გიორგის სამომავლო პროფესია ჯერ არ აურჩევია. თუმცა სკოლაში ყველაზე მეტად ქართული, ინგლისური და რუსული უყვარს. ფიქრობს, რომ ინტერნეტი სწავლაში ძალიან ეხმარება.
ლუკას კითხვა ძალიან უყვარს. ცდილობს ხშირად იკითხოს სხვადასხვა ლიტერატურა, რათა აზროვნება მეტად განივითაროს. მომავალი პროფესია უკვე აარჩია - ფსიქოლოგობა სურს! როგორც გვიყვება, ინტერნეტს ძირითადად საკონტაქტოდ და ონლაინ სწავლებისთვის იყენებს.
ლაშა მეზღვაურობას აპირებს! მისი თქმით, სკოლაში ყველა საგანი თანაბრად უყვარს და სწავლობს. თავისუფალ დროს ძირითადად სპორტით არის დაკავებული. რაც შეეხება ინტერნეტს, ფიქრობს, რომ ონლაინ სწავლებაში ძალიან დაეხმარება.
მურთაზის საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი უნდა რომ გამოვიდეს. მაგრამ ჯერ უნივერსიტეტი არ აურჩევია. სკოლის საგნებიდან მათემატიკა განსაკუთრებით უყვარს. აპირებს, ინტერნეტი დამატებითი ინფორმაციების მოსაძიებლად და ონლაინ სწავლებისთვის გამოიყენოს.
ეკას ფსიქოლოგობა გადაუწყვიტავს! სკოლაში განსაკუთრებით გერმანული და ქართული უყვარს. თავისუფალ დროს კი მუსიკით არის დაკავებული. ფიქრობს, რომ ინტერნეტი ცოდნის გაღრმავებში ძალიან დაეხმარება.
ბექამ ჯერ არ იცის, რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ, თუმცა სკოლაში განსაკუთრებით ისტორია უყვარს. მისი თქმით, ინტერნეტი სწავლაში და საჭირო ინფორმაციის მოძიებაში ძალიან ეხმარება.
კარლოს სკოლაში თითქმის ყველა საგანი უყვარს გარდა ქიმიისა, რადგან უჭირს გაგება. ჯერ არ იცის, რა პროფესიას აირჩევს ან სად გააგრძელებს სწავლას, მაგრამ უნივერსიტეტში სწავლა ძალიან უნდა. ფიქრობს, ინტერნეტი სწავლაში ძალიან დაეხმარება.
ოთარს ისტორიკოსობა გადაუწყვიტავს! აპირებს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელოს სწავლა სწორედ ამ განხრით. როგორც გვიყვება, ფეხბურთის თამაში ძალიან უყვარს ბავშვობიდან და როცა სცალია ცდილობს ხშირად ითამაშოს.
ლუკას სამომავლო პროფესია ჯერ არ აურჩევია, მაგრამ სკოლაში ქართული და ისტორია უყვარს. თავისუფალ დროს ცდილობს სპორტით დაკავდეს. რაც შეეხება ინტერნეტს, ძირითადად ინფორმაციის მოძიებაში იყენებს.
აჩიკოს უნდა თავისი მომავალი პროფესია ტურიზმს დაუკავშიროს! როგორც გვითხრა, მისთვის არ არსებობს სკოლაში ისეთი საგანი რომელიც არ უყვარს. ფიქრობს, რომ ინტერნეტი მეცადინეობაში ძალიან დაეხმარება.
მარიამის საყვარელი საგნები სკოლაში ბიოლოგია, ქართული და ქიმიაა. თავისუფალ დროს კი კითხვით არის გატაცებული. მომავალში აუცილელად აპირებს უნივერსიტეტში ჩაბარებას, თუმცა ჯერ პროფესია არ აურჩევია. ნიკოლოზმაც ჯერ ვერ გადაწყვიტა, რა პროფესია აირჩიოს, თუმცა უნივერსიტეტი უკვე იცის - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სურს ჩაბარება. როგორც გვიყვება, თავისუფალ დროს ძირითადად ვარჯიშით არის დაკავებული.
ნიკას ჯერ არ გადაუწყვეტია, რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ, თუმცა უნივერსიტეტი უკვე გადაწყვიტა - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სურს სწავლის გაგრძელება. როგორც თავად გვითხრა, სკოლაში თითქმის ყველა საგანი უყვარს, გარდა ფიზიკისა, რადგან მას ვერ იგებს. ფიქრობს, რომ ინტერნეტი სწავლაში ძალიან დაეხმარებოდა.