფესია ჯერ არ აურჩევია. სკოლაში მისი საყვარელი საგანი ბიოლოგიაა. რუსული კი არ უყვარს, რადგან ვერ იგებს. თავისუფალ დროს კი ფილმების ყურება იტაცებს.
გვანცას სკოლაში ყველა საგანი თანაბრად უყვარს და სწავლობს. სამომავლო პროფესია ჯერ არ აურჩევია, თუმცა უნივერსიტეტი ჯერ აურჩევია. ფიქრობს, რომ ინტერნეტი სწავლაში ძალიან დაეხმარება.
ქეთევანს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ, თუმცა უნივერსიტეტში სწავლა ნამდვილად უნდა. სკოლაში განსაკუთრებით ისტორია და ქართული უყვარს, ფიზიკა კი არ უყვარს. თავისუფალ დროს კი კითხვა იტაცებს.
მარიამს ადვოკატობა სურს! უნივერსიტეტშიც სწორედ ამ მიმართულებით აპირებს სწავლის გაგრძელებას, თუმცა ჯერ კიდევ ვერ შეარჩია. თავისუფალ დროს, როგორც გვიყვება, ისტორიული ფილმების ყურება უყვარს, რადგან ბევრ საინტერესო რამეს იგებს აქედან. ფიქრობს, რომ ინტერნეტი და კომპიუტერი სწავლაში ძალიან დაეხმარება.
რატის უნივერსიტეტში ჩაბარება უკვე გადაწყვეტილი აქვს, თუმცა სად ან რაზე გააგრძელებს სწავლას ჯერ არ იცის. ფეხბურთის თამაში ძალიან უყვარს, ცდილობს თავისუფალ დროს ხშირად ითამაშოს. აპირებს, ინტერნეტი და კომპიუტერი სასწავლო პროცესში აქტიურად ჩასართავად გამოიყენოს.
თამაზის ისტორიის გაკვეთილი სკოლაში ყველაზე მეტად უყვარს. სკოლის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტში ჩაბარება ძალიან უნდა, უნივერისტეტიც უკვე აარჩია - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სურს სწავლა. თუმცა, პროფესიაზე ჯერ კიდევ ფიქრობს. თავისუფალ დროს ვარჯიშით არის დაკავებლი. რაც შეეხება ინტერნეტს, სწავლაში აქტიურად გამოიყენებს.