მარიამმა ჯერ არ იცის, სად ან რაზე გააგრძელებს სწავლას სკოლის შემდეგ, თუმცა სკოლაში მისი საყვარელი საგნები ისტორია და მათემატიკაა. თავისუფალ დროს კი ფილმების ყურება იტაცებს. ფიქრობს, რომ ინტერნეტი ინფორმაციის მოძეიბაში ძალიან ეხმარება.
სალომეს საყვარელი საგნები სკოლაში მათემატიკა და ქიმიაა. მომვალი პროფესია ჯერ არ აურჩევია, თუმცა ნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებას აუცილებლად აპირებს. თავისუფალ დროს, როგორც გვიყვება, კონდიტერია იტაცებს. ნინოს მოამვალი პროფესია უკვე არჩეული აქვს - ქართულ ფილოლოგიაზე სურს სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში! აპირებს, ინტერნეტის და კომპიუტერის დახმარებით სწავლის დონე მაქსიმალურად გაზარდოს.
ნინოს ჯერ არ გადაუწყვიტავს, რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ, თუმცა უნივერსიტეტში სწავლა ძალიან უნდა. როგორც გვიყვება სკოლაში განსაკუტრებით ინგლისური უყვარს, რადგან მარტივად იგებს. რაც შეეხება მათემატიკას და ფიზიკას, მათ ვერ იგებ და ამიტომ ნაკლებად უყვარს. ანას კი სწავლის გაგრძლება ინგლისური ფილოლოგიის განხრით სურს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. აპირებს მასწაველბელი ან ლექტორი გახდეს, რათა მისი ცოდან სხვებსაც გაუზიაროს შემდეგ. „მიყვარს კითხვია, რადგან ვფიქრობ, წიგნებს სხვა სამყაროში გადაყავხარ და თვალთახედვას გიფართოვებს“.
მართამ ჯერ არ იცის, რა განხრით გააგრძელებს სწავლას უნივერსიტეტში, თუმცა ძალიან უნდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარება. ძალიან უყვარს კითხვა, როგორც გვითხრა ის ახალი ინფორმაციების მიღებაში ეხმარება. აპირებს, ინტერნეტი განათლების მისაღებად აქტიურად გამოიყენოს.
ნატას ჟურნალისტობა გადაუწყვიტავს! უნივერსიტეტში სწავლას აუცილებლად აპირებს, თუმცა ჯერ კიდევ ვერ შეარჩია. სკოლაში განსაკუთრებით ჰუმანიტარული საგნები უყვარს, ტექნიკურ საგნებს კი ვერ იგებს. „თუ სახლში კომპიუტერი მექნება, მოვახერხებ ჩემი მრავალი იდეის განხორციელებას, ასევე აუცილებლად გამოვიყნებ სწავლის დროს დასახმარებლად და მომავალი პროფესიისთვისაც.“
ნინომ მართალია ჯერ არ იცის რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ, თუმცა უნივერსიტეტში ჩაბარება გადაწყვეტილი აქვს. სკოლაში განსაკუთრებით ბიოლოგია უყვარს. ფიქრობს, რომ კომპიუტერი და ინტერნეტი სწავლაში ძალიან დაეხმარება, რადგან მისი საშუალებით მარტივად შეძლებს ინფორმაციების მოძიებას და პრეზენტაციების გაკეთებას.
ანას მართალია ჯერ არა აქვს გადაწყვეტილი სად ან რაზე გააგრძელებს სწავლას სამომავლოდ. თუმცა ის უკვე იცის, რომ ინტერნეტი და კომპიუტერი ონლაინ გაკვეთილებზე თავისუფლად დასწრებაში და ინფომაციის მოძიებაში ძალიან დაეხმარება. სკოლაში მისთვის არ არსებობს გამორჩეული საგანი, რადგან ყველა ერთნაირად უყვარს და სწავლობს.
საბას ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, რა პროფესიას სამომავლოდ. როგორც გვიყვება, სკოლაში ყველა საგანს ერთნაირი მონდომებით სწავლობს. სწავლის პარალელურად კი სპორტით არის დაკავებული.
სოფიოს სურს უნივერსიტეტში სწავლა ინგლისური ფილოლოგიის განხრით გააგრძელოს, თუმცა უნივერსიტეტი ჯერ ვერ აარჩია. ფიქრობს, რომ კითხვა ბევრი საინტერესო ინფორმაციის მიღებაში ეხმარება და თავისუფალ დროს სწორედ მას უთმობს.
მარიამმა სამომავლო პროფესია უკვე აირჩია - ეკონომისტობა სურს! როგორც გვიყვება, სკოლაში მათემატიკა გამორჩეულად უყვარს. ასევე უყვარს თავისუფალი დროს წიგნის კითხვა და ხატვა. ფიქრობს, რომ ინტერნეტი და კომპიუტერი სწავლაში, განსაკუთრებით კი კონკრეტული დავალებების შესრულებაში ძალიან დაეხმარება.
ლუკასთვის სკოლაში არ არსებობს ისეთი საგანი, რომელიც არ უყვარს. როგორც თავად გვითხრა მომავალში აუცილებლად აპირებს უნივერსიტეტში სწავლის გაგარძელებას, თუმცა ჯერ არ გადაუწყვეტია, რა პროფესიას აირჩევს. ანას ძალიან უყვარს კითხვა, მისი თქმით, კითხვით ცნობიერება მეტად უვითარდება. მომავალი პროფესია მასაც ჯერ არ აურჩევია, თუმცა იცის, რომ ინტერნეტი და კომპიუტერი სწავლაში ძალაინ დაეხმარება.
"ლიზის მზარეულობა უნდა! როგორც გვიყვება, თავისუფალ დროს სამზარეულოში ხშირად არის და სხვადასხვა კერძებს ამზადებს. სკოლაში ყველაზე მეტად სპორტი და მათემატიკა უყვარს. ისტორია და ბიოლოგია კი არ მოსწონს, რადგან ვერ იგებს კარგად. "