მოსწავლეები

ჩართულია
ლევანი (15)

ლევანის მომავალი პროფესია ისტორიკოსობაა! სკოლაშიც სწორედ ეს საგანი უყვარს ყველაზე მეტად. როგორც გვიყვება, ძალიან უნდა კარგი ისტორიკოსი გამოვიდეს და თავისუფალ დროს ხშირად იძიებს და კითხულობს სხვადასხვა ისტორიულ მოვლენებზე ინფორმაციებს. ფიქრობს, რომ ინტერნეტი სწავლაში ძალიან ეხმარება.

ჩართულია
ანა (14) და მარიამი (17)

ანას მათემატიკოსობა სურს! გასაკვირიც არ არის, რომ სკოლაში ყველაზე მეტად სწორედ მათემატიკა უყვარს. თავისუფალ დროს კი მეცადინეობა და მუსიკის მოსმენა მოსწონს. მარიამის კი ჯერ არ გადაუწყვეტია, სად ან რაზე გააგრძელებს სწავლას სკოლის შემდეგ, თუმცა სკოლაში მისი საყვარელი საგნები მათემატიკა და ბიოლოგიაა. ფიქრობს, რომ ინტერნეტი სწავლაში დაეხმარება.

ჩართულია
ნიკა (17)

ნიკას ჯერ არ აურჩევია მომავალი პროფესია, თუმცა უნივერსიტეტში სწავლა გადაწყვეტილი აქვს. როგორც გვიყვება, სკოლაში უველა საგანი უყვარს, თავისუფალ დროს კი ცდილობს დედამისს მიეხმაროს საოჯახო საქმეებში. ფიქრობს, რომ ინტერნეტი სწავლაში დაეხმარება.

ჩართულია
გიორგი (18)

გიორგიმ ჯერ არ იცის, სად ან რაზე გააგრძელებს სწავლას. სკოლაში განსაკუთრებით მათემატიკა და ისტორია უყვარს. თავისუფალ დროს კი სპორტით არის დაკავებული. აპირებს, ინტერნეტი სწავლაში მაქსიმალურად გამოიყენოს.

ჩართულია
ლიკა (15)

ლიკასთვის სკოლაში არ არსებობს ისეთი საგანი რომელიც არ უყვარს. მისი აზრით, ყველა საინტერესოა და ცდილობს ერთნაირი ინტერესით და მონდომებით ისწავლოს. სამომავლო პროფესიად ფარმაცევტობა გადაუწყვიტავს. აპირებს, ინტერნეტი საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩასართავად და ინფორმაციის მოსაძიებლად გამოიყენოს.

ჩართულია
ზურაბი (17)

ზურაბის ცეკვა ძალიან უყვარს. თავისუფალ დროს ძირითადად სწორედ ცეკვას უთმობს. მომავალში სურს, პროფესიაც ცეკვას დაუკავშიროს და ამიტომ ქორეოგრაფობას აპირებს. სკოლაში ყველა საგანი უყვარს და ცდილობს ერთნაირად ისწავლოს ყველა. მისი თქმით, ინტერნეტი ბევრ რამეში ეხმარება.

ჩართულია
ლიკა (15)

ლიკას მომავალი პროფესია ჯერ არ აურჩევია, მაგრამ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებას აუცილებლად აპირებს. სკოლაში მისი საყვარელი საგნები მათემატიკა და ისტორიაა. რაც შეეხება ინტერნეტს, ფიქრობს, რომ ბევრ რამეში დაეხმარება.

ჩართულია
ლიკა (16)

ლიკას ექიმობა გადაუწყვიტავს! სკოლაში მისი საყვარელი საგანი ინგლისურია. თავისუფალ დროს წიგნის კითხვა იტაცებს. ფიქრობს, რომ ინტერნეტი გაკვეთილების მომზადებაში დაეხმარება.

ჩართულია
მარიამი (15)

მარიამს სკოლაში ყველა საგანი უყვარს გარდა რუსულისა, რადგან მას ვერ იგებს. მომავალი პროფესია ჯერ არ აურჩევია, მაგრამ უნივერსიტეტში სწავლას აუცილბლად აპირებს. თავისუფალ დროს კითხვა და სიმღერა უყვარს. რაც შეეხება ინტერნეტს, სასარგებლო ინფორმაციების მოძიებაში გამოიყენებს.

ჩართულია
თორნიკე (17)

თორნიკეს ძალიან ყვარს პროგოგრამების წერა, ამოცანების მოხსნა მათემატიკასა და ფიზიკაში და წიგნების კითხვა. მისი თქმით, კომპიუტერი დაეხმარება უკეთ დაწეროს პროგრამები, რომელსაც აქამდე ტელეფონიდან წერდა. რაც შეეხება უნივერსიტეტს აპირებს, სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელოს.

ჩართულია
მარიამი (18) და ნინო (18)

მარიამს მზარეულობა გადაუწყვიტავს! სკოლაში მისი საყვარელი საგანები ქართული, ფიზიკა, ინგლისური და გერმანულია. თავისუფალ დროს კი ძირითადად სხვადასხვა ლიტერატურის კითხვას უთმობს. ნინოს კი სურს პოლიციელი გამოვიდეს. როგორც გვიყვება, ძალიან უყვარს როცა ხალხს ეხმარება და ეს პროფესიაც სწორედ ამისთვის აირჩია. ინტერნეტი და კომპიუტერი სამეცადინოდ და სხვადასხვა აქტივობებისთვის ძალიან სჭირდება.

ჩართულია
ლია (18)

ლიას ადვოკატობა გადაუწყვეტია! ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აქტიურად ემზადება და ფიქრობს, რომ ინტერნეტი ამ პროცესში ძალიან გამოადგება. სურს, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოხვდეს. ძალიან უყვარს ლიტერატურის კითხვა. სკოლაში განსაკუთრებული ინტერესით ქართულს, მათემატიკასა და ფიზიკას სწავლობს.