მოსწავლეები

ჩართულია
ელენე (15)

ელენეს სურს მეღვინე გამოვიდეს! სწორედ ამიტომ სურს აგრალურ უნივერსიტეტში ჩაბარება. სკოლაში ისტორია განსაკუთრებით უყვარს და აინტერესებს. ფიქრობს, რომ ინტერნეტი და კომპიუტერი სწავლაში ძალიან დაეხმარება.

ჩართულია
ნათია (17) და ბექა (16)

ნათიას ჯერ არ გადაუწყვიტავს, რა პროფესიის გამოვა მომავალში, თუმცა უნივერსიტეტში სწავლა ძალიან უნდა. ბექასაც არ აურჩევია ჯერ სამომავლო პროფესია. სკოლაში განსაკუთრებით ქართული უყვარს. ინტერნეტს კი სასწავლო პროცესში ჩასართავად გამოიყენოს.

ჩართულია
ნინო (16)

ნინომ ჯერ არ იცის, რა პროფესიის გამოვა მომავლში. მისი საყვარელი საგანი სკოლაში გეოგრაფიაა. რუსული კი არ აყვარს. თავისუფალ დროს ფილმების ყურება იტაცებს. აპირებს, ინტერნეტი სასწავლო პროცესში აქტიურად ჩასართავად გამოიყენოს.

ჩართულია
მარიამი (18)

მარიამს სკოლაში განსაკუთრებით ისტორია უყვარს. ჯერ არ გადაუწყვიტავს, სად ან რაზე გააგრძელებს სწავლას, თუმცა უნივერსიტეტში ჩაბარებას აუცილებლად აპირებს. მისი, თქმით, ინტერნეტი როგორც სწავლაში, ისე კომუნიკაციაში ძალიან დაეხმარება.

ჩართულია
ნინო (15)

ნინოს ჯერ არ აურჩევია სამომავლო პროფესია, თუმცა უნივერსიტეტში ჩაბარება ძალიან უნდა. მისი საყვარელი საგანი სკოლაში ინგლისურია. ფიქრობს, რომ ინტერნეტი სასწავლო პროცესში დაეხმარება.

ჩართულია
ლიზი (15) და ქრისტინე (17)

ლიზის ექიმობა გადაუწყვიტავს! სკოლაში განსაკუთრებით ბიოლოგია, ქიმია და ისტორია უყვარს. თავისუფალ დროს კი ხატვა და კულინარია იტაცებს. ქრისტინეს ჯერ არ გადაუწყვიტავს, რა პროფესიის გამოვა მომავალში. როგორც გვიყვება, სკოლაში ყველა საგანი უყვარს. აპირებს, ინტერნეტი სასწავლო პროცესში აქტიურად გამოიყენოს.

ჩართულია
მარიამი (17)

მარიამს ფსიქოლოგობა დაუსახავს მიზნად. უნივერსიტეტში აუცილებლად ჩააბარებს, თუმცა სასწავლებელი ჯერაც არ აურჩევია. სკოლაში განსაკუთრებით უყვარს ჰუმანიტარული საგნები, მათემატიკა კი გულზე არ ეხატება. ძალიან უყვარს და აინტერესებს ლიტერატურა. ფიქრობს, რომ ინტერნეტი ყველაზე მეტად გაკვეთილების მომზადებაში დაეხმარება.

ჩართულია
ანა (15) და ხვიჩა (17)

ანას ჯერ არ გადაუწყვეტია, სად ან რაზე გააგრძელებს სწავლას სკოლის შემდეგ. თუმცა სკოლაში მისი საყვარელი საგნები ქართული ისტორია და სპორტია. თავისუფალ დროს კი კულინარია იტაცებს და ხშირად ამზადებს სხვადასხვა კერძებს. ხვიჩას კითხვა უყვარს და ცდილობს ხშირად იკითხოს. სამომავლო პროფესია ჯერ არ აურჩევია. თუმცა ფიქრობს, რომ ინტერნეტი სწავლაში ძალიან დაეხმაება.

ჩართულია
რუსუდანი (16)

რუსუდანს ისტორიკოსობა უნდა! თუმცა უნივერისტეტი ჯერ არ აურჩევა. თავისუფალ დროს კითხვა იტაცებს. რაც შეეხება ინტერნეტს, აპირებს, სწავლისთვის და სოციალური ქსელებისთვის გამოიყენოს.

ჩართულია
ლიკა (17)

ლიკას საბუნებისმეტყველო საგნები და მატემატიკა განსაკუთრებით უყვარს სკოლაში. აპირებს, თბისლისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩააბაროს და ექიმი გახდეს! „ძალიან მიყვარს კითხვა, რადგან ამ დროს ვსწავლობ ძალიან ბევრ ახალს. შეიძლება ეს იყოს ზოგადი განათლების მხრივ, ან ცხოვრებისეული მაგალითი.“ მისი, თქმით, ინტერნტეი სწავლაში და კომუნიკაციაში ძალიან ეხმარება.

ჩართულია
ალიკა (16)

ალიკას სკოლაში ყველა საგანი თანაბრად უყვარს და სწავლობს. სამომავლო პროფესიად მზარეულობა გადაუწყვიტავს! მისი თქმით, ეს მისი გატაცეებაა და თავისუფალი დროის დიდ ნაწილს სწორედ მას უთმობს. ფიქრობს, რომ ინტერნეტი სწავლაში დაეხმარება.

ჩართულია
ნინო (15)

ნინოს ჯერ არ გადაუწყვეტია, რა პროფესიის გამოვა ან სად გააგრძელებს სწავლას. მაგრამ უნივერსიტეტში სწავლა ძალიან უნდა. სკოლაში, როგორც გვიყვება, ყველა საგანი უყვარს, თუმცა განსაკუთრებით მაინც ისტორია, ქართული და ინგლისური იტაცებს. „ყველაზე მეტად მიყვარს წიგნების კითხვა, რადგან წიგნებიდან ბევრ საინტერესო ინფორმაციას ვიღებ“ - გვამბობს ნინო. აპირებს, ინტერნეტი ონლაინ გაკვეთილებზე დასასწრებად, ინფორმაციის მოსაძიებლად და სოციალური ქსელებისთვის გამოიყენოს.